ტერორის შეტევები ძილის დროს
დაავადების აღწერა
ტერორის შეტევები ძილის დროს წარმაოდგენენ ყვირილის, ინტენსიური შიშისა და ხელ-ფეხის ქნევის ეპიზოდებს ღამის განმავლობაში, ძილის პერიოდში. ტერორის შეტევები ძილის დროს უკავშირდება ძილის დროს სიარულს. ძილის დროს სიარულის მსგავსად, ტერორის შეტევები კლასიფიცირდება, როგორც პარასომნია – არასასურველი შემთხვევა ძილის დროს.
მიუხედავად იმისა, რომ ტერორები ხშირია ბავშვებში, დაავადება ზრდასრულებშიცაა წარმოდგენილი. ეპიზოდი, როგორც წესი, რამოდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში გრძელდება, თუმცა შესაძლოა აღინიშნებოდეს უფრო ხანგრძლივად.
ტერორის შეტევები ძილის დროს იშვიათია და ბავშვების ძალიან დაბალ პროცენტში გვხვდება, ძირითადად, 4-12 წლის ასაკის ბავშვებში. დაავადება, როგორც წესი, სერიოზული არ არის. შეტევები ბავშვების უმეტეს ნაწილში თინეიჯერობის პერიოდში თავისით გაივლის.
იმ შემთხვევაში, თუ ტერორის შეტევები პაციენტს ხელს უშლიან საკმარისი ძილის მიღებაში ან მის უსაფრთხოებას უქმიან პრობლემებს, აუცილებელია სამედიცინო ჩარევა.
გამომწვევი მიზეზი
ძილის დროს ტერორის შეტევებს ბევრი ბაქტორი იწვევს, როგორებიცაა:
- არასაკმარისი ძილი და უკიდურესი დაღლილობა
- სტრესი
- სიცხე (ბავშვებში)
- უჩვეულო, უცნობ გარემოში ძილი
- ხმაური ან სინათლე
- სავსე შარდის ბუშტი
ძილის დროს ტერორის შეტევები, ზოგიერთ შემთხვევაში, უკავშირდება ძილის დამრღვევ სხვა მდგომარეობებს:
- ძილის დროს არასწორი სუნთქვა – დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება არანორმალური სუნთქვის ფორმით ძილის დროს. ასეთი დაავადების ყველაზე ხშირი მაგალითია ობსტრუქციული ძილის აპნოე
- მოუსვენარი ფეხების სინდრომი
- შაკიკი
- თავის ტრავმული დაზიანებები
- ზოგიერთი მედიკამენტი
სიმპტომები
ტერორის შეტევები განსხვავდება კოშმარებისგან. კოშმარის დასიზმრების დროს ადამიანი იღვიძებს და შესაძლოა ახსოვდეს დეტალები, თუმცა ტერორის მქონე პაციენტი მძინარე მდგომარეობაში რჩება.
დილით, როგორც წესი, ბავშვებს არ ახსოვთ რაიმე ეპიზოდების შესახებ. ზრდასრულებს შესაძლოა ახსოვდეთ იმ სიზმრის ფრაგმენტი, რომელიც ტერორის დროს ესიზმრებოდათ. აგრეთვე, კოშმარები, ძირითადად, ღამის მეორე ნახევარში არიან წარმოდგენილი, ხოლო ტერორის შეტევები კი პირველ ნახევარში.
ძილის პერიოდში ტერორის შეტევების დროს პაციენტი შესაძლოა:
- წამოჯდეს საწოლზე
- იყვიროს ან იკივლოს
- მოიქნიოს ფეხი და მუშტები
- ოფლიანობა, მძიმედ სუნთქვა და სწრაფი პულსი
- ძნელად გაღვიძება, გაღვიძების შემთხვევაში დაბნეულობა
- დაშოშმინების უუნარობა
- გაშტერება გაფართოებული თვალებით
- საწოლიდან ადგომა და სახლის გარშემო სირბილი
- აგრესიული ქცევა(ზრდასრულებში)
როდის მივმართოთ ექიმს
ძილის დროს ტერორის იშვიათი შეტევები საშიში არ არის. მიმართეთ ექიმს, თუ ძილის დროს ტერორის შეტევები:
- ხშირდება დროის განმავლობაში
- რეგულარულად არღვევს პაციენტისა და ოჯახის სხვა წევრების ძილს
- აჩენს ბავშვში დაძინების შიშს
- იწვევს საშიშ ქცევას ან ტრავმულ დაზიანებას
- ერთნაირად ვითარდება ყოველ ჯერზე
- არ ქრება თინეიჯერობის წლების შემდეგ ან იწყება ზრდასრულობის ასაკში