თრომბოციტოზი
დაავადების აღწერა
თრომბოციტოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი წარმოქმნის ჭარბი რაოდენობით თრომბიციტებს. თრომბოციტები მონაწილეობენ სისხლის შედედებაში. თუ მდგომარეობა გამოწვეულია სხვა დაავადებით, მაგალითად ინფექციით, მას რეაქტიული თრომბოციტოზი ანუ მეორადი თრომბოციტემია ეწოდება.
იშვიათად, თრომბოციტოზი შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ან ძვლის ტვინის დაავადებამ. როდესაც იგი გამოწვეულია ძვლის ტვინის დაავადებით, მას ეწოდება პირველადი (ავტონომიური, ესენციური) თრომბოციტოზი ან ესენციური თრომბოციტემია.
ექიმმა შეიძლება თრომბოციტოზი აღმოაჩინოს სისხლის საერთო ანალიზის შედეგად. თუ სისხლის ანალიზი გიჩვენებთ თრომბოციტოზს, მნიშვნელოვანია დადგენა რეაქტიულია თრომბოციტოზი თუ ესენციური, რომლის დროსაც უფრო დიდი რისკია თრომბების წარმოქმნის.
გამომწვევი მიზეზი
ძვლის ტვინი (ღრუბლისებური ქსოვილი ძვლებში) შეიცავს ღეროვან უჯრედებს, რომლებიც შეიძლება გახდნენ ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები. თრომბოციტები სისხლდენის დროს ერთმანეთს ეკვრიან და წარმოქმნიან თრომბს. თრომბოციტების ნორმალური რაოდენობა არის სისხლის ერთ მიკროლიტრში 150 ათასიდან 450 ათასამდე.
თუ გაქვთ ძვლის ტვინის პათოლოგიით გამოწვეული თრომბოციტოზი(ესენციური თრომბოციტემია), თქვენ ძვლის ტვინის ჭარბად წარმოქმნის თრომბოციტების წინამორბედ უჯრედებს, მეგაკარიოციტებს. ესენციური თრომბოციტემიის დროს გაცილებით დიდია თრომბის წარმოქმნის და სისხლდენის გართულების რისკი. მაშასადამე, თუ ანალიზი გიჩვენებთ თრომბოციტების მომატებულ რაოდენობას, მნიშვნელოვანია ექიმმა მალევე დაადგინოს თრომბოციტოზი ესენციურია თუ რეაქტიული.
რეაქტიული თრომბოციტოზის გამომწვევი მიზეზებია:
- მწვავე სისხლდენა ან სისხლის დაკარგვა
- ალერგიული რეაქციები
- სიმსივნე
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ან სხვა თირკმლის პათოლოგია
- ვარჯიში
- ინფარქტი
- კორონარული არტერიის შუნტი
- ინფექციები, მათ შორის ტუბერკულოზი
- რკინის დეფიციტი
- ვიტამინების დეფიციტი
- ელენთის ამოკვეთა
ჰემოლიზური ანემია არის ანემიის ფორმა, რომლის დროსაც ორგანიზმი ანადგურებს ერითროციტებს იმაზე სწრაფად, ვიდრე ხდება მათი აღდგენა. ამის ხშირი მიზეზია სისხლის ზოგიერთი დაავადება და აუტოიმუნური პათოლოგიები.
- ანთება, მაგალითად რევმატოიდული ართრიტის, ცელიაკიის, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების და ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს
- მძიმე ოპერაცია
- პანკრეატიტი
- ტრავმა
- დამწვრობა
- ვარჯიში
მედიკამენტები, რომელბიც იწვევენ რეაქტიულ თრომბოციტოზს:
- ეპინეფრინი
- ტრეტინოინი
- ვინკრისტინის სულფატი
- ჰეპარინ ნატრიუმი
სიმპტომები
რეაქტიული თრომბოციტოზი იშვიათად იწვევს სიმპტომებს. უფრო ხშირად ნიშნები და სიმპტომები გამომწვევ დაავადებასთანაა დაკავშირებული. თუ რეაქტიული თრომბოციტოზის დროს სიმპტომები ვითარდება, ესენია:
- თავის ტკივილი
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება
- მკერდის ტკივილი
- სისუსტე
- გულის წასვლა
- მხედველობის დროებითი ცვლილებები
- მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელებში და ფეხებში
როდის მივმართოთ ექიმს
იმის გამო, რომ თრომბოციტოზი ხშირად არ იწვევს სიმპტომებს, იგი შეიძლება აღმოაჩინოთ მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზის შედეგებით. თუ ანალიზის პასუხები გიჩვენებთ თრომბოციტების მომატებულ რაოდენობას, ექიმი შეეცდება მისი მიზეზის დადგენას.