თავის სინუსური ტკივილები

დაავადების აღწერა

თავის სინუსური ტკივილები წარმოადგენენ თავის ტკივილებს, რომლებიც აღიქმება ,როგორც სინუსების ინფექცია (სინუსიტი). თქვენ შესაძლოა იგრძნოთ ზეწოლა თვალების, ლოყებისა და შუბლის გარშემო. შესაძლოა თავის არეში აღინიშნებოდეს ფეთქვის შეგრძნებაც.

თუმცა პაციენტების უმრავლესობას, ვინც თვლის რომ თავის ტკივილი სინუსიტით არის გამოწვეული, რომელთა შორის ზოგს ეს დიაგნოზი დაუსვეს კიდეც, სინამდვილეში შაკიკი ან დაძაბული ტიპის თავის ტკივილი აღენიშნება.

გამომწვევი მიზეზი

სინუსური თავის ტკივილები, როგორც წესი, უკავშირდება შაკიკს და თავის ტკივილების სხვა ფორმებს.

თავის სინუსური ტკივილები უკავშირდება ტკივილს და ზეწოლის შეგღზნებას სახის და სინუსის არეებში და იწვევს ცხვირის ღრუს სიმპტომებს. ასეთი თავის ტკივილების უმეტესი შემთხვევა არ არის გამოწვეული სინუსური ინფექციებით და არ საჭიროებს ანტიბიოტიკებით მკურნალობას.

სიმპტომები

თავის სინუსური ტკივილების სიმპტომები მიზეზის მიუხედავად შესაძლოა იყოს:

  • ტკივილი ზეწოლა და სისავსის შეგრზნება, ლოყების, წარბების და შუბლის არეში
  • წინ გადახრის ან წოლის პერიოდში ტკივილის გაუარესება
  • ცხვირის დახშობა
  • დაღლილობა
  • ზედა კბილებში ტკივილისმაგვარი შეგრძნება



სინუსიტი თუ შაკიკი?

შაკიკის თავის სინუსურ ტკივილებში არევა ადვილად შესაძლებელია, რადგან ამ ორი მდგომარეობის სიმპტომები ერთმანეთს თანაკვეთს.

წინ გადახრის შემთხვევაში, როგორც სინუსიტის, ასევე შაკიკის დროს ძლიერდება ტკივილი. შაკიკს შესაძლოა თან ახლავდეს ცხვირის ღრუს სხვადასხვ ა სიმპტომები, როგორიცაა დახშობა, ზეწოლა სახის არეში და გამჭვირვალე, თხიერი გამონადენი ცხვირიდან. კვლევებმა აჩვენეს, რომ თავის სინუსური ტკივილების ჩივილით ექიმთან მისული პაციენტების 90 %-ს სინამდვილეში შაკიკი აქვს.

მიუხედავად ამისა, სინუსიტს არ ახასიათებს გულისრევის შეგრძნება და ღებინება, რომელიც მძიმდება ხმაურის ან ნათელი შუქის პირობებში, როგორც შაკიკის დროს.

სინუსიტი, როგორც წესი, ვითარდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ან გაციების შედეგად და ახასიათებს სქელი, ფერშეცვლილი ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან, ყნოსვის დაქვეითება, ტკივილი ერთ-ერთი ლოყის ან ზედა კბილების არეში.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • თავის ტკივილის სიმპტომები ვლინდება 1 თვეში 15 ან მეტი დღის განმავლობაში ან საჭიროებს ხშირ ტკივილგამაყუჩებლებს
  • თქვენ გაქვთ თავის ძლიერი ტკივილი და ურეცეპტოდ გაყიდული ტკივილგამაყუჩებლები არ მოქმედებს
  • თქვენ აცდენთ სკოლასა და სამუშაოს თავის ხშირი ტკივილების გამო ან თავის ტკივილი ხელს გიშლით ყოველდღიურ ნორმალურ საქმიანობაში