ტვინის ტრავმული დაზიანება

დაავადების აღწერა

ტვინის ტრავმული დაზიანება ვითარდება, როდესაც გარეგანი მექანიკური ზემოქმედება იწვევს ტვინის დისფუნქციას.

ტვინის ტრავმული დაზიანება ყველაზე ხშირად გამოწვეულია თავში რაიმე საგნის ჩარტყმით. ტვინის ტრავმული დაზიანება აგრეთვე შეიძლება განვითარდის ტვინის გამჭოლი დაზიანებისას, მაგალითად ტყვიით ან ქალას ნატეხით.

ტვინის მსუბუქმა დაზიანებამ შეიძლება ტვინის უჯრედების დროებითი დისფუნქცია გამოიწვიოს. უფრო სერიოზულმა დაზიანებამ შეიზლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევა, ქსოვილების გაგლეჯა, სისხლდება და ტვინის სხვა ფიზიკური დაზიანება, რომელმაც შეიძლება სერიოზული გართულებები და სიკვდილი გამოიწვიოს.

გამომწვევი მიზეზი

ტვინის ტრავმული დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს თავის არეში რაიმე საგნის ჩარტყმამ ან სხვა დაზიანებამ. დაზიანების სიმძიმე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.

დაზიანება შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე ფაქტორს:

  • ტვინის უჯრედების დაზიანება შეიძლება შემოფარგლული იყოს მხოლოდ ტრავმის მიყენების არით.
  • მწვავე ჩარტყმას შეუძლია გამოიწვიოს დაზიანების მრავალი კერა, რადგან ტვინი ქალას შიგნით მოძრაობს
  • ძლიერ ბიძგს შეუძლია გამოიწვიოს უჯრედული სტრუქტურების გაგლეჯა.
  • აფეთქებას შეუძლია გამოიწვიოს გავრცელებული დაზიანება.
  • ტვინის გამჭოლ დაზიანებას შეუძლია გამოიწვიოს უჯრედების, სისხლძაღვების და ტვინის მფარავი გარსების მწვავე, შეუქცევადი დაზიანება.
  • ტვინში სისხლდენას, შეშუპებას და თრომბებს შეუძლია ხელი შეუშალოს ტვინის ჟანგბადით კვებას.



ტვინის ტრავმული დაზიანება ხშირად შემდეგი მიზეზით ვითარდება:

  • დავარდნა. ლოგინიდან გადმოვარდნა, აბაზანაში დავარდნა, კიბეებზე დავარდნა, კიბიდან გადმოვარდნა და მსგავსი შემთხვევები ხშირად იწვევენ ტვინის ტრავმულ დაზიანებას, განსაკუთრებით ხანშიშესულებში და ბავშვებში.
  • ავტოავარიები. ავტოავარიები ხშირი მიზეზია ტვინის ტრავმული დაზიანების.
  • ძალადობა. ტვინის ტრავმული დაზიანებების 20% გამოწვეულია ძალადობით, მაგალითად ცეცხლსასროლი ჭრილობით და ოჯახური ძალადობით. ბავშვის რხევის სინდრომი არის ტვინის ტრავმული დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ბავშვი უხეში შერხევის გამო ტვინის უჯრდების დაზიანებით.
  • სპორტული ტრავმები. ტვინის ტრავმული დაზიანება შეიძლება განვითარდეს მრავალი სპორტის გამო, მათ შორის ფეხბურთი, ფოქსი, ამერიკული ფეხბურთი, ბეისბოლი, ლაკროსი, სკეიტბორდინგი, ჰოკეი და ა.შ.
  • აფეთქებები და სხვა ტრავმები. აფეთქებება ტვინის ტრავმული დაზიანების ხშირი მიზეზია ჯარისკაცებში. დაზიანების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ტვინზე ტალღების ზემოქმედება იწვევს მის ფუნქციის დარღვევას.

სიმპტომები

ტვინის ტრავმულ დაზიანებას შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ეფექტების ფართო სპექტრი. ზოგიერთი ნიშანი და სიმპტომი ჩნდება ტრავმული მოვლენისთანავე, სხვები კი დღეების და კვირების შემდეგ.

ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანება

ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანების ნიშნები და სიმპტომებია:

ფიზიკური სიმპტომები

  • გონების დაკარგვა რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში
  • დაბნეულობა და დეზორიენტაცია გონების დაკარგვის გარეშე
  • თავის ტკივილი
  • გულისრევა ან პირღებინება
  • დაღლილობა ან მიძინებულობა
  • ძილის გაძნელება
  • ჩვეულებრივზე ხანგრძივად ძილი
  • თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა



სენსორული სიმპტომები

  • სენსორული პრობლემები, მაგალითად მხედველობის დაბინდვა, ყურებში ხმაური, უსიამოვნო სუნი პირში ან ყნოსვის პრობლემები
  • მგრძნობელობის მომატება სინათლისადმი და ხმაურისადმი



კოგნიტიური და მენტალური სიმპტომები

  • მეხსიერების ან კონცენტრაციის დარღვევა
  • ხასიათის ცვლილება ან ხასიათის ხშირი ცვლილებები
  • დეპრესია და შფოთვა



ტვინის საშუალო და მძიმე ტრავმული დაზიანება

ტვინის საშუალო და მძიმე ტრავმული დაზიანების დროს მსუბუქი დაზიანების სიმპტომებთან ერთად პირველ საათებში ან დღეებში ვითარდება შემდეგი სიმპტომები:

ფიზიკური სიმპტომები 

  • გონების დაკარგვა რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში
  • მუდმივი თავის ტკივილი
  • განმეორებითი პირღებინება ან გულისრევა
  • კონვულსიები ან გულყრები
  • ერთი ან ორივე გუგუს გაფართჴება
  • ცხვირიდან ან ყურიდან გამჭირვალე გამონადენი
  • ძილიდან გაღვიძების შეუძლებლობა
  • ხელის და ფეხის თითების სისუსტე და მგრძნობელობის დაკარგვა
  • კოორდინაციის დარღვევა



კოგნიტიური და მენტალური სიმპტომები

  • დაბნეულობა
  • გაღიზიანებულობა, აგრესიულობა ან სხვა უცნაური ქცევა
  • გაურკვეველი მეტყველება
  • კომა და ცნობიერების სხვა დარღვევები



სიმპტომები ბავშვებში

ჩვილებმა და პატარა ბავშვებმა შეიძლება ვერ გადმოსცენ თავის ტკივილი, სენსორული პრობლემები, დაბნეულობა და სხვა სმგავსი სიმპტომები. ტვინის დაზიანების დროს ბავშვს შეიძლება შეამჩნიოთ:

  • კვების ან ძუძუთი კვების დარღვევა
  • ხანგრძლივი ტირილი და დამშვიდების გაძნეება
  • უჩვეულო გაღიზიანებულობა
  • ყურადღების დეფიციტი
  • ძილის ცვლილებები
  • მოწყენილი ან დეპრესიული განწყობა
  • საყვარელი სათამაშოს და აქტივობების ინტერესის დაკარგვა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს რამე მოხვდება თავში და შეამჩნევთ ქცევით ცვლილებებს. სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ ბავშვს თავის ნებისმიერი ტრავმის შემდეგ გაუჩნდება თავის ტრავმული დზიანების ნიშნები და სიმპტომები.

ტერმინები “მსუბუქი”, “საშუალო” და “მძიმე” დაზიანება გამოიყენება ტრავმის ტვინზე ეფექტის დასახასიათებლად. ეს არ ნიშნავს, რომ ტვინის მსუბუქი დაზიანება არ მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.