სტრეპტოკოკული ფარინგიტი

დაავადების აღწერა

სტრეპტოკოკული ფარინგიტი არის ბაქტერიული ინფექცია, რომლის დროსაც აღინიშნა ყელის ტკივილი და ქავილი. სტრეპტოკოკული ფარინგიტი ყელის ტკივილების ძალიან პატარა ნაწილს იწვევს.

მნიშვნელოვანია სტრეპტოკოკული ფარინგიტის დროული აღმოჩენა. მკურნალობის გარეშე სტრეპტოკოკულ ფარინგიტს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა თირკმლების ანთება და რევმატიული ცხელება. რევმატიული ცხელების დროს აღინიშნება სახსრების ტკივილი და ანთება, გამონაყარი და გულის სარქვლების დაზიანება.

სტრეპტოკოკული ფარინგიტი ხშირია 5-15 წლის ასაკში, თუმცა იგი ნებისმიერ ასაკში გვხვდება. თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ სტრეპტოკოკული ფარინგიტის ნიშნები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

გამომწვევი მიზეზი

სტრეპტოკოკულ ფარინგიტს იწვევს ბაქტერია, რომელიც ცნობილია, როგორც Streptococcus Pyogenes. მას აგრეთვე A ჯგუფის სტრეპტოკოკი ეწოდება.

სტრეპტოკოკები ძალიან კონტაგიოზურები არიან. ისინი შეიძლება გავრცელდნენ ჰაერში წვეთების სახით როდესაც ვინმე დააცემინებს ან დაახველებს და საზიარო საჭმლით ან საკვებით. ბაქტერიასთან ორგანიზმში აგრეთვე შეიძლება მოხვდეს კარების სახელურის ან სხვა დაბინძურებული საგნის შეხების შემდეგ ხელის თვალებზე, ცხვირზე ან პირზე მოკიდებით.

სიმპტომები

სტრეპტოკოკული ფარინგიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ყელის ტკივილი
  • ყლაპვის გაძნელება
  • წითელი და შესიებული ნუშურა ჯირკვლები, ხანდახან თეთრი ნადებით ან ჩირქით
  • რბილ ან მაგარ სასაზე პატარა წითელი წერტილები
  • შესიებული, მგრძნობიარე ლიმფური კვანძები კისერში
  • ტემპერატურის მომატება
  • თავის ტკივილი
  • გამონაყარი
  • მუცლის ტკივილი და ხანდახან პირღებინება, განსაკუთრებჳთ პატარა ბავშვებში
  • დაღლილობა



თქვენს ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ეს სიმპტომები, მაგრან არ ჰქონდეს სტრეპტოკოკული ფარინგიტი. ამ ნიშნების და სიმპტომების გამომწვევი შეიძლება ვირუსული ინფექცია ან სხვა დაავადება იყოს. ამის გამო ექიმი ანალიზ ს კონკრეტულად სტრეპტოკოკულ ფარინგიტზე ატარებს.

აგრეთვე შესაძლებელია გქონდეთ სტრეპტოკოკული ფარინგიტის გამომწვევი ბაქტერიები დაავადების განვითარების გარეშე. ზოგიერთი ადამიანი სტრეპტოკოკის მატარებელია, რაც ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ დაავადების ნიშნები მაგრამ შეუძლიათ გაავრცელონ ბაქტერია.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ შემდეგი ნიშ§ები და სიმპტომები:

  • ყელის ტკივილი, რომელსაც თან ერთვის მგრძნობიარე, შესიებული ლიმფური კვანძები
  • ყელის ტკივილი, რომელიც 48 საათზე მეტხანს გრძელდება
  • 38.3-ზე მაღალი ტემპერატურა უფროს ბავშვებში, ან ტემპერატურის 48 საათზე მეტხანს მომატება
  • ყელის ტკივილი, რომელსაც თან ერთვის გამონაყარი
  • სუნთქვის და ყლაპვის, მათ შორის ნერწყვის ყლაპვის გაძნელება
  • სტრეპტოკოკის დიაგნოზის შემთხვევაში, ანტიბიოტიკების მიღებიდან 24-48 საათში იგივე მდგომარეობა
  • ცხელება, სახსრების ტკივილი და ანთება, სუნთქვის უკმარისობა და გამონაყარი 2-3 კვირის შემდეგაც კი შეიძლება იყოს რევმატიული ცხელების ნიშნები.
  • კოკა-კოლას ფერი შარდი ინფექციიდან ერთი კვირის შემდეგ, რაც შეიძლება თირკმლის ანთებაზე (პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი) მიუთითებდეს.