სწორი ნაწლავის კიბო

დაავადების აღწერა

სწორი ნაწლავის კიბო წარმაოდგენს ავთვისებიანი სიმსივნის ფორმას, რომელიც ყალიბდება სწორი ნაწლავის კედლის უჯრედებში. სწორი ნაწლავი მსხვილი ნაწლავის უკანასკნელ ნაწილს წარმოადგენს.

სწორი ნაწლავის კიბო ხშირად შეჰყავთ კოლინჯის კიბოს კატეგორიაში. ერთად მათ კოლორექტალურ კიბოს უწოდებენ.

სწორი ნაწლავის სიმსივნე უმეტესად ყალიბდება სწორი ნაწლავის ამომფენი გარსის კედლებში. სწორი ნაწლავის სიმსივნე, როგორც წესი, პრეკანცერული პოლიპების გადაგვარების შედეგად ყალიბდება.

კოლორექტალური კიბოს დასადგენად ჩატარებული ტესტები ხელს უწყობს სიმსივნის ადრეულ ეტაპებზე აღმოჩენას, როდესაც მისგან სრულიად განკურნებაა შესაძლებელი.

სწორი ნაწლავის კიბოს მკურნალობა, ხშირად, მოიცავს ქირურგიულ ჩარევას სიმსივნის ამოსაკვეთად. სხვა სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია, რიგ შემთხვევებში საჭირო ხდება.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები