თავის ტკივილი ბავშვებში
დაავადების აღწერა
თავის ტკივილი ბავშვებში ხშირია და არ არის საგანგაშო. ზრდასრულების მსგავსად, ბავშვებშიც სხვადასხვა სახის თავის ტკივილი გვხვდება, მაგალითად შაკიკი და დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი.
ზოგ შემთხვევაში, თავის ტკივილი ბავშვებში გამოწვეულია ინფექციით, სტრესით, შფოთვით ან თავის სუსტი ტრავმით. მნიშვნელოვანია ბავშვის თავის ტკივილზე დაკვირვება და გახშირების ან გაუარესების შემთხვევაში ექიმთან მისვლა. ბავშვებში თავის ტკივილის მკურნალო ტკივილგამაყუჩებლებით და ცხოვრების წესის ცვლილებით შეიძლება.
გამომწვევი მიზეზი
ბევრ ფაქტორს შეუძლია გამოიწვიოს ბავშვში თავის ტკივილის განვითარება. ესენია:
- ავადმყოფობა და ინფექცია. ხშირ ავადმყოფოფები, როგორებიცაა გაციება, გრიპი და ყურის და სინუსის ინფექციები, ბავშვებში თავის ტკივილის ხშირი გამომწვევებია. უფრო სერიოზულ ინფექციას, მაგალითად მენინგიტს და ენცეფალიტს, აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილი, თუმცა მათ თან ერთვის სხვა სიმპტომებიც, როგორებიცაა ცხელება და კისრის გაშეშება.
- თავის ტრავმა. შეტაკებებს და დარტყმებს შეუძლიათ თავის ტკივილის გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ თავის ტრავმების უმეტესობა მსუბუქია, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ბავშვი დაეცემა თავზე ან რამე მოხვდება თავში. აგრეთვე მიმართეთ ექიმს, თუ თავის ტრავმის შემდეგ ბავშვის თავის ტკივილი უარესდება.
- ემოციური ფაქტორები. სტრესი და შფოთვა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს თანატოლებთან, მასწავლებლებთან ან მშობლებთან პრობლემემა, დიდ როლს თამაშობს ბავშვების თავის ტკივილის განვითარებაში. დეპრესიულ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ თავის ტკივილი, განსაკუთრებით თუ უჭირთ მოწყენილობისა და მარტოობის გრძნობებში გარკვევა.
- გენეტიკური წინასწარგანწყობა. თავის ტკივილს, განსაკუთრებით შაკიკს, ოჯახური გავრცელება ახასიათებს.
- ზოგიერთი საკვები და სასმელი. ნიტრატები, საჭმლის კონსერვანტი, რომლებიც გვხვდება ძეხვეულობაში და ჰოთდოგებში, იწვევს თავის ტკივილის. აგრეთვე იწვევს თავის ტკივილს საჭმლის დანამატი MSG და გაზიან სასმელში, შოკოლადში, ყავაში და ჩაიში არსებული კოფეინის ჭარბი რაოდენობა.
- პრობლემები ტვინში. იშვიათად, ტვინის სიმსივნე, აბსცესი ან სისხლდენა შეიძლება დააწვეს ტვინის რომელიმე ადგილს და გამოიწვიოს ქრონიკული, გაუარესებადი თავის ტკივილი. ჩვეულებრივ, ასეთ დროს გვხვდება სხვა სიმპტომებიც, მაგალითად მხედველობის პრობლემები, თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა.
სიმპტომები
ბავშვებშის თავის ტკივილის იგივე ტიპები ვითარდება, თუმცა მათი სიმპტომები შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგალითად, შაკიკის დროს ზრდასრულებს ტკივილი დილაობით უჩნდებათ, ბავშვებში კი იგი უფრო ხშირია შუადღეზე. ასე განსხვავებულია ტკივილის ხანგრძლივობაც. ბავშვებში ტკივილი შეიძლება ოთხ საათზე ნაკლები გაგრძელდეს, ზრდასრულებში კი იგი მინიმუმ 4 საათი გრძელდება. ეს განსხვავებები ართულებს თავის ტკივილის ტიპის დადგენას, მითუმეტეს პატარა ბავშვის შემთხვევაში რომელიც ვერ აღწერს სიმპტომებს.
სიმპტომების ნაწილი ხშირად ზოგიერთ კატეგორიაში ჯდება.
შაკიკი
შაკიკს შეუძლია გამოიწვიოს:
- მფეთქავი თავის ტკივილი
- ტკივილი რომელიც დატვირთვის დროს უარესდება
- გულისრევა
- პირღებინება
- მუცლის ტკივილი
- მგრძობიარობა სინათლეზე და ხმაზე
შაკიკი ჩვილებსაც შეიძლება ჰქონდეთ. ბავშვი, რომელიც პატარაა და ვერ ხსნის რა სჭირს, შეიძლება თავს ხელით იჭერდეს ძლიერი ტკივილის გამოსახატად.
დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი
დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილს შეუძლია გამოიწვიოს:
- დაწოლითი დაძაბულობა თავის და კისრის კუნთებში
- სუსტი ან საშუალო, არამფეთქავი ტკივილი თავის ორივე ნაწილში
- ტკივილი რომელიც არ უარესდება ფიზიკური დატვირთვისას
- თავის ტკივილი, რომელსაც შაკიკისგან განსხვავებით არ ახასიათებს გულისრევა და პირღებინება.
- პატარა ბავშვებმა შეიძლება თავი დაანებონ თამაშს და ძილი მოერიოთ. დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი შეიძლება 30 წუთიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს.
კლასტერული თავის ტკივილი
კლასტერული თავის ტკივილი იშვიათია 12 წლამდე ბავშვებში. ისინი ზოგადად:
- ვლინდებიან 5 ან მეტი ეპიზოდის ჯგუფებად, რომელიც შეიძლება იყოს ორ დღეში ერთხელ ან დღეში რვაჯერ
- მოიწავს მწვავე, მჭრელ ტკივილს თავის ერთ ნაწილში, რომელიც 15 წუთიდან 3 საათამდე გრძელდება
- თან ერთვის ცრემლიანობა, ცხვირში გაჭედვა, სურდო ან მოუსვენრობა და აღგზნება
ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი
ექიმები იყენებენ ტერმინ „ქრონიკულ ყოველდღიურ თავის ტკივილს“ იმ შაკიკის და დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილების ასაღწერად, რომლებიც ვითარდებიან თვეში 15-ზე მეტჯერ, 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციით, თავის სუსტი ტრავმით ან ტკივილგამაყუჩებლების ჭარბი მიღებით.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი შვილის თავის ტკივილი:
- აღვიძებს მას ძილში
- უარესდება ან უფრო ხშირი ხდება
- ცვლის ბავშვის ხასიათს
- მოყვა ტრავმას, მაგალითად თავში ჩარტყმას
- თან ახლავს ხანგრძლივი პირღებინება ან მხედველობის ცვლილებები
- თან ახლავს ცხელება და კისრის ტკივილი ან გაშეშება