სტაფილოკოკური ინფექცია
დაავადების აღწერა
სტაფილოკოკურ ინფექციებს იწვევს სტაფილოკოკის ბაქტერიები, რომლებიც ხშირად გვხვდება ჯანმრთელი ადმაიანების კანზე ან ცხვირში. უმეტეს შემთხვევაში ეს ბაქტერიები არ იწვევენ პრობლემებს ან იწვევენ მსუბუქ კანის ინფექციას.
სტაფილოკოკური ინფექცია შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს თუ ბაქტერია მოხვდება სისხლში, სახსრებში, ძვლებში, ფილტვებში ან გულში. დღესდღეისობით ბევრ სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანს უვითარდება სიცოცხლისთვის საშიში სტაფილოკოკური ინფექციები.
მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტოკოთერაპიას და ინფექციის არის დრენაჟს. ზოგიერთი სტაფილოკოკური ინფექცია არ ექვემდებარება გავრცელებული ანტიბიოტიკებით მკურნალობას.
გამომწვევი მიზეზი
ბევრი ადამიანი არის სტაფილოკოკის მატარებელი და არ უვითარდება ინფექცია. თუ განგივითარდათ სტაფილოკოკური ინფექცია, დიდი შანსია, რომ ბაქტერიას დიდი ხნის განმავლობაში ატარებთ.
ბაქტერია აგრეთვე შეიძლება გავრცელდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე. სტაფილოკოკები საკმაოდ გამძლეები არიან, რის გამოც მათ შეუძლიათ დიდხანს გაძლონ ისეთ საგნებზე, როგორებიცაა ბალიშისპირები და პირსახოცები.
სტაფილოკოკები უძლებენ:
- გამოშრობას
- ექსტრემალურ ტემპერატურებს
- მარილის დიდ რაოდენობას
სიმპტომები
სტაფილოკოკური ინფექცია შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი კანის პრობლემის მიზეზი, აგრეთვე გულის სერიოზული დაზიანების, რომელსაც ეწოდება ენდოკარდიტი. ამ დროს ზიანდება გულის შიგნითა გარსი (ენდოკარდიუმი). მაშასადამე, სტაფილოკოკური ინფექციის ნიშნები და სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციაზე და სიმწვავეზე.
კანის ინფექციები
სტაფილოკოკური ბაქტერიებით გამოწვეულ კანის ინფექციებს მიეკუთვნება:
- ფურუნკული. სტაფილოკოკური ინფექციის ყველაზე ხშირი ფორმაა ფურუნკული, რომელიც არის თმის ფოლიკულაში ან ცხიმოვან ჯირკვალში განვითარებული ჩირქით სავსე ჩანტა.
ფურუნკულის გახსნის შემთხვევაში გადმოდის ჩირქი. ფურუნკულები ყველაზე ხშირად ვითარდება მხრების ქვეშ, საზარდულში და დუნდულებზე.
- იმპეტიგო. ამ გადამდებ, ხშირად მტკივნეულ გამონაყარს იწვევს სტაფილოკოკები. იმპეტიგოს დროს გვხვდება სქელი წყლულები, რომლებიდანაც გადმოდის სითხე და წარმოქმნიან თაფლისფერ ფუფხს.
- ცელულიტი. ცელულიტი არის კანის ღრმა ფენების ინფექცია, რომელიც იწვევს კანის სიწითლეს და ზედაპირულ შეშუპებას. აგრეთვე შეიძლება განვითარდეს წყლულები ან გამონადენი. ცელულიტი ყვალზე ხშირად ვითარდება ფეხების ქვედა ნაწილში და ტერფებზე.
- სტაფილოკოკური დათუთქული კანის სინდრომი. სტაფილოკოკების წარმოქმნილი ტოქსინების შედეგად შეიძლება განვითარდეს სტაფიოლოკოკური დათუთქული კანის სინდრომი. იგი ხშირად ვითარდება ახალშობილებში და ბავშვებში და იწვევს ტემპერატურის მომატებას, გამონაყარს და ხანდახან ბებერების გაჩენას. ბებერების გასკდომის შედეგად კანს ეცლება ზედაპირული შრე, რის ადგილასაც რჩება დამწვრობის მსგავსი წითელი კანი.
საკვებით მოწამლვა
სტაფილოკოკები საკვებით მოწამვლის ყველაზე ხშირი მიზეზებია. სიმპტომები ჩნდება უეცრად, უმეტესად დაბინძურებული საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში. სიმპტომები მალევე ქრება, დაახლოებით ნახევარ დღეში.
საკვებში არსებული სტაფილოკოკური ინფექცია არ იწვევს ტემეპრატურის მომატებას. სტაფილოკოკური ინფექციის ამ ტიპის დროს მოსალონდნელი ნიშნები და სიმპტომებია:
- გულისრევა და პირღებინება
- ფაღარათი
- გაუწყლოება
- სისხლის დაბალი წნევა
ბაქტერიემია
აგრეთვე ცნობილი, როგორც სისხლის მოწამვლა, ბაქტერიემია ვითარდება, როდესაც სტაფილოკოკი შეიჭრება ადამიანს სისხლში. მისი ნიშნებია ცხელება და სისხლის დაბალი წნევა. ბაქტერიები შეიძლება გავრცელდნენ ორგანიზმში და გამოიწვიონ ინფექცია შემდეგ ადგილებში:
- შინაგანი ორგანოები, როგორებიცაა ტვინი, გული და ფილტვები
- კუნთები და ძვლები
- ქირურგიულად იმპლანტირებული მოწყობილობები, მაგალითად ხელოვნური სახსარი ან გულის პეისმეიქერი
ტოქსიური შოკის სინდრომი
ეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა გამოწვეულია სტაფილოკოკების ზოგიერთი შტამის გამონთავისუფლებული ტოქსინებით და დაკავშირებულია ზოგიერთ ტამპონთან, კანის დაზიანებასთან და ოპერაციასთან. იგი უეცრად ვითარდება და თან ერთვის:
- ცხელება
- გულისრევა და პირღებინება
- მზის დამწვრობის მსგავსი გამონაყარი ხელებზე და ტერფებზე
- დაბნეულობა
- კუნთის ტკივილი
- ფაღარათი
- მუცლის ტკივილი
სეპტიური ართრიტი
სეპტიურ ართრიტს ხშირად იწვევს სტაფილოკოკური ინფექცია. ბაქტერიები ძირითადად გვხვდება მუხლის სახსარში, თუმცა ისინი აგრეთვე შეიძლება შეგვხვდნენ კოჭში, მენჯ-ბარძაყში, იდაყვში, მაჯაში, მხარში ან ხერხემალში. ნიშნები და სიმპტომებია:
- სახსრების შეშუპება
- ძლიერი ტკივილი დაზიანებულ სახსარში
- ცხელება
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს ბავშვს აქვს:
- კანზე შეწითლებული, გაღიზიანებული ან მტკივნეული არე
- ჩირქით სავსე გამონაყარი
- ტემპერატურის მომატება
აგრეთვე მიმართეთ ექიმს, თუ:
- კანის ინფექციები გადაეცემა ერთი ოჯახის წევრიდან მეორეს
- ორ ან მეტ ოჯახის წევრს აქვთ კანის ინფექცია ერთდროულად