თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები
დაავადების აღწერა
თირკმელზედა ჯირკვალი წყვილი ორგანოა, თითოეული მდებარეობს თირკმელის ზემოთ. ჯირკვალი შეიცავს ორი ტიპის ქსოვილს: ქერქსა და მედულას (ტვინოვან შრეს). ქერქის კეთილთვისებიანი სიმსივნეები თირკმელზედა ადენომების სახელითაა ცნობილი, ხოლო ტვინოვანი შრის სიმსივნეებს შორის გვხვდება ფეოქრომოციტომა.
ძირითადად, თირკმელზედა ჯირკვლის ეს სიმსივნეები უსიმპტომოა და მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ ზოგჯერ სიმსივნე წარმოქმნის ჰორმონების დიდ რაოდენობას, რაც იწვევს გართულებებს. ასეთ შემთხვევებში, მკურნალობა მედიკამენტური ან ქირურგიულია.