თმის ჩაბრუნება

დაავადების აღწერა

თმის ჩაბრუნება ვითარდება, როდესაც გაპარსული ან ამოპუტული თმა კანში ჩაბრუნდება. ეს იწვევს ანთებას, ტკივილს და პატარა ამობურცულობების განვითარებას.

თმის ჩაბრუნება ხშირი მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება თმის მოშორების შედეგად. იგი ყველაზე ხშირია შავკანიან კაცებში, ვინც სახეზე თმას იპარსავენ, თუმცა თმა შეიძლება ჩაუბრუნდეს ნებისმიერ ხუჭუჭთმიან ადამიანს, რომელიც თმას იპარსავს, იპუტავს ან ეპილაციას იკეთებს.

ხშირად თმის ჩაბრუნებას მკურნალობა არ სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ აირიდოთ თმის ჩაბრუნება თმის მოშორებაზე უარის თქმით. თუ აუცილებელია თმის მოშორება, გამოიყენეთ მეთოდები, რომლებსაც თმის ჩაბრუნების ნაკლები რისკი აქვთ.

გამომწვევი მიზეზი

თმის სტრუქტურა და ზრდის მიმართულება დიდ როლს თამაშობს თმის ჩაბრუნებაში. დახვეული თმის ფოლიკულა, რომლისგანაც დახვეული თმა იზრდება, ზრდის რისკს თმის შეჭრის შემდეგ მისი უკან ჩაბრუნების. გადაპარსვა თმის ასეთ ტიპში იწვევს ბასრი კიდეების წარმოქმნას, განსაკუთრებით თუ გადაპარსვის დროს თმა მშრალია.

თმის ჩაბრუნების მიზეზი აგრეთვე შეიძლება იყოს:

  • თმის მოქაჩვა გაპარსვის დროს – ეს გამოიწვევს შეჭრილი თმის კანში ჩასვლას სანამ იგი ზრდა დაიწყებს
  • ამოპუტვა – ამ დროს შეიძლება თმის ნაწილი კანქვეშ დარჩეს



როდესაც თმა ჩაბრუნდება კანში, ვითარდება ანთება რადგან ორგანიზმი მას აღიქვამს, როგორც უცხო სხეულს.

სიმპტომები

თმის ჩაბრუნება ხშირად ხდება მამაკაცებში წვერის არეში, განსაკუთრებით ნიკაპზე, ლოყებზე და ყელზე. თმა აგრეთვე შეიძლება ჩაბრუნდეს თავის არეში გადაპარსვის შემდეგ. ქალებში, თმის ჩაბრუნების ყველაზე ხშირი ადგილებია იღლიები, ბოქვენის არე და ფეხები.

თმის ჩაბრუნების ნიშნები და სიმპტომებია:

  • პატარა, მკვრივი, მრგვალი ამობურცულობები (პაპულები)
  • პატარა, ჩირქით სავსე, წყლულის მსგავსი დაზიანებები (პუსტულები)
  • კანის გამუქება (ჰიპერპიგმენტაცია)
  • ტკივილი
  • ქავილი
  • თმის ჩაჭედვა



როდის მივმართოთ ექიმს

იშვიათად განვითარებული თმის ჩაბრუნება შეშფოთების მიზეზი არ არის. მიმართეთ ექიმს, თუ:

  • თმის ჩაბრუნება ქრონიკულ სახეს მიიღებს. ექიმი დაგეხმარებათ მის მართვაში.
  • ხართ ქალი და თმა ჩაგიბრუნდათ არასასურველ ადგილებში თმის სიჭარბის გამო (ჰირსუტიზმი). თქვენი ექიმი გაარკვევს, არის თუ არა თმის ჭარბი ზრდა მართვადი ჰორმონული პათოლოგიის, მაგალითად საკვერცხის პოლიკისტური სინდრომის გამოწვეული.