ტერფის ან კოჭის მოტეხილობა

დაავადების აღწერა

ტერფის ან კოჭის მოტეხილობა ხშირი ტრავმული დაზიანებაა. ტერფის ან კოჭის მოტეხილობის მიზეზი შეიძლება იყოს ავტოავარია, ძირს დავარდნა ან თუნდაც კიბეზე ფეხის დაცდენა. ტერფის ან კოჭის მოტეხილობის სიმძიმე განსხვავებულია სიტუაციის მიხედვით. მოტეხილობა შეიძლება გამოხატული იყოს როგორც პატარა ბზარის სახით, ასევე კანში ამოსული ძვლის სახით.

ტერფის ან კოჭის მოტეხილობის მკურნალობა დამოკიდებულია მის ადგილმდებარეობასა და სიმძიმეზე. ტერფის ან კოჭის სერიოზული მოტეხილობა ხშირად საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაგალითად მოტეხილ ძვალში მეტალის ან სხვა მასალის იმპლანტების, ხრახნების ჩადგმას. ეს პროცედურები შეხორცების და მოშუშების პერიოდში ძვალს ნორმალური პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარებიან.

გამომწვევი მიზეზი

კოჭის ან ტერფის მოტეხილობის ხშირი მიზეზები:

  • საგზაო შემთხვევა. ავტოავარიის დროს მიღებული ტრავმის შედეგად შეიძლება აღინიშნებოდეს მოტეხილობები და საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
  • ძირს დავარდნა. წაქცევის ან სიმაღლიდან ჩამოხტომის შედეგად შესაძლებელია კოჭის ან ტერფის მოტეხვა.
  • სიმძიმისგან გამოწვეული დაზიანება. ტერფზე მძიმე საგნის დაცემა ხშირი მიზეზია მოტეხილობებისა.
  • ფეხის დაცდენა. ზოგჯერ, ფეხის არასწორად დადგმის შედეგად ვითარდება ძვლის მოტეხილობა. ავეჯზე ცერა თითის მირტყმის შედეგად ხშირია მოტეხილობები. კოჭის კადაბრუნებამ შეიძლოა აგრეთვე გამოიწვიოს დაჭიმვა ან ძვლის მოტეხილობა.
  • ჭარბი დატვირთვა. ზეწოლის შედეგად განვითარებული მოტეხილობა ხშირია სიმძიმის მატარებელ ძვლებში კოჭებსა და ტერფებზე. ეს მცირე ზომის ბზარები ხშირად გამოწვეულია განმეორებითი ჭარბი დატვირთვით, როგორიცაა დიდ მანძილზე სირბილი. თუმცა ასეთი ტიპის მოტეხილობები ნორმალური დატვირთვის პირობეშიც შეიძლება განვითარდეს თუ ძვალი დასუსტებულია რაიმე მდგომარეობით, როგორიცაა ოსტეოპოროზი ან ზეწოლის შედეგად განვითრებული მოტეხილობა.

სიმპტომები

თუ თქვენ მოიტეხეთ ტერფი ან კოჭი, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს შემდეგ სიმპტომებს:

  • უცაბედი, მფეთქავი სახის ტკივილი
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფიზიკური აქტივობისას და მსუბუქდება მოსვენეპის პერიოდში
  • შეშუპება
  • ჩალურჯება
  • ტკივილი შეხებაზე
  • დეფორმაცია
  • სიარულის ან სიმძიმის აწევის გაძნელება
  • ფეხსაცმლის ჩაცმა-გახდის პრობლემა

ზოგიერთი ადამიანს ტრავმული დაზიანების დროს ესმის ან გრძნობს ტკაცუნის ხმას და ჰგონია, რომ აქვს მოტეხილობა. თუმცა, ტკაცუნის ხმა ყოველთვის მოტეხილობაზე არ მიუთითებს

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ ტკივილი და შეშუპება გრძელდება ორ-სამ დღეზე მეტ დროს, ან თუ ტკივილი ხელს გიშლით სიარულში.