ტყვიით მოწამვლა

დაავადების აღწერა

ტყვიით მოწამვლა ვითარდება, როცა ტყვია გროვდება სხეულში, თვეებისა და წლების განმავლობაში. მცირე რაოდენობით ტყვიაც კი შესაძლოა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მიზეზი გახდეს. ბავშვები 6 წლამდე, განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან. მათი მენტალური და ფიზიკური განვითარება შესაძლოა შეფერხდეს ტყვიის გამო. მაღალი დოზებით, ტყვიით მოწამვლა სასიკვდილოა.

ტყვიაზე დაფუძნებული საღებავები და ტყვიით დაბინძურებული ძველი შენობები ბავშვების მოწამვლის ხშირი მიზეზებია. სხვა წყაროებია ჰაერის დაბინძურება და ტყვიის ნიადაგსა და წყალში არსებობა. მოზრდილები, რომლებიც ხშირად ეხებიან ბატარიებს, მუშაობენ სამშენებლო ბიზნესში ან მანქანების შეკეთებაში, ასევე შესაძლოა გაზრდილი რისკის წინაშე იდგნენ.

ტყვიით მოწამვლის მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა მცირე პრევენციული ნაბიჯების გადადგმა დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს ოჯახს.

გამომწვევი მიზეზი

ტყვია მეტალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება დედამიწის ქერქში. გათხრების, საწვავის მოპოვებისა და სხვადასხვა ქარხნული მშენებლობების შედეგად, ტყვია გავრცელებულია. ტყვია ადრე საღებავისა და საწვავის შემადგენელი ნივთიერება იყო. იგი ახლაც გამოიყენება ბატარიებში, მილებში, თიხის ნივთებში, სახურავებსა და ზოგიერთ კოსმეტიკურ საშუალებაში.

ტყვია საღებავში

ტყვიაზე დაფუძნებული საღებავების გამოყენება სახლში, ბავშვების სათამაშოების შესაღებად ან ავეჯის რესტავრაციის დროს, აიკრძალა 1978 წელს. ამის მიუხედავად, ასეთი საღებავი ძველი შენობების კედლებზე კვლავ შემორჩენილია. ბავშვებში, მოწამვლის მიზეზი სწორედ ეს საღებავია.

წყლის მილები და იმპორტირებული კონსერვები

მილები, რომლებიც შეიცავენ ტყვიას, გამოყოფენ მეტალს წყალში. ტყვია ასევე გვხვდება კონსერვის ქილებშიც. კონსერვის ქილებში ტყვიის გამოყენება აკრძალულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგრამ სხვა ქვეყნებში კვლავ იწარმოება ტყვიით დაბინძურებული კონსერვი.

სხვა წყაროები

ტყვია ზოგჯერ შესაძლოა აღმოჩნდეს:

  • ნიადაგში. ტყვიის ნაწილაკები, რომლებიც საწვავიდან ან საღებავიდან ნიადაგში გავრცელდება, შესაძლოა წლობით დარჩეს. ტყვიით დაბინძურებულ ნიადაგი ახლაც მნიშვნელოვანი პრობლემაა ზოგიერთ ქალაქში. ნიადაგი, რომელიც ძველი შენობების ირგვლივაა, ხშირად შეიცავს ტყვიას.
  • წყალი. წყლის მილები, რომლებიც ტყვიას შეიცავენ, შესაძლოა გახდეს სასმელი წყლის ტყვიით დაბინძურების მიზეზი.
  • საყოფაცხოვრებო მტვერი. მტვერი შესაძლოა შეიცავდეს ტყვიას საღებავის ან გარედან შემოტანილი დაბინძურებული ნიადაგის გამო.
  • თიხის ნივთები. ზოგიერთი კერამიკული ნივთი ან ფაიფური შეიცავს ტყვიას და შესაძლოა დაბინძურდეს საკვებიც.
  • სათამაშოები. ტყვია ზოგჯერ შედის სათამაშოების და სხვა პროდუქტების შემადგენლობაში.
  • ტრადიციული კოსმეტიკა. ზოგიერთი ფირმის ტრადიციული კოსმეტიკის (მაგ. თვალის ფანქარი) შემადგენლობაში აღმოჩენილია ტყვია.

სიმპტომები

თავდაპირველად, ტყვიით მოწამვლა რთული სადიაგნოსტიკოა, ადამიანი ამ დროს შესაძლოა ჯანმრთელად გრძნობდეს თავს, მაგრამ ტყვიის დიდი რაოდენობა ჰქონდეს სისხლში. ნიშნები და სიმპტომები არ ვითარდება, სანამ საშიში დონეები არ მიიღწევა.

ტყვიით მოწამვლის ნიშნები ბავშვებში

ბავშვებში, ტყვიით მოწამვლის ნიშნებია:

  • განვითარების შეფერხება
  • დასწავლის პრობლემები
  • გაღიზიანებადობა
  • უმადობა
  • წონის დაკლება
  • მოუქნელობა, დაღლილობა
  • მუცლის ტკივილი
  • ღებინება
  • ყაბზობა
  • სმენის დაქვეითება



ტყვიით მოწამვლის ნიშნები ახალშობილებში

დაბადებამდე ტყვიით მოწამვლის შემდეგ, სიმპტომებია:

  • დასწავლის პრობლემები
  • შეფერხებული ზრდა



ტყვიით მოწამვლის სიმპტომები მოზრდილებში

ბავშვები მოწამვლის მაღალი რისკ–ჯგუფია, თუმცა ტყვიით მოწამვლა საშიშია მოზრდილებისთვისაც. ნიშნები და სიმპტომებია:

  • მაღალი არტერიული წნევა
  • მუცლის ტკივილი
  • ყაბზობა
  • სახსრის ტკივილი
  • კუნთის ტკივილი
  • მენტალური ფუნქციის გაუარესება
  • ტკივილი, დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება კიდურებში
  • თავის ტკივილი
  • მეხსიერების პრობლემები
  • განწყობის პრობლემები
  • სპერმატოზოიდების შემცირებული რიცხვი, პათოლოგიური სპერმა
  • მკვდრადშობადობა ან ნაადრევი მშობიარობა ფეხმძიმე ქალებში