ტვინის შერყევა
დაავადების აღწერა
ტვინის შერყევა თავის ტვინის ტრავმული დაზიანებაა, რომელიც აქვეითებს მის ფუნქციებს. ფუნქციის დაქვეითება, ძირითადად, დროებითია, თუმცა მას შესაძლოა თან ახლდეს თავის ტკივილი, კონცენტრაციის, მეხსიერების, წონასწორობის და კოორდინაციის პრობლემები.
მიუხედავად იმისა, რომ ტვინის შერყევები ძირითადად თავზე დარტყმითი დაზიანებების შედეგია, მდგომარეობა აგრეთვე ვითარდება სხეულის ზედა ნაწილისა და თავის ძლიერი შერხევით. ამ დაზიანებებმა შესაძლოა გამოიწვიონ ცნობიერების დაკარგვა, თუმცა ეს იშვიათია. სწორედ ამიტომ ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ტვინის შერყევა აქვთ.
ტვინის შერყევა ხშირია, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც კონტაქტურ სპორტებში იღებენ მონაწილეობას, როგორიცაა ფეხბურთი. ტვინის შერყევის ნებისმიერი ფორმა თავის ტვინს გარკვეულ დონეზე აზიანებს. ასეთი დაზიანება საჭიროებს სათანადო დროსა და დასვენებას მოსაშუშებლად. თავის ტვინის შერყევის შემთხვევათა უმრავლესობა არ არის სერიოზული. პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა სრულად უმჯობესდება.
გამომწვევი მიზეზი
თავის ტვინს ჟელატინისმაგვარი კონსისტენცია აქვს. იგი ყოველდღიური დარტყმებისგან და დაზიანებებისგან თავს იცავს ბუნებრივი საპოხი ნივთიერებით, თავზურგტვინის სითხით, რომელიც მოთავსებულია თავის ქალის შიგნით. თავის, კისრის ან სხეულის ზედა ნნაწილის ძლიერი დარტყმითი დაზიანებების შემდეგ თავის ტვინი შესაძლოა გაცურდეს უკან და წინ მკვეთრად, შედეგად იგი ეჯახება თავის ქალის შიდა მხარეს არსებულ კედლებს.
თავის უცაბედი აქსელერაცია ან შეჩერება, რომელცი გამოწვეულია მაგალითად ავტოავარიის ან თვის ძლიერად რხევის შედეგად, აგრეთვე იწვევს თავის ტვინის დაზიანებას.
ასეთი დაზიანებები ზემოქმედებს თავის ტვინის ფუნქციებზე, ძირითადად ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში და იწვევს ტვინის შერყევის სიმპტომებს.
თავის ტვინის ამ ფორმის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა ტვინის გარშემო. ასეთი შემთხვევები იწვევენ სიმპტომებს, როგორიცაა ძილიანობა და დაბნეულობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს იმავე მომენტში ან შემდგომ.
თავის ტვინში ასეთი ტიპის სისხლდენა შესაძლოა ფატალური აღმოცნდეს. თავის ტრავმული დაზიანების შემდგომ აუცილებელია თავის ტვინის სასწრაფო მონიტორინგი და გადაუდებელი დახმარება სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში.
სიმპტომები
ტვინის შერყევის სიმპტომები შესაძლოა მიმდინარეობდნენ შეუმჩნევლად. სიმპტომები შესაძლოა გაგრძელდეს დღეები, კვირები და ხანდახან უფრო მეტიც.
ტვინის შეერყევის ძირითადი სიმპტომებია თავის ტკივილი, მეხსიერების დაკარგვა(ამნეზია) და დაბნეულობა. ამნეზიას, რომელსაც შესაძლოა მოყვეს ცნობიერების დაკარგვა, ხშირად თან ახლავს მეხსიერების დაქვეითება ან შერყევის გამომწვევი ფაქტის დავიწყება
ტვინის შერყევის სიმპტომები:
- თავის ტკივილი ან წნევის შეგრძნება თავის არეში
- ცნოვიერების დროებითი დაკარგვა
- დაბნეულობა
- ამნეზია, რომლის დროსაც პაციენტს ავიწყდება მომხდარი შემთხვევა
- თავბრუსხვევა ან კაშკაშა სხეულების მოჩვენება მხედველობის არეში
- ზარის ხმა ყურებში
- გულისრევის შეგრძნება
- ღებინება
- გაურკვეველი ლაპარკი
- დაგვიანებული პასუხები შეკითხვაზე
- განცვიფრებულის იერი
- დაღლილობა
ტვინის შერყევის ზოგიერთი სიმპტომი შესაძლოა განვითარდეს სწრაფად, თუმცა მათი გამოვლინება ზოგჯერ საათების ან დღეების შემდეგ ხდება. ასეთი სიმპტომებია:
- მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემები
- პიროვნების შეცვლა და ადვილად გაღიზიანებადობა
- მგრძნობელობის მომატება სინათლეზე და ხმაურზე
- ძილის პრობლემები
- ფქისოლოგიური პრობლემები და დეპრესია
- ყნოსვისა და გემოვნების პრობლემები
სიმპტომები ბავშვებში
თავის დაზიანება ხშირია ბავშვებში. თუმცა შერყევის იდენტიფიცირება ახალშობილებში რთულია, რადგან მათ მდგომარეობის აღწერა უჭირს. ტვინის შერყევის არავერბალური ნიშნები:
- გაოცებულის იერი
- ინდიფერენტულობა და ადვილად დაღლილობა
- გაღიზიანებადობა და ბუზღუნი
- წონასწორობის კარგვა და არასტაბილური სიარული
- ჭარბი ტირილი
- ძილის და კვების რეჟიმის დარღვევა
- საყვარელი სათამაშოებისადმი ინტერესის კარგვა
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს 1-2 დღის შემდეგ, თუ:
- თქვენ ბავშვს აღენიშნება თავის ტრავმული დაზიანება, იმ შემთხვევაშიც თუ სასწრაფო დახმარება არ არის საჭირო
- ძალიან მცირე დაზიანების შემთხვევის გარდა სხვა გარემოებებში თავის ტრავმის დროს რეკომენდირებულია ექიმთან კონტაქტი
- თუ თქვენს შვილს არ აღენიშნება თავის ტრავმული დაზიანების სერიოზული სიმპტომები, აქვს ნორმალური რეაქციები, მოძრაობს ნორმალურად, მდგომარეობა მსუბუქია და არ საჭიროებს შემდგომ სამედიცინო ჩარევას. ამ შემთხვევაში, ბავშვს შესაძლოა გაუხშირდეს თვლება და ეს საგანგაშო არ არის. მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ ბავშვს განუვითარდა საგანგაშო ნიშნები.
მითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ პაციენტმა გადაიტანა თავის ტრავმული დაზიანება და აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:
- განმეორებითი ღებინება
- ცნობიერების დაკარგვა, რომელიც გრძელდებოდა 30 წამზე მეტ ხანს
- თვის ტკივილი, რომელიც დროთა განმავლობაში უარესდება
- ქცევის ცვლილებები, მაგალითად ადვილად გაღიზიანებადობა
- ფიზიკური კოორდინაციის ცვლილებები, როგორიცაა ხშირი წაბორძიკება და სიტლანქე
- დაბნეულობა და დეზორიენტაცია, მაგალითად ადამიანების ან ადგილების ვერცნობა
- გაურკვეველი ლაპარაკი ან გამოთმის ცვლილებები
სხვა სიმპტომები:
- ეპილეფსიური ტიპის შეტევები
- მხედველობის ან თვალის პრობლემები, მაგალითად ნორმალურზე დიდი ზომის გუგები ან არასიმეტრიული ზომის გუგები
- მუდმივი ან განმეორებითი ხასიათის თავბრუსხვევა
- გონებრივი ფუნქციების და ფიზიკური კოორდინაციის თვალსაჩინო პრობლემები
- სიმპტომები, რომლებიც უარესდება დროთა განამვლობაში
- თავის ძლიერი ტრავმული დაზიანებები, რომლებიც არ მოიცავენ შუბლს ბავშვებში, განსაკუთრებით კი 12 თვემდე ახალშობილებში
ათლეტები
ტვინის შერყევის სიმპტომების განმავლობაში აკრძალულია სპორტული აქტივობების განახლება..
ექიმები მიიჩნევენ, რომ ათლეტები არ უნდა დაუბრუნდნენ სპორტულ საქმიანობას იქამდე, სანამ თავის ტრავმული დაზიანების შემდგომ არ მოხდება მდგომარეობის შემოწმება პროფესიონალის მიერ. ბავშვები და მოზარდები აუცილებლად უნდა იყვნენ შემოწმებული პროფესიონალი პედიატრების მიერ, რომელთა პროფილიც მოიცავს თავის ტვინის შერყევების განხრას.
ექსპერტები მოზრდილებს, ბავშვებსა და ათლეტებს ურჩევენ არ განაახლონ სპორტული აქტივობა თავის ტვინის დაზიანების შემთხვევის დღეს.