თვალის როზაცეა

დაავადების აღწერა

თვალის როზაცეა წარმოადგენას ანთებას, რომელიც იწვევს სიწითლეს, წვის შეგრძნებასა და ქავილს თვალების არეში. ეს მდგომარეობა ყალიბდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ როზაცეა – კანის დაავადება, რომელიც ზემოქმედებს სახეზე. ზოგიერთ შემთხვევაში, თვალიზ როზაცეა არის პირველი ნიშანი დაავადებისა და მხოლოდ ანთება მხოლოდ შემდგომ გადადის სახეზე.

თვალის როზაცეა, უმეტესად, ზემოქმედებს 30-50 წლის ასაკის ზრდასრულებზე. ეს დაავადება ყალიბდება იმ ადამიანებში, რომლებიც ადვილად წითლდებიან.

სიმპტომების საკონტროლოდ არსებობს მედიკამენტური სამედიცინო ჩარევა. თუმცა თვალების როზაცეა უკურნებელია. რემისიის შემდგომ დაავადებას შებრუნება ახასიათებს.

გამომწვევი მიზეზი

თვალის, ისევე როგორც კანის როზაცეას გამომწვევი ზუსტი მიზეზები უნცობია. თუმცა დაავადება შესაძლოა იყოს რომელიმე შემდეგი ფაქტორის მიერ გამოწვეული:

  • მეკვიდრეობა
  • გარემო ფაქტორები
  • ბაქტერიული ინფექცია
  • ჯირკვლების დახშობა ქუთუთოებში
  • ტკიპები წამწამებში


როზაცეას რამოდენიმე ფაქტორი ამძიმებს. ასეთი ფაქტორებია:

  • ცხელი ან ცხარე საკვები და სასმელი
  • ალკოჰოლი
  • მზის სინათლე, ქარი ან ტემპერატურის უკიდურესი მაჩვენებლები
  • ზოგიერთი ემოცია, როგორიცაა სტრესი, ბრაზი და უხერხულობის შეგრზნება
  • ძლიერი ფიზიკური დატვირთვა
  • ცხელი აბაზანები და საუნები
  • ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიცაა კორტიზონის კრემები და წამლები, რომლებიც აფართოვებენ სისხლძარღვებს

სიმპტომები

თვალის როზაცეას სიმპტომები, შესაძლოა, წინ უსწრებდეს კანის როზაცეას სიმპტომებს, განვითარდეს იმავე დროს, ან შემდგომ განმარტოებით. თვალის როზაცეას სიმპტომები:

  • თვალების სიმშრალე
  • წვის შეგრძნება თვალებში
  • ქავილი თვალის არეში
  • ხახუნი ან შეგრძნება, რომ თვალში ან თვალებში რაიმე უცხო სხეულია
  • გაბუნდოვანებული მხედველობა
  • სინათლის მიმართ მგრძნობელობა (ფოტოფობია)
  • სიწითლე
  • სარკეში ჩახედვის დროს თვალსაჩინოდ გაგანიერებული სისხლძარღვები თვალის თეთრ ნაწილზე
  • წითელი, შესიებული ქუთუთოები
  • ცრემლდენა


თვალის როზაციის სიმპტომების სიმძიმე ყოველთვის არ ემთხვევა კანის როზაციის სიმპტომების სიმძიმეს

როდის მივმართოთ ექიმს

დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ თქვენ აღგენიშნებათ თვალის როზაცეას სიმპტომები, როგორიცაა თვალების სიმშრალე, წვის შეგრძნება ან ქავილი თვალების არეში, სიწითლე და გაბუნდოვანებული ხედვა.

თუ თქვენ დაგისვეს კანის როზაცეას დიაგნოზი, ჰკითხეთ ექიმს, უნდა ჩაიტაროთ თ უარა თვალის პერიოდული გამოკვლევა.