სპერმატოცელე

დაავადების აღწერა

სპერმატოცელე არის სათესლის ან მისი დანამატის ცისტა. სათესლის დანამატი არის პატარა, დახვეული მილი, რომელიც აგროვებს სპერმას და გამოქვს იგი. სპერმატოცელე არასიმსივნური და უმტკივნეულოა და ხშირად სავსეა რძის მსგავსი ან გამჭვირვალე სითხით, რომელიც შეიძლება სპერმას შეიცავდეს.

სპერმატოცელეს ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა იგი შეიძლება სპერმის გამომტანი სადინრის დახშობა იყოს.

სპერმატოცელე გავრცელებული პრობლემაა. იგი ძირითადად არ იწვევს უშვილობას და არ საჭიროებს მკურნალობას. თუ სპერმატოცელე გაიზრდება და დისკომფორტს შეგიქმნით, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ოპერაციის ჩატარება.

გამომწვევი მიზეზი

სპერმატოცელეს მიზეზი უცნობია. სპერმატოცელე შეიძლება გამოიწვიოს სათესლის დანამატის ერთი ან მეტი მილის დახშობამ. ტრავმამ და ანთებამ აგრეთვე შეიძლება როლი ითამაშონ დახშობის განვითარებაში.

სიმპტომები

სპერმატოცელე ხშირად არ იწვევს ნიშნების და სიმპტომების გაჩენას და ერთი ზომის რჩება. თუ იგი გაიზრდება, თქვენ შეიძლება იგრძნოთ:

  • დაზიანებულ სათესლეში ტკივილი ან დისკომფორტი
  • სიმძიმის შეგრძნება დაზიანებულ სათესლეში
  • მასა სათესლის უკან და ზემოთ



როდის მივმართოთ ექიმს

იმის გამო, რომ სპერმატოცელე არ იწვევს სიმპტომებს, იგი შეიძლება აღმოაჩინოთ სათესლეების თვითგამოკვლევისას ან ექიმთან რუტინული ვიზიტის დროს.

მნიშვნელოვანია სათესლე პარკში ნებისმიერი მასის გამოკვლევა რათა გამოირიცხოს სერიოზული პათოლოგია, მაგალითად სათესლის სიმსივნე. აგრეთვე მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სათესლე პარკში შესიება ან ტკივილი. მრავალ მდგომარეობას შეუძლია გამოიწვიოს სათესლის ტკივილი. ზოგიერთი სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს.