სლოკინი

დაავადების აღწერა

სლოკინი არის დიაფრაგმის უნებლიე შეკუმშვა. დიაფრაგმა არის კუნთი, რომელიც გამოყოფს გულმკერდს მუცლისგან და მნიშვნელოვან როლს თამაშობს სუნთქვაში. ყოველ შეკუმშვას მოსდევს ხმოვანი იოგების უეცარი დახურვა, რის შედეგადაც ჩნდება სლოკინისთვის დამახასიათებელი ხმა.

სლოკინი შეიძლება გაჩნდეს ბევრი ჭამის, ალკოჰოლის მიღების და უეცარი სიხარულის შედეგად. ზოგ შემთხვევაში, სლოკინი შეიძლება რაიმე დაავადების გამოვლინება იყოს. სლოკინის ეპიზოდები უმეტესად მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება. იშვიათად, სლოკინი შეიძლება თვეობით გაგრძელდეს. ეს კვების ნაკლებობას და დაქანცულობას გამოიწვევს.

გამომწვევი მიზეზი

48 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის სლოკინის ძირითადი მიზეზებია:

  • გაზიანი სასმელის დალევა
  • ალკოჰოლის დალევა
  • ზედმეტი ჭამა
  • სიხარული ან ემოციური სტრესი
  • ტემპერატურის უეცარი ცვლილება
  • საღეჭი რეზინის ღეჭვის ან კანფეტის წუწნის დროს ჩაყლაპული ჰაერი



48 საათზე მეტი ხანგრძლივობის სლოკინი მრავალი ფაქტორის მიერ შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს ფაქტორები დაწყობილია შემდეგ კატეგორიებად.

ნერვის დაზიანება ან გაღიზიანება

ხანგრძლივი სლოკინის ყველაზე ხშირი მიზეზია ცთომილი ნერვის და დიაფრაგმის ნერვის დაზიანება. ან გაღიზიანება. ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნერვების დაზიანება და გაღიზიანებ:

  • ყურში დაფის აპკის გაღიზიანება თმით ან სხვა რამით
  • სიმსივნე, კისტა ან ჩიყვი ყელში
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი
  • ყელის ტკივილი ან ლარინგიტი



ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები

ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებულ სიმსივნეს, ინფექციას ან მის ტრავმის შედეგად დაზიანებას შეუძლია დაარღვიოს ორგანიზმის კონტროლი სლოკინზე. ამის მაგალითებია:

  • ენცეფალიტი
  • მენინგიტი
  • გაფანტული სკლეროზი
  • ინსულტი
  • ტვინის ტრავმა
  • სიმსივნე



მეტაბოლური დარღვევები და წამლები

ხანგრძლივი სლოკინი შესაძლო გამომწვევებია:

  • ალკოჰოლიზმი
  • ანესთეზია
  • ბარბიტურატები
  • დიაბეტი
  • ელექტროლიტების დისბალანსი
  • თირკმლის უკმარისობა
  • სტეროიდები
  • ტრანკვილიზატორები

სიმპტომები

სლოკინის ერთადერთი ნიშანი დამახასიათებელი ხმაა. ხანდახან ერთადერთი სიმპტომი არის ხმის წინ სუსტი მოჭერის შეგრძნება გულმკერდში, მუცელში ან ყელში.

როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ სლოკინი გაგიგრძელდათ 48 საათზე მეტი ან თუ იგი იმდენად მწვავეა, რომ გიქმნით ჭამის, ძილის და სუნთქვის პრობლემებს.