თირკმლის მწვავე უკმარისობა

დაავადების აღწერა

თირკმლის მწვავე უკმარისობა ვითარდება, როცა თირკმელი უცაბედად კარგავს ფუნქციას, გაფილტროს ცხოველქმედების პროფუქტები სისხლიდან. როცა ასე ხდება, საშიში პროდუქტების კონცენტრაციები სისხლში იმატებს და მისი ქიმიური შემადგენლობა იცვლება.

თირკმლის მწვავე უკმარისობა (თირკმლის მწვავე დაზიანება) სწრაფად ვითარდება, რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. უკმარისობა ყველაზე ხშირად უკვე ჰოსპიტალიზირებულ ან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს ემართებათ.

თირკმლის მწვავე უკმარისობა შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში იყოს და საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას. თუმცა, ეს მდგომარეობა ზოგჯერ შექცევადია. თუ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თირკმლის ფუნქცია შესაძლოა სრულიად აღდგეს.

გამომწვევი მიზეზი

თირკმლის მწვავე უკმარისობა ვითარდება, როცა:

  • გაქვთ დაავადება, რომელიც ანელებს სისხლის დნებას თირკმელებში
  • გქონდათ პირდაპირი დაზიანება თირკმელში
  • დაბლოკილია შარდსაწვეთები (მილი თირკმლიდან შარდის ბუშტამდე) და ვერ გამოიყოფა შარდი
  • სისხლის დინების ცვლილება თირკმელში
  • დაავადებები, რომლებიც იწვევენ სისხლის დინების ცვლილებებს თირკმელში:
  • სისხლის ან სითხის დაკარგვა
  • არტერიული წნევის საკონტროლო მედიკამენტები
  • ინფარქტი
  • გულის დაავადებები
  • ინფექცია
  • ღვიძლის უკმარისობა
  • ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი და ამ ჯგუფის წამლების ზედმეტი გამოყენება
  • მწვავე ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსია
  • მძიმე დამწვრობები
  • მძიმე გაუწყლოება
  • თირკმლის დაზიანება


დაავადებები, რომლებიც იწვევენ თირკმლის პირდაპირ დაზიანებას:

  • სისხლის შედედებები თირკმლის არტერიებსა და ვენებში
  • ქოლესტერინის გროვები სისხლძარღვებში
  • გლომერულონეფრიტი– თირკმლის ფილტრაციის მილაკების ანთება
  • ჰემოლიზურ–ურემიული სინდრომი–დაავადება, რომელიც სისხლის წითელი უჯრედების პათოლოგიურ დაშლასთანაა დაკავშირებული
  • ინფექცია
  • მგლურა–აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს გლომერულონეფრიტს
  • მედიკამენტები, როგორიცაა ქიმიოთერაპიული საშუალებები, ანტიბიოტიკები, რადიოკონტრასტული აგენტები, ზოლედრონის მჟავა (ოსტეოპოროზის სამკურნალოდ) და კალციუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში (ჰიპერკალცემია)
  • მრავლობითი მიელომა, პლაზმის ლიმფოციტების სიმსივნე
  • სკლეროდერმა–იშვიათი დაავადებების ჯგუფი, აზიანებს კანსა და შემაერთებელ ქსოვილებს
  • თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა, სისხლის იშვიათი დაავადება
  • ტოქსინები, როგორიცაა ალკოჰოლი, მძიმე მეტალები და კოკაინი
  • ვასკულიტი, სისხლძარღვების ანთებითი დაავადებები
  • შარდის დინების ბლოკადა


დაავადებები, რომლებიც იწვევენ შარდის დინების ობსტრუქციას:

  • შარდის ბუშტის სიმსივნე
  • სისხლის შედედება საშარდე სისტემაში
  • საშვილოსნოს ყელის კიბო
  • მსხვილი ნაწლავის კიბო
  • გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი
  • კენჭები თირკმელებში
  • შარდის ბუშტის მაკონტროლებელი ნერვების დაზიანება
  • წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნე

სიმპტომები

თირკმლის მწვავე უკმარისობის სიმპტომებია:

  • გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება, თუმცა ზოგჯერ ეს სიმპტომი არ გვხვდება
  • სითხის შეკავება, რომელიც იწვევს შეშუპებას ფეხებში, კოჭებსა და ტერფებში
  • ძილიანობა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • დაღლილობა
  • დაბნეულობა
  • თავბრუსხვევა
  • გულყრა ან კომა მძიმე შემთხვევებში
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • ზოგჯერ თირკმლის მწვავე უკმარისობა არ ვლინდება ნიშნებითა და სიმპტომებით და დგინდება ლაბორატორიული ტესტებით სხვა მიზეზის კვლევის დროს.


როდის მივმართოთ ექიმს

  • დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ უკმარისობის ნიშნები.