სუიციდი და სუიციდური ფიქრები
დაავადების აღწერა
სუიციდი, ანუ თავის მოკვლა, არის ტრაგიკული რეაქცია სტრესულ სიტუაციებზე. თუ თქვენ ან თქვენ ნაცნობი სუიციდზე ფიქრობთ, ისწავლეთ სუიციდის გამაფრთხილებელი ნიშნები და დახმარების შესაძლებლობები. თქვენ შეიძლება საკუთარი ან სხვისი სიცოცხლე გადაარჩინოთ.
შეიძლება ფიქრობდეთ, რომ თქვენი პრობლემები მოუგვარებელია და სუიციდი ერთადერთი გამოსავალია, თუმცა დახმარების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ ნელნელა დაიბრუნოთ ცხოვრების ხალისი.
გამომწვევი მიზეზი
სუიციდურ აზრებს ბევრი მიზეზი აქვს. ყველაზე ხშირი მიზეზია იმის შეგრძნება, რომ ცხოვრებისეულ პრობლემბს ვერ გაუმკლავდებით. თუ თქვენ არ გაქვთ მომავლის იმედი, შეიძლება მცდარად მოგეჩვენოთ, რომ სუიციდი გამოსავალია. კრიზისულ სიტუაციაში შეიძლება ლოგიკური აზროვნების უნარი დაკარგოთ და სუიციდი ერთადერთ გამოსავალად მოგეჩვენოთ.
შეიძლება არსებობდეს სუიციდთან გენეტიკური კავშირი.
სიმპტომები
სუიციდზე მიმანიშნებელი ნიშნები და სიმპტომებია:
- სუიციდზე ლაპარაკი – მაგალითად ფრაზები, როგორებიცაა “თავს მოვიკლავ”, “ნეტავ მკვდარი ვიყო” ან “ნეტავ არ დავბადებულიყავი”
- თავის მოკვლის საშუალების მომარაგება, მაგალითად იარაღის ან ბევრი ტაბლეტის შეძენა
- სოციალური კონტაქტისგან თავის არიდება და მარტო ყოფნა
- ხასიათის ხშირი ცვლილებები, მაგალითად ერთი დღე კარგ ხასიათზე ყოფნა, მეორე დღეს კი – ცუდზე.
- მუდმივი ფიქრი სიკვდილზე ან ძალადობაზე
- თავის გამომწყვდეულად და უიმედოდ გრძნობა
- ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ჭარბი გამოყნეება
- ნორმალური რუტინის, მაგალითად ჭამის და ძილის ჩვევების ცვლილება
- რისკიანი და ზიანის მომაყენებელი მოქმედებები, მაგალითად ნარკოტიკების მიღება ან მანქანის რისკიანად ტარება
- პირადი ნივთების გაჩუქება და პირადი საქმეების მოგვარება როდესაც ამის ლოგიკური მიზეზი არ არსებობს
- ხალხთან ისე დამშვიდობება, თითქოს მათ ვეღარ ნახავს
- ხასიათის ცვლილება ან განსაკუთრებით აგრესიულობა და შფოთვა
გამაფრთხილებელი ნიშნები ხშირად შეუმჩნეველი და ყველა ადამიანში განსხვავებულია. ზოგიერთი ადამიანი მათ განძრახვებს ამბობს, სხვები კი საერთოდ არ ახსენებენ მათ სუიციდურ აზრებს.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ხართ სუიციდური, მაგრამ ამწუთას არ აპირებთ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას:
- თხოვეთ დახმარების ხელი მეგობარს რაოდენ რთულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ თქვენს გრძნობებზე ლაპარაკი
- შეეხმიანეთ მღვდელს
- დაურეკეთ სუიციდის ცხელ ხაზს
- დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან ან ფსიქოლოგთან
- სუიციდური აზრები თავისით არ ქრება – მოითხოვეთ დახმარება.