თვალების დაძაბულობა
დაავადების აღწერა
თვალების დაძაბულობა ვითარდება თვალების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად მათი გადაღლით, მაგალითად მანქანის დიდი დროით ტარეპის შემთხვევაში, ან კომპიუტერთან მუშაობის დროს.
თვალების დაძაბულობა შემაწუხებელია, თუმცა არ არის სერიოზული პრობლემა და თვალების დასვენებასთან ერთად გაივლის. ზოგიერთ შემთხვევაში, თვალის დაძაბულობის სიმპტომები მიუთითებს სერიოზულ დაავადებაზე, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ შეგეძლებათ შეცვალოთ სამუშაოს ის ყველა ფაქტორი, რომელიც იწვევს თვალის დაძაბულობს, არსებობს კონკრეტული ზომები თვალის დაძაბულობის შესამცირებლად.
გამომწვევი მიზეზი
თვალის დაძაბულობის ძირითადი მიზეზები:
- კომპიუტერის და სხვა ელექტრონული ხელსაწყოების ხანგრძლივად გამოყენება
- ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კითხვა
- სხვა საქმიანობები, რომლებიც მოითხოვენ თვალების ხანგრძლივ ფოკუსირებასა და კონცენტრაციას, მაგალითად ტრანსპორტის ტარების შემთხვევაში
- კაშკაშა სინათლეზე გასვლა
- სიბნელის პირობებში თვალების დაძაბვა სხეულების გასარჩევად
- თვალების დაძაბულობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია კომპიუტერის ხანგრძლივად გამოყენება. კომპიუტერით გამოწვეულ თვალის დაძაბულობას აძლიერებს თვალის კუნთების დისბალანსი ან მხედველობის პრობლემების გმოუსწორებლობა.
სიმპტომები
თვალის დაძაბულობის სიმპტომები:
- ქავილი, წვის შეგრძნება, გადაღლილობა და ტკივილი თვალების არეში
- თვალების ჭარბი ცრემლიანობა
- თვალების სიმშრალე
- ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობა
- თავის ტკივილი
- კისრის ტკივილი
- ზურგის ტკივილი
- მხრის ტკივილი
- გაძლიერებული მგრძნობელობა სინათლეზე
- ფოკუსირების პრობლემები
ასეთი სიმპტომების გამოწვევა კომპიუტერის ან ციფრული სხვა ხელსაწყოების ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ სახლის პირობებსი მიღებული ზომები ვერ შველის სიმპტომებს, მიმართეთ ექიმს. მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ აღინიშნება მუდმივი სიმპტომები:
- თვალის დისკომფორტი
- მხედველობის საგრძნობი ცვლილებები
- გაორებული მხედველობის არე
- თავის ტკივილი