სუბკონიუქტივური სისხლდენა
დაავადების აღწერა
სუბკონიუქტივური სისხლდენა ვითარდება, როდესაც თვალის კონიუქტივის ქვეშ პატარა სისხლძარღვი გასკდება.
თქვენ შეიძლება არც იცოდეთ, რომ სუბკონიუქტივური სისხლდენა გაქვთ, სანამ სარკეში არ ჩაიხედავთ და არ დაინახავთ, რომ თვალის თეთრი ნაწილი გაწითლებულია.
კონიუქტივა სწრაფად ვერ იწოვს სისხლს, რის გამოც სისხლი გუბდება ამ გამჭვირვალე ზედაპირის ქვეშ. სუბკონიუქტივური სისხლდენა შეიძლება საშიშად გეჩვენოთ, თუმცა იგი თავისით ქრება 1-2 კვირაში.
სუბკონიუქტივური სისხლდენა შეიძლება ყველანაირი დაზიანების გარეშე განვითარდეს, ან მისი მიზეზი შეიძლება იყოს ძლიერი დაცემინების და დახველების შედეგად გამსკდარი სისხლძარღვიდან სისხლდენა. სუბკონიუქტივური სისხლდენა არ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა.
გამომწვევი მიზეზი
სუბკონიუქტივური სისხლდენის მიზეზი ხშირად უცნობია, თუმცა შემდეგმა მოქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის პატარა სისხლძარღვების გასკდომა:
- ძლიერი დახველება
- ძლიერი დაცემინება
- მძიმე საგნის აწევა
- პირღებინება
ზოგ შემთხვევაში, სუბკონიუქტივური სისხლდენა ვითარდება თვალის დაზიანების დროს:
- თვალის უხეშად მოფხანვა
- თვალის მწვავე ინფექცია
- ტრავმა, მაგალითად უცხო სხეული თვალში
სიმპტომები
კონიუქტივის ყველაზე შესამჩნევი ნიშანია წითელი ლაქა თვალის თეთრ გარსზე (სკლერა).
სუბკონიუქტივური სისხლდენა არ იწვევს მხედველობის ცვილებებს, თვალიდან გამონადენს და ტკივილს. ერთადერთი დისკომფორტი შეიძლება იყოს ქავილის შეგრძნება თვალის ზედაპირზე.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ხშირი სუბკონიუქტივური სისხლდენები.