თავის ტვინის სიმსივნე
დაავადების აღწერა
გამომწვევი მიზეზი
- გლიომები. გლიომა იწყება თავის ტვინში ან ზურგის ტვინში და მოიცავს ასტროციტომებს, ეპენდიმომებს, გლიობლასტომებს, ოლიგოასტროციტომებსა და ოლიგოდენდროგლიომებს.
- მენინგიომები. მენინგიომა იწყება თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ამომფენ მემბრანებში (მენინგებში). მენინგიომების უმრავლესობა კეთილთვისებიანია.
- აკუსტიკური ნეირომა (შვანომა). ეს კეთილთვისებიანი სიმსივნე ვითარდება ბალანსისა და სმენის მაკონტროლირებენ ნერვზე, რომელიც ინფორმაციას შიდა ყურიდან ტვინში გადასცემს.
- ჰიპოფიზის ადენომა. ასეთი ადენომები ძირითადად კეთილთვისებიანია, ვითარდება ჰიპოფიზის ჯირკვალში, თავის ტვინის ფუძესთან. ადენომას შეუძლია ჰიპოფიზის ჰორმონებზე იქონიოს გავლენა, რასაც ეფექტი ექნება მთელი ორგანიზმის ფუნქციაზე.
- მედულობლასტომები. მედულობლასტომა ბავშვებში ყველაზე გავრცელებული თავის ტვინის სიმსივნეა. იგი ტვინის ქვედა ნაწილში იწყება და ზურგის ტვინში ვრცელდება. მედულობლასტომა იშვიათია მოზრდილებში, თუმცა შესაძლოა მაინც წარმოიქმნას.
- პრიმიტიული ნეიროექტოდერმული სიმსივნეები იშვიათი, ავთვისებიანი წარმონაქმნებია, რომლებიც იწყება ემბრიონულ უჯრედებში, თავის ტვინში და გვხვდება ტვინის ნებისმიერ ადგილას.
- ჩანასახოვანი უჯრედების სიმსივნეები. ეს სიმსივნეები შესაძლოა ბავშვობაში საკვერცხის ან სათესლის ადგილას ჩამოყალიბდეს, თუმცა ჩანასახოვანი უჯრედები ზოგჯერ მიგრირებენ ტვინში, სადაც შესაძლოა სიმსივნე წარმოიქმნას.
- კრანიოფარინგიომები. ეს იშვიათი, კეთილთვისებიანი სიმსივნე იწყება ჰიპოფიზის ჯირკვალთან (ჯირკვალი, რომელიც აკონტროლებს სხეულის მრავალ ფუნქციას). ზრდასთან ერთად იგი აწვება ჰიპოფიზის ჯირკვალს და ტვინის სხვა სტრუქტურებს.
- სიმსივნეები, რომლებიც იწყება ორგანიზმის სხვა ნაწილში და ვრცელდება ტვინში
- მეორეული (მეტასტაზური) სიმსივნეები ორგანიზმის სხვა ნაწილში განვითარებული წარმონაქმნის თავის ტვინში გავრცელების (მეტასტაზირების) შედეგია.
- მეორეული (მეტასტაზური) სიმსივნე ხშირად იმ პაციენტში გვხვდება, რომელსაც მანამდე სხვა სიმსივნე ჰქონდა. იშვიათად,თავის ტვინის მეტასტაზი სხვაგან მდებარე სიმსივნის პირველი ნიშანია.
- მეორეული სიმსივნეები ბევრად ხშირად გვხვდება, ვიდრე პირველადი.
- სარძევე ჯირკვლის კიბო
- ნაწლავის კიბო
- თირკმლის კიბო
- ფილტვის კიბო
- მელანომა
სიმპტომები
- თავის ტკივილის დაწყება ან მანამდე არსებული ტკივილის მახასიათებლების შეცვლა
- თავის ტკივილი, რომელიც ნელნელა უარესდება და ხშირად ვითარდება
- აუხსნელი გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
- მხედველობის პრობლემები, როგორიცაა გაორებული ხედვა, დაბინდული ხედვა ან პერიფერიული მხედველობის ველის დაკარგვა
- მოძრაობის ან მგრძნობელობის თანდათანობითი დაკარგვა ხელებში ან ფეხებში
- ბალანსის დაცვის გაძნელება
- მეტყველების პრობლემები
- დაბნევა მარტივ შემთხვევებში
- პიროვნული ან ქცევითი ცვლილებები
- გულყრა, განსაკუთრებით იმ ადამიანში, ვისაც მანამდე არასდროს ჰქონია გულყრები
- სმენის პრობლემები