ვარიკოცელე

დაავადების აღწერა

ვარიკოცელე არის სათესლე პარკში არსებული ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ვარიკოცელე ჰგავს ვარიკოზულ ვენებს, რომლებიც ფეხებში გვხვდება.

ვარიკოცელე ხშირი მიზეზია სპერმის წარმოქმნისა და ხარისხის დაქვეითების, რაც უშვილობას იწვევს. ყველა ვარიკოცელე არ ზემოქმედებს სპერმის წარმოქმნაზე. ვარიკოცელეები აგრეთვე იწვევენ სათესლე ჯირკვლების ჩამოუყალიბებლობას და დაპატარავებას.

ვარიკოცელეების უმეტესობა დროთა განმავლობაში ვითარდება. საბედნიეროდ, ვარიკოცელეთა უმეტესობა მარტივად დიაგნოზირებადია და არ საჭიროებს მკურნალობას. თუ ვარიკოცელე იწვევს სიმპტომებს, მისი მკურნალობა ქირურგიულად ხდება.

გამომწვევი მიზეზი

სათესლეებს სისხლით სათესლე ბაგირაკი ამარაგებს. უცნობია რა იწვევს ვარიკოცელეებს. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ვარიკოცელე ვითარდება, როდესაც ვენების სარქვლები ხელს უშლიან სისხლის დინებას. ეს იწვევს სისხლის უკუნაკადს და ვენების გაფართოებას (დიალტაცია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სათესლის დაზიანება და უნაყოფობა.

ვარიკოცელე ყველაზე ხშირად მოზარდობის ასაკში ვითარდება. ვარიკოცელე უფრო ხშირია მარცხენა მხარეს მარცხენა სათესლე ვენის პოზიციის გამო. ხშირად ერთ სათესლეში არსებულმა ვარიკოცელემ შეიძლება ორივე სათესლეში დააქვეითოს სპერმის პროდუქცია.

სიმპტომები

ვარიკოცელე ხშირად არ იწვევს ნიშნებს და სიმპტომებს. იშვიათად, მან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. ტკივილი შეიძლება:

  • იყოს მჭრელი ან ყრუ
  • გაუარესდეს ხანგრძლივად ფეხზე დგომის დროს
  • გაუარესდეს დღის განმავლობაში
  • გაუმჯობესდეს ზურგზე წოლისას



დროთა განმავლობაში ვარიკოცელე შეიძლება გაიზარდოს და უფრო შესამჩნევი გახდეს. ახალგაზრდა კაცებში, ვარიკოცელე აზიანებს სპერმის წარმოქმნას და საჭიროებს მკურნალობას.

როდის მივმართოთ ექიმს

იმის გამო, რომ ვარიკოცელე არ იწვევს სიმპტომებს, მისი მკურნალობა ყოველთვის აუცილებელი არ არის. ვარიკოცელეს აღმოჩენა შეიძლება რუტინული გამოკვლევის დროს მოხდეს.

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სათესლე პარკში გაქვთ შესიება ან ტკივილი, აღმოაჩენთ რაიმე მასას სათესლე პარკზე, შეამჩნევთ, რომ სათესლეები სხვადასხვა ზომისაა ან თუ ვარიკოცელე განგივითარდებათ ადრეულ ასაკში. ბევრმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სათესლეების ტკივილი და სათესლე პარკში მასის არსებობა. ზოგიერთი მათგანი გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს.