სტივენს-ჯონსონის სინდრომი

დაავადების აღწერა

სტივენს-ჯონსონის სინდრომი არის იშვიათი, სერიოზული დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება კანი და ლორწოვანი გარსები. იგი ჩვეულებრივ არის მედიკამენტზე ან ინფექციაზე საპასხუო რეაქცია. სტივენს-ჯონსონის სინდრომი ხშირად იწყებს გრიპის მსგავსი სიმპტომებით, რასაც მოყვება მტკივნეული წითელი ან მოიასამნისფრო გამონაყრის გაჩენა, რომელიც ვრცელდება და წარმოქმნის ბებერებს. ამის შემდეგ კანის დაზიანებული ზედაპირული შრე კვდება და იქერცლება.

სტივენს-ჯონსონის სინდრომი გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. მკურნალობის მიზანია გამომწვევი მიზეზის მოშორება, სიმპტომების კონტროლი და გართულებების მინიმუმამდე დაყვანა.

სტივენს-ჯონსონის სინდრომის შემდეგ გამოკეთებას რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე. თუ სტივენს-ჯონსონის სინდრომი გამოწვეულია მედიკამენტით, თქვენ მოგიწევთ ამ მედიკამენტებისგან და მისი მსგავსებისგან მთელი ცხოვრების მანძილზე თავის არიდება.

გამომწვევი მიზეზი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი არის იშვიათი და მოულოდნელი რეაქცია. ექიმმა შეიძლება ზუსტი მიზეზი ვერ დაადგინოს, თუმცა მდგომარეობის გამშვები ხშირად მედიკამენტი ან ინფექციაა.

მედიკამენტები და თერაპიული მიზეზები

მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სტივენს-ჯონსონის სინდრომი:

  • პოდაგრას საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა ალოპურინოლი
  • ტკივილგამაყუჩებლები, როგორებიცაა აცეტამინოფენი, იბუპროფენი და ნატრიუმის პაპროქსენი
  • ინფექციიის საწინააღმდეგო მედიკამენტები, მაგალითად პენიცილინი
  • გულყრების და ფსიქიკური აშლილობების საწინააღმდეგო მედიკამენტები (ანტიკონვულსანტები, ანტიფსიქოტურები)
  • რადიაციული თერაპია



ინფექციური მიზეზები

სტივენს-ჯონსონის სინდრომის გამომწვევ ინფექციებს მიეკუთვნება:

  • ჰერპესი (მარტივი ჰერპესი ან ჰერპეს ზოსტერი)
  • პნევმონია
  • აივ
  • ჰეპატიტი

სიმპტომები

სტივენს-ჯონსონის სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია:

  • სახის შეშუპება
  • ენის შეშუპება
  • ჭინჭრის ციება
  • კანის ტკივილი
  • წითელი ან იასამნისფერი გამონაყარი, რომელიც რამდენიმე საათში ან დღეში ვრცელდება
  • ბებერები პირის, ცხვირის, თვალების და გენიტალიების კანზე და ლორწოვან გარსებზე
  • კანის აქერცვლა



თუ გაქვთ სტივენს-ჯონსონის სინდრომი, გამონაყრის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე შეიძლება აღგენიშნოთ:

  • ტემპერატურის მომატება
  • პირის ან ყელის ტკივილი
  • დაღლილობა
  • ხველა
  • თვალების წვა



როდის მივმართოთ ექიმს

სტივენს-ჯონსონის სინდრომი მოითხოვს სასწრაფო მკურნალობას. სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ შემდეგი ნიშნებიდან და სიმპტომებიდან რომელიმე:

  • ამოუხსნელი გავრცელებული გამონაყარი კანზე
  • სახის შეშუპება
  • ბებერები კანზე და ლორწოვან გარსებზე
  • ჭინჭრის ციება
  • ენის შეშუპება
  • წითელი ან მოიასამნისფრო გამონაყარი, რომელიც ვრცელდება
  • კანის აქერცვლა