სხივური თერაპიით გამოწვეული ენტერიტი

დაავადების აღწერა

სხივური თერაპიით გამოწვეული ენტერიტი წარმოადგენს ნაწლავების ანთებას, რომელიც ვითარდება სხივური თერაპიის დროს.

მდგომარეობა იწვევს ფაღარათს, გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას და კუჭის სპაზმებს იმ პაციენტებში, ვინც იტარებს სიხვურ თერაპიას მუცლის, მენჯისა და სწორი ნაწლავის არეებსი. დაავადება ყველაზე ხშირია პაციენტებში, რომლებიც იტარებენ სხივურ თერაპიას მუცლის ან მენჯის ღრუში აღმოცენებული კიბოს სამკურნალოდ.

უმეტეს შემთხვევებში, სხივური თერაპიით გამოწვეული ენტერიტი დროებითია და ანთება გაივლის მკურნალობის დამთავრებიდან რამოდენიმე კვირაში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მდგომარეობა ხანგრძლივად რჩება მკურნალობის დამთავრებიდან და ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს თერაპიის შემდეგ რამოდენიმე თვის ან წლის შემდგომაც კი.

სხივური თერაპიით გამოწვეული ქრონიკული ენტერიტი იწვევს გართულებებს, როგორიცაა ანემია და ნაწლავების ნაწილობრივი ობსტრუქცია.

მკურნალობა, ძირითადად, მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებაზე ანთების მოშუშებამდე. მძიმე შემთხვევებში, შესაძლოა საჭირო გახდეს მილით საკვების მიწოდება და ქირურგიული ჩარევა ნაწლავების გარკვეული სეგმენტების ამოსაკვეთად.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები