სპინალური თავის ტკივილი
დაავადების აღწერა
სპინალური თავის ტკივილი ვითარდება ლუმბარული ფუნქციის და სპინალური ანესთეზიების შემდეგ ადამიანთა დაახლოებით 40%-ში. ორივე პროცედური მოითხოვს ზურგის ტვინის დამცავი გარსის გაჩხვლეტას და, ზურგის ტვინის ქვემო ნაწილში, წელის და გავის ნერვების ფესვების გაჩხვლეტას.
ლუმბარული პუნქციის დროს, თავზურგტვინის სითხის ნაწილს იღებენ ხერხემლის არხიდან. სპინალური ანესთეზიის დროს ხერხემლის არხში შეყავთ წამალი, რომელიც მგრძნობელობას უქვეითებს ნერვებს. თუ ზურგის ტვინის სითხე გამოჟონავს ჩხვლეტის ადგილიდან, შეიძლება განგივითარდეთ სპინალური თავის ტკივილი.
სპინალური ტკივილების უმეტესობა – აგრეთვე ცნობილი, როგორც ლუმბალური პუნქციის შემდგომი თავის ტკივილი – თავისით ქრება მკურნალობის გარეშე. ზოგჯერ, სპინალური თავის ტკივილი 24 საათზე მეტხანს გრძელდება და მკურნალობას საჭიროებს.
გამომწვევი მიზეზი
სპინალურ თავის ტკივილს იწყვევს მაგარი გარსის ნახვრეტიდან თავ-ზურგ-ტვინის სითხის გამოჟონვა. ეს გამოჟონვა ამცირებს სითხის წნევას, რაც იწვევს თავის ტკივილს.
სპინალური თავის ტკივილი ჩნდება ლუმბარული პუნქციიდან და სპინალური ანესთეზიიდან 48 საათის შემდეგ.
ზოგჯერ ეპიდურულმა ანესთეზიამაც შეიძლება გამოიწვიოს სპინალური თავის ტკივილი. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდურული ანესთეზია ზურგის ტვინის გარსების გარეთ შეყავთ, ამ დროს შეიძლება შემთხვევით დაზიანდეს გარსი და განვითარდეს თავის ტკივილი.
სიმპტომები
სპინალური თავის ტკივილის სიმპტომებია:
- ყრუ, მფეთქავი ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე შემაწუხებელი
- ტკივილი, რომელიც უარსდება ფეხზე ადგომისას ან დგომისას და უმჯობესდება ან ქრება დაწოლისას
სპინალურ თავის ტკივილს ხშირად თან ერთვის:
- თავბრუსხვევა
- ყურებში ხმაური (ტინიტუსი)
- სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა (ფოტოფობია)
- გულისრევა
- კისრის გაშეშება
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ განგივითარდათ თავის ტკივილი ლუმბარული პუნქციის ან სპინალური ანესთეზიის შემდეგ, განსაკუთრებით თუ ეს ტკივილი უარსდება ფეხზე ადგომისას ან დგომისას.