სქესობრივად გადამდები დაავადებები
დაავადების აღწერა
სქესობრივად გადამდები დაავადებები, იგივე სექსობრივად გადამდები ინფექციები, სექსუალური კონტაქტის შედეგად გადაეცემა. სქესობრივად გადამდები ინფექციების გამომწვევი ორგანიზმები გადადიან ადამიანიდან ადამიანზე სისხლის, სპერმის, ვაგინალური და ორგანიზმის სხვა სითხეების საშუალებით.
ზოგიერთი ასეთი ინფექცია არასქესობრივი გზითაც გადადის, მაგალიტდ დედიდან შვილზე ორსულობის ან მშობიარობის დროს, სისხლის გადასხმის დროს ან 1 შპრიცის რამოდენიმე ადამიანის მიერ გამოყენების დროს.
სქესობრივად გადამდები დაავადებების გავრცელება შესაძლებელია ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც ჯანმრთელად გამოიყურებიან. მათ შესაძლოა არ იცოდნენ, რომ ინფიცირებულმი არიან. დაავადებების დიდი ნაწილი პაციენტებში სიმპტომებს არ იწვევს.
გამომწვევი მიზეზი
სქესობრივად გადამდები ინფექციები შესაძლოა გამოწვეული იყოს:
- ბაქტერიებით (გონორეა, სიფილისი, ქლამიდია)
- პარაზიტებით (ტრიქომონიაზი)
- ვირუსებით (ადამიანის პაპილომავირუსი, გენიტალური ჰერპესი, შიდსის ვირუსი)
ინფექციური მიკროორგანიზმების გავრცელებაში სექსუალურ აქტივობას მთავარი ადგილი უჭირავს, თუმცა დაავადებების გადაცემა სექსუალური კონტაქტის გარეშეც შესაძლებელია. ასეთი მაგალითებია, A, B და C ჰეპატიტები, შიგელა, და გარდია ინტესტინალისი.
სიმპტომები
სქესობრივად გადამდებ ინფექციებს მრავალგვარი სიმპტომი ახასიათებს. ამიტომ დაავადება შესაძლოა შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს გართულებებამდე ან პარტნიორის დიაგნოზამდე. სიმპტომები:
- მუწუკები ან ამობურცულობები სასქესო ორგანოებზე, პირის ღრუს ან სწორი ნაწლავის ადგილებში
- მტკივნეული ან მწველი შარდვა
- გამონადენი პენისიდან
- უჩვეულო ან უსიამოვნო სუნის მქონე ვაგინალურ იგამონადენი
- უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა
- ტკივილი სექსის დროს
- მტკივნეული, შესიებული ლიმფური კვანძები, განსაკუთრებით საზარდულის არეში
- მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი
- გამონაყარი ზედა ტანზე, ხელის მტევნებსა და ტერფებზე
ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს როგორც რამდენიმე დღის, ასევე წლის შემდეგ, რაც ორგანიზმზეა დამოკიდებული.
როდის მივმართოთ ექიმს
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ:
- თქვენ სექსუალურად აქტიური ხართ, და თვლით რომ შეხება გქონდათ სქესობრივად გადამდებ ინფექციასთან
- აღგენიშნებათ სქესობრივად გადამდები ინფექციების სიმპტომები
დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან:
- როდესაც ჩათვლით, რომ სექსუალურად აქტიური ხართ, ან ხართ 21 წლის – რიგითობის მიხედვით
- სანამ გექნებათ სექსი ახალ პარტნიორთან