ტოქსოპლაზმოზი

დაავადების აღწერა

ტოქსოპლაზმოზი არის დაავადება, რომელიც ვითარდება პარაზიტ ტოქსოპლაზმა გონდით ინფექციის შედეგად. ტოქსოპლაზმა გონდი ერთ-ერთი ყველაზე გავრცებეული პარაზიტია.

ტოქსოპლაზმოზმა შეიძლება გამოიწვიოს გრიპის მსგავსი სიმპტომები, თუმცა ინფიცირებულთა უმეტესობას არ უვითარდენა ნიშნები და სიმპტომები. ტოქსოპლაზმოზმა შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს დაინფიცირებული დედის ჩვილებში და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.

ჯანმრთელ ადამიანებს როგორც წესი არ სჭირდებათ მკურნალობა. თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა, ზოგიერთი მედიკამენტები დაგეხმარებათ ინფექციის სიმწვავის დაქვეითებაში. საუკეთესო თავდაცვა პრევენციაა.

გამომწვევი მიზეზი

ტოქსოპლაზმა გონდი (T.Gondii) არის ერთუჯრედიანი პარაზიტი, რომელსაც შეუძლია ცხოველების და ფრინველების უმეტესობის დაინფიცირება. მას გამრავლება მხოლოდ კატებში და კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში შეუძლია, რის გამოც ისინი მისი საბოლოო მასპინძლები არიან.

ადამიანის ტ.გონდით დაინფიცირებისას პარაზიტი ცისტებს წარმოქმნის სხეულის ნებისმიერ ნაწილში, უფრო ხშირად ტვინში, კუნთებში და გულში.

ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტემა ახერხებს პარაზიტის განეიტრალებას. ისინი რჩებიან ორგანიზმში არააქტიურ სტადიაში, რაც ხელს უწყობს სამუდამო იმუნიტეტის განვითარებას. დაავადების ან მედიკამენტის გამო რეზისტენტობის დაქვეითებისას ინფექცია შეიძლება ხელახლა გააქტიურდეს და გამოიწვიოს სერიოზული გართულებები.

ტოქსოპლაზმოზი ვრცელდება:

  • პარაზიტის შემცვლელ კატის განავლთან კონტაქტით. თქვენს ორგანიზმში პარაზიტები შეიძლება მოხვდნენ ეზოში მუშაობისას და ნებისმიერ კატის განავლით დაბინძურებულ საგანთან შეხებისას. ტოქსოპლაზმა გონდი ყველაზე ხშირად გვხვდება მონადირე კატებში და კატებში, რომელსბაც უმ ხორცს აჭმევენ.
  • დაბინძურებული წყლის ან საჭმლის მიღება. ტოქსოპლაზმის არსებობს ყველაზე დიდი შანსია ცხვრის, ღორის და ირმის ხორცში. იშვიათად, პარაზიტს შეიძლება შეიცავდეს არაპასტერიზებული რძის პროდუქტი. ტოქსოპლაზმით დაბინძურებული წყალი იშვიათია ა.შ.შ-ში
  • დაბინძურებული დანის, საჭრელის ან სხვა ხელსაწყოს გამოყენება. პარაზიტი შეილება უმი ხორციდან გადავიდეს სამზარეულოს ხელსაწყოებზე, რის გამოც აუცილებელია მათი ცხელ, საპნიან წყალში გარეცხვა.
  • გაურეცხავი ხილის და ბოსტნეულის ჭამა. ხილისა და ბოსტნეულის ზედაპირი შეიძლება შეიცავდეს პარაზიტს. უსაფრთოებისთვის გარეცხეთ ყველა პროდუქტი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც უმად იჭმევა.
  • დაინფიცირებული ორგანოს გადანერგვა ან სისხლის გადასხმა. იშვიათად, ტოქსოპლაზმოზი შეიძლება გავრცელდეს ორგანოს ტრანსპლანტაციით ან სისხლის გადასხმით.

სიმპტომები

თუ თქვენ ჯანმრთელი ხართ, დიდი ალბათობით ვერ გაიგებთ, რომ ტოქსოპლაზმოზი გაქვთ. ზოგიერთ ადამიანში ჩნდება გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის:

  • სხეულის ტკივილი
  • ლიმფური კვანძების შესიება
  • თავის ტკივილი
  • ტემპერატურის მომატება
  • დაღლილობა



დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში

თუ გაქვთ აივ/შიდსი, იტარებთ ქიმიოტერაპიას ან უახლოეს წარსულში გაგიკეთდათ ორგანოს ტრანსპლანტაცია, შეიძლება გაგიაქტიურდეთ ტოქსოპლაზმური ინფექცია. ამ შემთხვევაში უფრო დიდი შანსია მწვავე ინფექციის ნიშნებისა და სიმპტომების გაჩენის, რომლებიცაა:

  • თავის ტკივილი
  • დაბნეულობა
  • კოორდინაციის დარღვევა
  • ყულრები
  • ფილტვის პრობლემები, რომლებიც შეიძლება ჰგავდნენ ტუბერკულოზს და პნევმოცისტურ პნევმონიას, რომელიც ხშირი ოპორტუნისტული ინფექციაა შიდსის მქონე ადამიანებში.
  • მხედველობის დაბინდვა, რაც გამოწვეულია ბადურას მწვავე ანთებით (ოკულარული ტოქსოპლაზმოზი)



ბავშვებში

თუ პირველად დაინფიცირდებით ორსულობამდე ან მის განმავლობაში, თქვენ შეიძლება ინფექცია გადასცეთ ნაყოფს (თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი). ამ დროს შეიძლება არ გქონდეთ ნიშნები და სიმპტომები.

ნაყოფის ტოქსოპლაზმოზით ინფიცირების ყველაზე დიდი რისკია მესამე ტრიმესტრში, ყველაზე ნაკლები კი პირველ ტრიმესტრში. მეორეს მხრივ, ორსულობისას რაც უფრო ადრე განვითარდება ინფექცია, მით უფრო მძიმე იქნება გამოსავალი ნაყოფისთვის.

ადრეული ინფექციების უმეტესობა მკვდრადშობადობით ან მუცლის მოშლით მთავრდება. ცოცხლად დაბადებულ ბავშვებს დიდი ალბათობით შემდეგი პრობლემები ექნებათ:

  • გულყრები
  • გადიდებული ღვიძლი და ელენთა
  • კანისა და სკლერის გაყვითება (სიყვითლე)
  • თვალის მწვავე ინფექციები



ტოქსოპლაზმოზის მქონე ბავშვების მცირე ნაწილს უვლინდება სიმპტომები დაბადებისთანავე. ხშირად ნიშნები და სიმპტომები (სმენის დაქვეითება, გონებრივი პრობლემები, თვალის მწვავე ინფექციები) მოზარდობის ასაკიდან ჩნდება.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ აივ/შიდსი, ფიქრობთ დაფეხმძიმებაზე ან ხართ ფეხმძიმედ, მიმართეთ ექიმს.

მწვავე ტოქსოპლაზმოსის ნიშნები და სიმპტომები (მხედველობის დაბინდვა, დაბნეულობა, კოორდინაციის დაკარგვა) მოითხოვს სასწრაფო დახმარებას, განსაკუთრებით დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.