სმენის დაქვეითება
დაავადების აღწერა
სმენის დაქვეითება ასაკის მატებასთან ერთად ხშირი მოვლენაა. ა.შ.შ-ში ყოველ სამ 65-75 წლის ადამიანში ერთს აქვს სმენის დაქვეითება. 75 წელს ზემოთ ყოველ მეორე ადამიანს აღენიშნება სმენის დაქვეითება.
ექიმები მიიჩნევენ, რომ სმენის დაკარგვაში მემკვიდრული ფაქტორები და მუდმივი ხმაური მონაწილეობენ. სხვა ფაქტორები, მაგალითად ჭარბი გოგირდი ყურში, სმენის დროებით დაქვეითებას იწვევს.
სმენის დაქვეითება შეუქცევადი პროცესია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა იცხოვროთ მუნჯ სამყაროში. თქვენი ექიმი დაგეხმარებათ სმენის გაუმჯობესებაში.
გამომწვევი მიზეზი
სმენის დაქვეითების რამდენიმე მიზეზებია შიგნითა ყურის დაზიანება, გოგირდის დაგროვება, ინფექციები და დაფის აპკის დაზიანება. სმენის დაქვეითების მექანიზმის გასაგებად, საჭიროა ვიცოდეთ როგორ მუშაობს სმენის სისტემა.
როგორ ვისმენთ
როდესაც ხმის ტალღები ხვდებიან ყურის შიგნით, ხმის ტალღების ვიბრაციები გარდაიქმნებიან ნერვულ სიგნალებად, რომლებიც მიდიან ტვინში და აღიქმებიან ხმად.
ყური შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: გარეთა ყური, შუა ყური და შიგნითა ყური. ხმის ტალღები შედის გარეთა ყურში და იწვევს დაფის აფკის შერხევას. დაფის აპკი და შუა ყურის სამი ძვალი – გრდემლი, ჩაქუჩი და უზანგი – აძლიერებენ ვიბრაციებს და გადასცემენს მას შიგნითა ყურს. იქ, ვიბრაციები გაივლიან შიგნითა ყურის ლოკოკინაში არსებულ სითხეში.
ლოკოკინის ნერვულ უჯრედებს უამრავი ბუსუსი აქვთ, რომლებიც ეხმარებიან ხმის ვიბრაციების ელექტრულ სიგნალებში გარდაქმნაში. სხვადასხვა ხმის ვიბრაცია სხვადასხვანაირად არხევს ბუსუსებს, რაც იწვევს განსხვავებული სიგნალის გაგზავნას ტვინში. ამ მექანიზმით ვანსხვავებთ ერთ ხმას მეორესგან.
როგორ ვითარდება სმენის დაქვეითება
სმენის დაქვეითების მიზეზებია:
- შიგნითა ყურის დაზიანება. ასაკში მატებას და ხანგრძლივ ხმაურს შეუძლია გამოიწვიოს ლოკოკინის ბუსუსების ან ნერვული უჯრედების დაზიანება. როდესაც ეს ნერვები ან ბუსუსები ზიანდება, ელექტრული სიგნალები სათანადოდ ვერ გადაეცემა ტვინს და ვითარდება სმენის დაქვეითება. მაღალი ტონის ხმები შეიძლება დახშობილად მოგეჩვენოთ.
- შეიძლება გაგიჭირდეთ ხმაურში სიტყვების გაგება. მემკვიდრულ წინასწარგანწყობას შეუძლია გაზარდოს ამის რისკი. სმენის დაქვეითების ამ ტიპს ეწოდება სენსონეირონული სმენის დაქვეითება.
- ყურის გოგირდის დაგროვება. ყურის გოგირდს შეუძლია დაახშოს ყურის არხი და ხელი შეუშალოს ხმის ტალღების გავრცელებას. გოგირდით დახშობა ყველა ასაკის ადამიანში გვხვდება. სმენა აღდგება გოგირდისგან განთავისუფლების შემდეგ.
- ყურის ინფექცია, პათოლოგიური ძვლოვანი წანაზარდები და სიმსივნე. გარეთა და შუა ყურში, სამივე ჩამოთვლის შეუძია გამოიწვიოს სმენის დაქვეითება.
- დაფის აპკის პერფორაცია. ხმამაღალ ხმას, წნევის უეცარ ცვლილებას, დაფის აფკში რაიმეს საგნის ჩხვლეტას და ინფექციას შეუძლია გამოიწვიოს დაფის აპკის გახევა და სმენის დაქვეითება.
სიმპტომები
სმენის დაქვეითების ნიშნები და სიმპტომებია:
- ლაპარაკის და სხვა ხმების დახშობა
- სიტყვების გაგების გაძნელება, განსაკუთრებით ხმაურიან გარემოში
- თანხმოვნების გაგების გაძნელება
- სხვებისთვის ხშირად თხოვნა, რომ უფრო ნელა, გასაგებად და ხმამაღლა ილაპარაკონ
- ტელევიზორის და რადიოს ხმის აწევა
- საუბრის დროს ნაკლები ლაპარაკი
- სოციალური გარემოსთვის თავის არიდება
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ სმენის დაქვეითება ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში. თქვენი სმენა შეიძლება გაუარესებული იყოს, თუ:
- თქვენ გიჭირთ ლაპარაკის დროს ყველაფრის გაგება, განსაკუთრებით ხმაურიან გარემოში
- ხმები დახშობილია
- ხმას უფრო მაღლა უწევთ მუსიკის მოსმენის და ტელევიზორის ყურების დროს.