სკლეროდერმა

დაავადების აღწერა

სკლეროდერმა წარმაოდგენს იშვიათი დაავადებების ჯგუფს, რომელიც მოიცავს კანისა და შემაერთებელი ქსოვილების შემჭიდროვებასა და გამაგრებას. შემაერთებელი ქსოვილები წარმოადგენენ ორგანიზმის ჩარჩოსა და კორპუსს.

ზოგიერთ ადამიანში, სკლეროდერმა მხოლოდ კანს აზიანებს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში, დაავადება კანის გარდა სხვა ნაწილებსაც აზიანებს, როგორიცაა სისხლძარღვები, შინაგანი ორგანოები და საჭმლის მომნელებელი სისტემა. სიმტპომები განსხვავებულია დაზიანებული სტრუქტურის მიხედვით.

სკლედორმა უფრო გავრცელებულია ქალებში და ყველაზე ხშირად ვითარდება 30-50 წლის ასაკში. სკლეროდერმა უკურნებელია, თუმცა სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები ამსუბუქებენ სიმპტომებს და აუმჯობესებენ ცხოვრების ხარისხს.

გამომწვევი მიზეზი

სკლეროდერმა გამოწვეულია ორგანიზმში კოლაგენის ჭარბი წარმოქმნითა და დაგროვებით. კოლაგენი არის ცილის ფიბროზული ფორმა, რომლისგანაც შედგება ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილები, მათ შორის კანი.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა არ იციან, თუ რა იწვევს კოლაგენის არანორმალურ წარმოქმნას, მიჩნეულია, რომ იმუნური სისტემა დაავადების განვითარებაში იღებს მონაწილეობას. უცნობი მიზეზების გამო, იმუნური სისტემა უტევს საკუთარ სხეულს, ავითარებს ანთებას, რის შედეგადაც ჭარბად გამომუშავდება კოლაგენი.

სიმპტომები

სკლეროდერმის სიმპტომები განსხვავებულია ორგანიზმის დაზიანებული ნაწილების მიხედვით:

  • კანი. სკლეროდერმის მქონე ადამიანის უმეტეს ნაწილს აღენიშნება კანზე გამაგრების და შემჭიდროების არეები. ამ ლაქებს შესაძლოა ოვალური ან სწორი ხაზის ფორმა ქონდეს. ლაქების რაოდენობა, ადგილმდებარეობა და ზომა განსხვავებულია სკლეროდერმის ფორმის მიხედვით. კანს შესაძლოა ჰქონდეს პრიალა შეფერილობა დაჭიმულობის გამო. დაზიანებული ადგილის მოძრაობა ზოგჯერ შეზღუდულია.
  • ხელის ან ფეხის თითები. სკლეროდერმის ერთ-ერთი პირველი ნიშანია ცივ ტემპერატურაზე და ემოციურ სტრესზე გადაჭარბებული პასუხი, რომელიც იწვეს მგრძნობელობის დაქვეითებას, ტკივილსა და ფერის ცვლილებებს ხელისა და ფეხის თითებზე. ამ მდგოამრეობას რეინოს ფენომენი ეწოდება და ხშირად იმ ადამიანებშიც გვხვდება, ვისაც სკლეროდერმა არ აღენიშნება.
  • საჭმლის მომნელებელი სისტემა. მჟავის რეფლუქსთან ერთად, რომელიც აზიანებს საყლაპავის ნაწილს კუჭთან, სკლეროდერმის მქონე ადამიანებს ასევე აღენიშნებათ საკვები ნივთიერებების შეწოვის პრობლემები. მდგომარეობას იწვევს ნაწლავის კუნთების არასათანადო მოძრაობა.
  • გული, ფილტვები და თირკმელები. იშვიათად, სკლეროდერმა აზიანებს გულის, ფილტვებისა და თირკმელების ფუნქციებს. ეს პრობლემები შესაძლოა იყვნენ სიცოცხლსითვის საშიში.