ვარდისფერი პიტირიაზი
დაავადების აღწერა
ვარდისფერი პიტირიაზი წარმოადგენს გამონაყარს, რომელიც თავს იჩენს, როგორც დიდი ზომის წრიული ან ოვალური ლაქა მკერდის , მუცლის ან ზურგის არეში. ეს ლაქა შესაძლოა 10 სანტიმეტრის სიგრძეს აღწევდეს.
თავდაპირველ, დიდი ზომის ლაქას, როგორც წესი, მოჰყვება მცირე ზომის ლაქები, რმოლებიც სხეულის ცენტრალური ნაწილიდან გაიფანტებიან და წააგავენ ფიჭვის ხის ჩამოშვებულ ტოტებს.
ვარდისფერი პიტირიაზი ნებისმიერი ასაკის პაციენტებში გვხვდება, თუმცა ყველაზე ხშირია 10-35 წლის ასაკში. მდგომარეობა, ძირითადად, თავისით შუშდება 10 კვირის განმავლობაში. დაავადება იწვევს ქავილს. მკურნალობმა შესაზლოა შეამსუბუქოს სიმპტომები.
გამომწვევი მიზეზი
ვარდისფერი პიტირიაზის ზუსტი გამომწვევი მიზეზი ექიმებისათვის უცნობია. ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ გამონაყარი შესაძლოა გამოწვეული იყოს ვირუსული ინფექციით, კერძოდ კი ჰერპეს ვირუსის ზოგიერთი ფორმით. თუმცა დაავადება არ უკავშირდება ტუჩებზე ბუშტუკების გამომწვევი ჰერპესის ფორმას. მიჩნეულია, რომ ვარდისფერი პიტირიაზი გადამდები არ არის.
სიმპტომები
ვარდისფერი პიტირიაზი თავს იჩენს, როგორც დიდი ზომის, ოდნავ წამოწეული, ქერცვლადი ლაქა ზურგის, მკერდის ან მუცლის არეში. თავდაპირველი ლაქის აღმოცენებამდე პაციენტები განიცდიან თავისა და ყელის ტკივილს, დაღლილობას ან სიცხეს.
თავდაპირველი ლაქის გამოჩენიდან რამოდენიმე დღის ან კვირის შემდგომ პაციენტს შესაძლოა გამოუვლინდეს მცირე ზომის, ქერცვლადი ლაქები ზურგის, მკერდისა და მუცლის არეებში. გამონაყარი იწვევს ქავილს, რომელიც შესაზლოა იყოს ძლიერი.
როდის მივმართოთ ექიმს
მუდმივი გამონაყარის ჩამოყალიბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.