უვეიტი

დაავადების აღწერა

უვეიტი არის თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება.

უვეიტის გამაფრთხილებელი ნიშნები უეცრად ჩნდება და მალევე უარსდება. ესენია თვალების სიწითლე, ტკივილი და მხედველობის დაბინდვა. ანთება შეიძლება განვითარდეს ერთ ან ორივე თვალში. უვეიტი ხშირად ვითარდება 20-50 წლის ადამიანებში, თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ბავშვებში.

უვეიტის შესაძლო მიზეზებია ინფექცია, ტრავმა და აუტოიმუნური ან ანთებითი დაავადება. ხშირად მიზეზის დადგენა ვერ ხრხდება.

უვეიტმა შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს. ადრეული დიაგნოზირება და მკურნალობა მნიშვნელოვანია გართულებების თავიდან ასარიდებლად.

გამომწვევი მიზეზი

შემთხვევათა დაახლოებით ნახევარში, უვეიტის მიზეზი ვერ დგინდება. როდესაც მიზეზი დგინდება, იგი შეიძლება იყოს:

  • თვალის ტრავმა ან ოპერაცია
  • აუტოიმუნური პათოლოგია, მაგალითად სარკოიდოზი ან მაანკილოზებელი სპონდილიტი
  • ანთებითი პათოლოგია, მაგალითად კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი
  • ინფექცია, მაგალითად კატის ნაჩხაპნის დაავაება, ჰერპეზ ზოსტერი, სიფილისი, ტოქსოპლაზმოზი, ტუბერკულოზი, ლაიმის დაავადება ან დასავლეთ ნილოსის ვირუსი
  • სიმსივნე, რომელიც აზიანებს თვალს, მაგალითად ლიმფომა

სიმპტომები

უვეიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • თვალის სიწითლე
  • თვალის ტკივილი
  • სინათისადმი მომატებული მგრძნობელობა
  • მხედველობის დაბინდვა
  • მუქი, მოფარფატე წერტილები მხედველობის არეში
  • მხედველობის გაუარესება



სიმპტომები შეიძლება უეცრად გაჩნდეს და მალევე გაუარესდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ისინი დროთა განმავლობაში ჩნდება. უვეიტის დროს შეიძლება დაზიანდეს ერთი ან ორივე თვალი.

თვალის სისხლძარღვოვანი გარსი თვალის კედლის შუა გარსია. იგი შედგება ფერადი გარსისგან, წამწამოვანი სხეულისგან და თვით სისხლძარღვოვანი გარსისგან (ქოროიდი). ქოროიდი მოთავსებულია ბადურასა და სკლერას შორის. ბადურა მდებარეობს თვალის შიგნითა კედელზე, სკლერა კი თვალის კაკლის გარეთა ნაწილზე. სისხლძარღვოვანი გარსი სისხლით ამარაგების ბადურას ღრმა ფენებს. უვეიტის ფორმა დამოკიდებულია იმაზე, თუ თვალის რომელი ნაწილის ანთებაა: 

  • ირიტი (წინა უვეიტი) აზიანებს თვალის წინა ნაწილს და ყველაზე ხშირი ფორმაა.
  • ციკლიტი (შუა უვეიტი) აზიანებს წამწამოვან სხეულს
  • ქოროიდიტი და რეტინიტი (უკანა უვეიტი) აზიანებს თვალის უკანა ნაწილს.
  • გაფანტული უვეიტი (პანუვეიტი) ვითარდება, როდესაც სისხლძარღვოვანი გარსის ყველა ფენაშია ანთება.

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის დროს შეიძლება განვითარდეს თვალის მინისებრი სხეულის ანთება და მიზი ანთებითი უჯრედებით ინფილტრაცია.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ უვეიტის გამაფრთხილებელი ნიშნები. მან შეიძლება გადაგამისამართოთ ოფთალმოლოგთან. თუ გაქვთ თვალის ძლიერი ტკივილი და მხედველობის უეცარი გაუარესება, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება,