სვიტის სინდრომი

დაავადების აღწერა

სვიტის სინდრომი, აგრეთვე ცნობილი როგორც მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი, არის კანის იშვიათი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის მომატება და კანის მტკივნეული დაზიანებები მხრების, კისრის, სახის და ზურგის არეში.

სვიტის სინდრომის ზუსტი მიზეზი უცნობია. ზოგიერთ ადამიანში მისი გამშვები ფაქტორია ინფექცია, დაავადება ან ზოგიერთი მედიკამენტი. სვიტის სინდრომი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი სიმსივნის დროს.

სვიტის სინდრომის მკურნალობის ძირითადი მეთოდია კორტიკოსტეროიდული აბები, მაგალითად პრედნიზონი. ნიშნები და სიმპტომები ჩვეულებრივ მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ქრება, თუმცა რეციდივები ხშირია.

გამომწვევი მიზეზი

სვიტის სინდრომის მიზეზი შემთხვევათა უმეტესობაში ვერ დგინდება. სვიტის სინდრომი ხანდახან დაკავშირებული სიმსივნესთან, ყველაზე ხშირად ლეიკემიასთან, უფრო იშვიათად კი მკერდის ან მსხვილი ნაწლავის კიბოსთან. სვიტის სინდრომი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს, როგორც მედიკამენტზე საპასუხო რეაქცია. ყველაზე ხშირად იგი ვითარდება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გამზრდელი მედიკამენტის მიღების დროს.

სიმპტომები

სვიტის სინდრომს ახასიათებს წითელი გამონაყრის უეცარი გაჩენა ხელებზე, კისერზე, სახეზე ან ზურგზე, ხშირად ტემპერატურის ან ზემო სასუნთქი გზების ინფექციის შემდეგ. გამონაყარი სწრაფად იზრდება ზომაში და წარმოქმნიან 1 ინჩის დიამეტრის დაჯგუფებებს.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაგიჩნდებათ მკტივნეული, წითელი გამონაყარი, რომელიც ზომაში სწრაფად იზრდება, მიმართეთ ექიმს.