თმის ცვენა

დაავადების აღწერა

თმის ცვენა შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ სკალპს ან მთელ სხეულს. იგი შეიძლება განპირობებული იყოს გენეტიკით, ჰორმონული ცვლილებებით, სამედიცინო მდგომარეობებით ან მედიკამენტებით. თმის ცვენა შეიძლება განუვითარდეს კაცსაც, ქალსაც და ბავშვსაც.

სიმელოტე როგორც წესი მოიცავს თმის ჭარბ ცვენას სკალპის არეში. სიმელოტის ყველაზე ხშირი მიეზეზი გენეტიკურად განპირობებული თმის ცვენაა. ზოგი ადამიანი არ ებრძვის და არ მალავს სიმელოტეს, სხვები მას მალავენ თმის ვარცხნილობით, მაკიაჟით, ქუდით ან შარფით, ხოლო სხვები იყენებენ მკურნალობის რომელიმე მეთოდს შემდგომი თვის ცვენის ასარიდებლად და თმის ხელახლა ამოსაყვანად.

სანამ დაიწყებდეთ თმის ცვენის საწინააღმდეგო მკურნალობას, მიმართეთ ექიმს და გაარკვიეთ თმის ცვენის მიზეზი. ეს დაგეხმარებათ მკურნალობის უფრო ეფექტური მეთოდის შერჩევაში.

გამომწვევი მიზეზი

ადამიანთა უმეტესობა დღეში 50-100 თმას კარგავს. ეს ხშირად არ იწვევს თმის შესამჩნევ შეთხელებას რადგან ამ დროს ახალი თმაც იზრდება. თმის ცვენა ვითარდება, როდესაც ეს თმის ცვენის და ზრდის ბალანსი ირღვევა ან როდესაც თმის ფოლიკული ზიანდება და სხვა ქსოვილით იცვლება.

თმის ცვენის ზუსტი მიზეზი დღემდე ამოუხსნელია, თუმცა იგი ხშირად დაკავშირებულია ჩამონათვლიდან ერთ ან მეტ ფაქტორთან:

  • ოჯახური ისტორია (გენეტიკა)
  • ჰორმონული ცვლილებები
  • სამედიცინო მდგომარეობები
  • მედიკამენტები



ოჯახური ისტორია (გენეტიკა)

თმის ცვენის ყველაზე ხშირი მიზეზი არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ანდროგენული ალოპეცია. იგი ვითარდება დროთა განმავლობაში და ერთნაირად – თმის ხაზის შეწევით და კაცებში მელოტი წერტილებით, ქალებში თმის შეთხელებით.

გენეტიკა აგრეთვე განაპირობებს თმის ცვენის დაწყების ასაკს, სიჩქარეს და სიმელოტის დონეს. ანდროგენული ალოპეცია ყველაზე ხშირია კაცებში და შეიძლება გარდატეხის ასაკიდანაც დაიწყოს. ამ დროს შეიძლება შეგვხვდეს როგორც თმის შეთხელება, ასევე მისი მინიატურიზაცია (თმა რბილდება, მაგრდება და მოკლდება).

ჰორმონული ცვლილებები და სამედიცინო მდგომარეობები

ბევრ მდგომარეობას შეუძლია გამოიწიოს თმის ცვენა. მათ შორისაა:

  • ჰორმონული ცვლილებები: ჰორმონულ ცვლილებებს და დისბალანსს შეუძლია დროებითი თმის ცვენია გამოიწვიოს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ფეხმძიმობასთან, მშობიარობასთან ან მენიპაუზის დაწყებასთან. ჰორმონების დონეს აგრეთვე აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვალი, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემება აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა.
  • თმის ბუდობრივი ცვენა. ამ ტიპის თმის ცვენას ეწოდება ალოპეცია არეატა. ეს ხდება, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა უტევს თმის ფოლიკულებს. ამის შედეგად ვითარდება უეცარი თმის ცვენა და კანზე რჩება გლუვი, მრგვალი მელოტი ადგილები.
  • სკალპის ინფექციები. ინფექციებს, მაგალითად მკრეჭელ ლიქენს, შეუძლია შეიჭრას თმაში და სკალპის კანში და გამოიწვიოს აქერცლილი კერები და თმის ცვენა. ინფექციის მკურნალობის შედეგად თმა ძირითადად ისევ იზრდება.
  • კანის სხვა პათოლოგიები. დაავადებები, რომლებიც ასოცირებულია თმის ცვენასთან შეიძლება დაკავშირებული იყო დაზიანებულ არეში თმის მუდმივ დაკარგვასთან. ასეთ მდგომარეობებს მიეკუთვნება ბრტყელი ლიქენი, მგლურას ზოგიერთი ფორმა და სარკოიდოზი.
  • თმის ამოგლეჯვის აშლილობა. ამ მდგომარეობას ეწოდება ტრიქოტილომანია და ვლინდება სკალპის, წარბების ან სხეულის ნებისმიერი არიდან თმის ამოგლეჯვის დაუოკებელი სურვილით.



მედიკამენტები

თმის ცვენა შეიძლება გამოიწვიოს კიბოს, ართრიტის, დეპრესიის, გულის პრობლემების, სისხლის მაღალი წნევის და ჩასახვის საწინააღმდეგო წამლებმა. ვიტამინი A ჭარბ რაოდენბას აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა.

თმის ცვენის სხვა მიზეზები

თმის ცვენა აგრეთვე შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • რადიაციული თერაპია თავზე. თმა შეიძლება ძველებურივით აღარ გაიზარდოს.
  • გამშვები მოვლენის შემდეგ. ბევრ ადამიანს აღენიშნება თმის ზოგადი ცვენა ემოციური ან ფიზიკური შოკიდან რამდენიმე თვის შემდეგ. თმის ცვენის ეს ტიპი დროებითია. გამშვებ მოვლენებს მიეკუთვნება უეცარი ან ჭარბი წონაში მატება, მაღალი ტემპერატურა, ოპერაცია ან ახლობლის სიკვდილი.
  • თმის ზოგიერთი ვარცხილობა და მკურნალობა. თმის ზედმეტ ან ისეთ ვარცხნილობას, რომელიც იწვევს თმების დაჭიმვას, შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა. თმაზე ცხელი ზეთის დადებას ან ქიმიურ დახვევას აგრეთვე შეუძლია თმის ცვენის გამოწვევა. თუ თმის ფოლიკული შეუქცევადად დაზიანდება, თმის ცვენა სამუდამო იქნება.

სიმპტომები

თმის ცვენა შეიძლება სხვადასხვა გზებით გამოვლინდეს, რაც დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. იგი შეიძლება განვითარდეს უეცრად ან დროთა განმავლობაში და მხოლოდ სკალპზე ან მთელ სხეულზე. თმის ცვენის ზოგი სახე დროებითია, ხოლო სხვები – სამუდამო.

თმის ცვენის ნიშნები და სიმპტომებია:

  • თავზე თმის დროთა განმავლობაში შეთხელება. ეს თმის ცვენის ყველაზე ხშირი ტიპია, რომელიც გვხვდება ნებისმიერი ასაკის კაცებში და ქალებში. კაცებში, თმის ცვენა ხშირად იწყებენ შუბლიდან და აქვს ასო M ფორმა. ქალები ხშირად ინარჩუნებენ თმას შუბლის არეში, თუმცა მათი თმის გაყოფის ადგილები ფართოვდება.
  • მრგვალი ან არაერთგვარი მელოტი წერტილები. ზოგ ადამიანს აღენიშნება გლუვი, მონეტის ზომის მელოტი წერტილები. თმის ცვენის ეს ტიპი ყველაზე ხშირად გვხვდება სკალპზე, თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება შეგვხვდეს წვერზე და წარბებზე. ზოგ შემთხვევაში თმის ცვენამდე შეიძლება აღინიშნოს კანის ქავილი ან მტკივნეულობა.
  • თმის უეცარი მოშვება. ფიზიკურ და ემოციურ შოკს შეუძლია გამოიწვიოს თმების მოშვება. ამ დროს თმის დავარცხნის, დაბანის ან გადაწევის შემდეგაც კი დიდი რაოდენობით თმა ცვივა. თმის ცვენის ამ ტიპის დროს ჩვეულებრივ გვხვდება გაფანტული თმის ცვენა და არა მელოტი წერტილები.
  • თმის ცვენა მთელ სხეულზე. ზოგ მდგომარეობას და მკურნალობის მეთოდს, მაგალითად კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიას, შეუძლია გამოიწვიოს თმის გაცვენა მთელ სხეულზე. ეს თმები ჩვეულებრივ უკან ამოდის.
  • აქერცლის კერები მთელ სკალპზე. ეს შეიძლება მკრეჭელი ლიქენის ნიშანი იყოს. მას შეიძლება თან ერთვოდეს თმის გადატეხვა, სიწითლე, შესიება და ხანდახან გამონადენი.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენი შვილი შეწუხდით თმის ცვენით და გინდათ მკურნალობის დაწყება. აგრეთვე მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ უეცარ ან კეროვან თმის ცვენას, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ თმის ვარცხნისას ან დაბანისას. თმის უეცარი გაცვენა შეიძლება რაიმე დაავადების ნიშანი იყოს, რომელიც მკურნალობას მოითხოვს.