თავის ტილი
დაავადების აღწერა
თავის ტილი არის პატარა მწერი, რომელიც იკვებება სისხლით თავის სკალპიდან. თავის ტილით ძირითადად ავადდებიან ბავშვები და ეს გამოწვეულია პარაზიტის ერთი ადამიანის თმიდან მეორე ადამიანის თმაზე გადასვლით.
ტილების გაჩენა არ არის ცუდი ჰიგიენაზე ან უსუფთავო გარემოზე მიმანიშნებელი. ტილები არ არიან ბაქტერიული და ვირუსული ინფექციის გადამტანები.
თავის ტილების სამკურნალოდ არსებობს ბევრი მედიკამენტი. აუცილებელია დანიშნულების ყურადღებით წაკითხვა და დაცვა რათა მოხდეს ტილების და მათი კვერცხების თავიდან მოშორება.
ბევრი ადამიანი მკურნალობს ბუნებრივი მეთოდებით, თუმცა მათი ეფექტურობა კვლევებით არ არის დამტკიცებული.
გამომწვევი მიზეზი
თავის ტილი არის მოყავისფრო მწერი, დაახლოებით მარწყვის თესლის ზომის. იგი იკვევება სკალპიდან გამოწოვილი სისხლით. მდედრი ტილი წარმოქმნის წებოვან ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს კვერცხების თმის ღეროზე მიმაგრებას. კვერცხი მაგრდება დაახლოებით 4 სანტიმეტრზე თმის ღეროდან, რაც წარმოადგენს იდეალურ გარემოს კვერცხის საინკუბაციოდ.
ტილის სასიცოცხლო ციკლი
ტილის კვერცხი იჩეკება 8 ან 9 დღის შემდეგ. ამ დროს კვერცხიდან გამოდის ტილის ჩამოუყალიბებელი ფორმა, მატლი. მატლი ხდება ზრდასრული ტილი 9-12 დღის შემდეგ. ზრდასრული ტილი ცხოვრებს 3-4 კვირა.
გავრცელება
თავის ტილს შეუძლია ცოცვა, მაგრა არა ხტომა და ფრენა. ყველაზე ხშირად ტილი ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის პირდაპირი კონტაქტით. აქედან გამომდინარე, გადადების რისკი დიდია ოჯახში ან ბავშვებში, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ ერთმანეთთან სკოლაში ან თამაშის დროს.
არსებობს მტკიცებულება, რომ სტატიკური დენით თმის დავარცხნის დროს მცირე მანძილზე შეიძლება ჰაერში გავრცელდეს ტკიპები.
არაპირდაპირი გადაცემა იშვიათია, თუმცა ტილები შეიძლება ერთი ადამიანიდან მეორეზე გავრცელდეს შემდეგი ნივთებით:
- ქუდები და შარფები
- სავარცხელი
- თმის აქსესუარები
- ყურასმენები
- ბალიშები
- თეთრეული
- პირსახოცები
არაპირდაპირი გადაცემა შეიძლება აგრეთვე მოხდეს ტანსაცმლის ერთად შენახვით. მაგალითად, ერთსა და იმავე ჩამოსაკიდზე დაკიდებული ქუდები ან შარფები შეიძლება გახდეს ტილის გავრცელების გზა.
სიმპტომები
თქვენ შეიძლება არ იცოდეთ ტილების არსებობის შესახებით, თუმცა ხშიი ნიშნები და სიმპტომებია:
- ქავილი. სკალპის, კისრის და ყურების არეში ქავილი ყველაზე ხშირი სიმპტომია. ეს არის ალერგიული რეაქცია ტილების ნერწყვზე. ტილების პირველად გაჩენის შემთხვევაში ადამიანს შეიძლება 2-6 კვირის განმავლობაში არ აღენიშნებოდეს ქავილი.
- ტილები სკალპზე. ტილები შეიძლება შეამჩნიოთ, თუმცა ხშირად ეს რთულია, რადგან ტილები ზომაში პატარები არიან, არიდებენ თავს სინათლეს და ძალიან სწრაფად მოძრაობენ.
- ტილის კვერცხები თმის ღეროზე. კვერცხები ემაგრება თმის ღერორს. ინკუბაციის პერიოდში კვერცხება რთული შესამჩნევია რადგან ისინი პატარებია და თმის ფერს გვანან. ისინი ყველაზე ადვილი შესამჩნევია ყურების გარშემო და კისრის ხაზზე. ცარიელი კვერცხები უფრო ადვილი შესამჩნევია, რადგან ისინი უფრო ნათელი ფერისაა და სკალპიდან უფრო შორს მდებარეობენ. კვერცხების არსებობა ყოველთვის არ მიუთითებს აქტიურ ინვაზიაზე.
როდის მივმართოთ ექიმს
მკურნალობამდე მიმართეთ ექიმს თუ ეჭვი გაქვთ თქვენ ან თქვენი შვილის თავში ტილების არსებობაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევებში ხდება ბავშვის ტილებზე მკურნალობა როცა სინამდვილეში მას ტილები არ აქვს.
ტილები ყველაზე ხშირად ერევათ შემდეგ მდგომარეობებში:
- მკვდარი ან ცარიელი კვერცხები ძველი ტილების ინვაზიის შედეგად
- ქერტლი
- თმის მოვლის პროდუქტების ნარჩენი
- მკვდარი თმის ქსოვილი თმის ღეროზე
- ფუფხი, ჭუჭყი ან სხვა ნადები
- სხვა პატარა მწერები