სწრაფი ძილის ფაზის აშლილობა

დაავადების აღწერა

სწრაფი ძილის ფაზის აშლილობა წარმოადგენს ძილის აშლილობას, რომლის დროსაც პაციენტი ფიზიკურად განასახიარებს ცოცხალ, ხშირად უსიამოვნო სიზმრებს. განსახიერებაში შედის ხმები და ზედა და ქვედა კიდურების უცაბედი, ხშირად ძალადობრივი მოძრაობები სწრაფი ძილის დროს.

ნორმალურ პირობებში ადამიანი სწრაფი ძილის ფაზაში უმოძრაოა. სწრაფი ძილის ფაზა ღამის განმავლობაში ბევრჯერ მიმდინარეობს. ძილის 20 %-ს ადამიანი სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს. სწრაფი ძილის ფაზის დროს ადამიანი ხედავს სიზმრებს, განსაკუთრებით ძილის მეორე ნახევარში.

სწრაფი ძილის ფაზის აშლილობა, ხშირად, მოულოდნელად ვითარდება. აშლილობის ეპიზოდები შესაძლებელია იყოს როგორც იშვიათი, ასევე განვითარდეს ერთ ღამეში რამოდენიმეჯერ. მდგომარეობა დროთა განმავლობაში შეიძლება დამძიმდეს.

სწრაფი ძილის ფაზის აშლილობა ხშირად უკავშირდება სხვე ნევროლოგიურ მდგომარეობებს, როგორიცაა ლევის სხეულის დემენცია, პარკინსონის დაავადება და მრავლობითი სისტემური ატროფია.

გამომწვევი მიზეზი

სწრაფი ძილის ფაზაში, ნორმალურ პირობებში, ნერვული გზები თავის ტვინში არ აძლევენ კუნთებს მოძრაობის საშუალებას, რის შედეგადაც აღინისნება სხეულის დროებითი პარალიზი. სწრაფი ძილის ფაზის აშლილობის დროს, ეს გზები აღარ მუშაობენ, რაც განაპირობებს პაციენტის მიერ სიზმრების განსახიერებას.

სიმპტომები

სწრაფი ძილის ფაზის აშლილობის დროს, სწრაფი ძილის ფაზაში ზედა და ქვედა კიდურების ნორმალური, დროებითი პარალიზის(ატონია) მაგივრად, პაციენტები განასახიერებენ საკუთარ სიზმრებს.

სწრაფი ძილის ფაზის აშლილობის სიმპტომები:

  • მოძრაობები, როგორიცაა ფეხის კვრა, მუშტის დარტყმა, საწოლზე ხტუნვა და ა.შ. ეს მოძრაობები წარმოადგენენ დინამიურ ან ძალადობრივ სიზმრებზე პასუხს.
  • ხმაური, მაგალითად ლაპარაკი, სიცილი, ყვირილი, ემოციური შეყვირება და უხამსი სიტყვების ძახილი
  • შეტევის ეპიზოდის დროს გაღვიძების შემთხვევაში სიზმრის გახსენების შესაძლებლობა