ტრიქომონიაზი

დაავადების აღწერა

ტრიქომონიაზი არის სქესობრივად გადამდები ინფექცია, რომელსაც პარაზიტი იწვევს. ქალებში ტრიქომონიაზი იწვევს საშოდან უსიამოვნო სუნის გამონადენს, ქავილს და მტკივნეულ შარდვას. კაცებში ტრიქომონიაზს არ აქვს სიმპტომები. ტრიქომონიაზის მქონე ფეხმძიმე ქალებს ნაადრევი მშობიარობის გაზრდილი რისკი აქვთ.

ტრიქომონიაზის გამომწვევი ორგანიზმით ხელახალი ინფიცირების თავიდან ასარიდებლად საჭიროა ორივე პარტნიორის მკურნალობა. ტრიქომონიაზის მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდია მეტრონიდაზოლის ერთი დიდი დოზის მიღება. თქვენ შეგიძლიათ ინფექციის რისკი შეამციროთ კონდომების გამოყენებით.

გამომწვევი მიზეზი

ტრიქომონიაზს იწვევს ერთუჯრედიანი პროტოზოა. იგი არის პატარა პარაზიტი, რომელიც ვრცელდება სქესობრივი კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი პარაზიტის ორგანიზმში მოხვედრასა და ინფექციის განვითარებას შორის უცნობია, თუმცა მიიჩნევა, რომ იგი 5-დან 28 დღემდეა.

სიმპტომები

ბევრ ტრიქომონიაზის მქონე კაცს და ქალს არ აქვთ სიმპტომები, განსაკუთრებით დასაწყისში. ტრიქონომიაზის ნიშნები და სიმპტომები ქალებში არის:

  • ჭარბი და უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი საშოდან, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ნაცრისფერი, ყვითელი ან მწვანე
  • გენიტალური სიწითლე, წვის შეგრძნება ან ქავილი
  • ტკივილი შარდვის და სქესობრივი კონტაქტის დროს



ტრიქომონიაზი იშვიათად იწვევს სიმპტომებს კაცებში. როდესაც კაცებს აქვთ ნიშნები და სიმპტომები, ესენია:

  • გაღიზიანება პენისის შიგნით
  • წვის შეგრძნება შარდვის და ეაკულაციის შემდეგ
  • გამონადენი პენისიდან



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ უსიამოვნო სუნის გამონადენი საშოდან ან გაქვთ ტკივილი შარდვის ან სქესობრივი კონტაქტის დროს.