თვალის მელანომა
დაავადების აღწერა
მელანომა კიბოს ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ყალიბდება მელანინის წარმომქმნელ უჯრედებში. მელანინი არის პიგმენტი, რომელიც კანს თავის შეფერილობას აძლევს. თვალებში აგრეთვე არსებობს მელანინის წარმომქმნელი უჯრედები, რომლებშიც შესაძლოა განვითარდეს მელანომა.
თვალის მელანომების უმეტესი ნაწილი ყალიბდება ისეთ წერტილში, რომელსაც სარკეში ჩახედვისას ვერ ვხედავთ. ეს ართულებს მელანომის აღმოჩენას. ამასთან ერთად, მელანომა არ იწვევს ადრეულ სიმპტომებს.
თვალის მელანომის მკურნალობა შესაძლებელია. თვალის მცირე ზომის მელანომის მკურნალობა არ იწვევს მხედველობასთან დაკავშირებულ გავრთულებებს. თუმცა დიდი ზომის მელანომის მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის ნაწილის დაკარგვა
გამომწვევი მიზეზი
უცნობია, თუ რა იწვევს თვალის მელანომას. ექიმებმა იციან, რომ მელანომა ყალიბდება მაშინ, როდესაც თვალის ჯანმრთელი უჯრედების დნმ-ში ვითარდება მუტაცია. ეს მუტაცია იწვევს უჯრედების უკონტროლო ზრდასა და გამრავლებას. არანორმალურ უჯრედებს არ ახასიათებთ კვდომა. მუტირებული უჯრედები გროვდებიან თვალში და აყალიბებენ მელანომას.
სად ვითარდება თვალის მელანომა
თვალის მელანომა ძირითადად ყალიბდება თვალის სისხლძარღვოვანი გარსის უჯრედებში. თვალის სისხლძარღვოვანი გარსი მოთავსებულია ბადურასა და თვალის თეთრ ნაწილს(სკლერა) შორის. თვალის მელანომა შესაძლოა განვითარდეს სისხლძარღვოვანი გარსის როგორც წინა, ასევე უკანა ნაწილებში.
თვალის მელანომა შესაძლოა ჩამოყალიბდეს აგრეთვე თვალის წინა ნაწილის ყველაზე გარეთა შრეში(კონიუნქტივა), რომელიც გარს აკრავს თვალის კაკალსა და ქუთუთოებს. თუმცა ასეთი ტიპის სიმსივნეები იშვიათია.
სიმპტომები
თვალის მელამომა, ზოგიერთ შემთხვევაში, არ იწვევს სიმპტომებს. თუმცა სიმპტომები შეიძლება იყოს:
- მზარდი, მუქი ლაქა თვალის ფერად გარსზე
- მანათობელი შუქების აღქმა
- თვალის გუგის ფორმის ცვლილება თვალის ცენტრში
- ცუდი ან ბუნდოვანი მხედველობა ერთ თვალში
- პერიფერიული მხედველობის დაკარგვა
- შეგრძნება, რომ მხედველობის არეში არიან ლაქები
როდის მივმართოთ ექიმს
საგანგაშო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან. მხედველობის არეში უცაბედი ცვლილებები სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს