ტრიქოტილომანია
დაავადების აღწერა
ტრიქოტილომანია არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს თმის ამოგლეჯვის დაუოკებელი სურვილი. ადამიანი თმას შეიძლება თავიდან, წარბებიდან ან სხეულის სხვა ნაწილებიდან იგლიჯავდეს.
თმის სკალპიდან ამოგლეჯვა ტოვებს მელოტ ადგილებს, რომლებიც დიდ ემოციურ სტრესს უქმნის ადამიანს და ხელს უშლის მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტრიქოტილომანიის მქონე ადამიანები მრავალ ღონეს მიმართავენ ამოგლეჯილი თმის დასამალად.
ზოგიერთ ადამიანში, ტრიქოტილომანია შეიძლება მსუბუქი და მართვადი იყოს. სხვებში, თმის ამოგლჯევის სურვილი ძალიან ძლიერია. არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომლებიც ბევრ ადამიანს დახმარება თმის ამოგლეჯვის შემცირებაში და შეწყვეტაში.
გამომწვევი მიზეზი
ტრიქოტილომანიის მიზეზი უცნობია. სხვა კომპლექსური აშლილობების მსგავსად, ტრიქოტილომანიის მიზეზიც ალბათ გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთობლიობაა. ტვინის ნეიროტრანსმიტერების, სეროტონინის და დოფამინის პათოლოგიები აგრეთვე შეიძლება როლს თამაშობდნენ ტრიქოტილომანიის განვითარებაში.
სიმპტომები
ტრიქოტილომანიის ნიშნები და სიმპტომებია:
- თმის ხშირი ამოგლეჯვა, განსაკუთრებით სკალპიდან, წარბებიდან და წამწამებიდან.
- ზეწოლის შეგრძნება თმის ამოგლეჯვამდე ან სურვილის შეწინააღმდეგებისას
- სიამოვნების ან შვების შეგრძნება თმის ამოგლეჯვის შემდეგ
- თმის დამოკლება, შეთხელება ან გაცვენა სკალპზე და სხეულის სხვა ნაწილებში; წამწამების და წარბების გაიშვიათება ან გაქრობა
- ზოგიერთი ტიპის თმისთვის უპირატესობის მინიჭება; თმის ამოგლეჯვის რიტუალები
- ამოგლეჯილი თმის ჭამა, დაღეჭვა ან კბეჩა
- ამოგლეჯილი თმით თამაში
ტრიქოტილომანიის მქონე ადამიანები ხშირად აგრეთვე იღიზიანებენ კანს, იჭამენ ფრჩხილებს და იჭამენ ტუჩებს. ტრიქოტილომანიის ნიშანი შეიძლება იყოს შინაური ცხოველებიდან ან სათამაშოებიდან თმის ამოგლეჯვა. ტრიქოტილომანიის მქონე ადამიანების უმეტესობა თმებს მარტო ყოფნისას იგლეჯენ და ცდილობენ აშლილობის დამალვას.
ტრიქოტილომანიის მქონე ადამიანებში თმის ამოგლეჯვა შეიძლება იყოს:
- გამიზნული. ზოგიერთი ადამიანი ძალით იგლეჯს თმას სტრესის ან დაძაბულობის დროს. ზოგიერთ ადამიანს უვითარდება თმის ამოგლეჯვის რიტუალები, მაგალითად შესაბამისი თმის პოვნა ან ამოგლეჯილი თმის ჭამა.
- ავტომატური. ზოგიერთი ადამიანი თმას იგლეჯს ტელევიზორის ყურების დროს ან კითხვის დროს ისე, რომ არ იციან ამის შესახებ.
ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება იგლეჯდეს თმას როგორც გამიზნულად, ასევე ავტომატურად, რაც დამოკიდებულია სიტუაციაზე და განწყობაზე. ზოგიერთი პოზიცია ან რიტუალი, მაგალითად თავის ხელებზე დადება და თმის დავარცხნა შეიძლება აძლიერებდეს თმის ამოგლეჯვის სურვილს.
ტრიქოტილომანია არის ქრონიკული აშლილობა. მკურნალობის გარეშე სიმპტომების სიმწვავე ცვალებადია. მაგალითისთვის, მენსტრუაციის დროს ჰორმონულმა ცვლილებემა შეიძლება გააუარესოს სიმპტომები ქალებში. ზოგიერთ ადამიანში მკურნალობის გარეშე სიმპტომები შეიძლება ჩნდებოდეს და ქრებოდეს კვირების, თვეების და წლების განმავლობაში. იშვიათად, თმის ამოგლეჯვა წყდება დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში.