ვარჯიშით გამოწვეული თავის ტკივილი
დაავადების აღწერა
ვარჯიშით გამოწვეული თავის ტკივილი ვითარდება ხანგრძლივი, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ზოგიერთი ვარჯიში უკავშირდება თავის ტკივილის განვითარებას, მაგალითად:სირბილი, ჩოგბურთი, ცურვა და სიმძიმეების აწევა.
ვარჯიშით გამოწვეულ თავის ტკივილს ექიმები ორ კატეგორიად ყოფენ. პირველადი ვარჯიშით გამოწვეული თავის ტკივილი უვნებელია, არ უკავშირდება სხვა პრობლემებსდა მედიკამენტებით ხდება მისი თავიდან არიდება.
დაავადების მეორადო ფორმა გამოწვეულია ხშირ შემთხვევაში სერიოზული მიზეზით თავის ტვინში:სისხლდენა, სიმსივნე. მდგომარეობას იწვევს თავის ტვინს გარეთ არსებული დაავადებაც, მაგალითად კორონარული არტერიების დაავადება. მეორად ფორმას სასწრაფო სამედიცინო ყურადღება ესაჭიროება.
გამომწვევი მიზეზი
პირველადი ვარჯიშისმიერი თავის ტკივილი
პირველადი ფორმის მიზეზები უცნობია. ერთ-ერთი თეორია ამბობს, რომ ძლიერი ფიზიკური დატვირთვა აფართოებს სისხლძარღვებს თავის ქალის შიგნით.
მეორადი ვარჯიშისმიერი თავის ტკივილი
მეორადი ფორმა გამოწვეულია რომელიმე დაავადებით ან მდგომარეობით, მაგალითად:
- თავის ტვინსა და თავის ტვინის დამფარავ თხელ მემბრანებს შორის არსებული სისხლდენა(სუბარაქნოიდული ჰემორაგია)
- სისხლძარღვების პათოლოგია თავის ტვინში
- კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები
- თავზურგტვინის სითხის დინების დახშობა
- სინუსების ინფექცია
- თავის, კისრის და ხერხემლის სტრუქტურული პათოლოგიები
სიმპტომები
პირველადი ვარჯიშისმიერი თავის ტკივილი
ასეთი თავის ტკივილები:
- აღიწერება, როგორც მფეთქავი ფორმის
- ვითარდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს ან მას შემდეგ
- აზიანებს თავის ორივე ნაწილს უმეტეს შემთხვევაში
მეორადი ვარჯიშისმიერი თავის ტკივილი
ასეთი თავის ტკივილები იწვევენ:
- პირველადი ფორმის მსგავს სიმპტომებს
- ღებინებას
- ცნობიერების დაკარგვას
- მხედველობის გაორებას
- კისრის დაჭიმულობას
პირველადი ფორმით გამოწვეული ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს 5 წუთიდან 48 საათის ჩათვლით, როდესაც მეორადი ფორმით გამოწვეული ტკივილი მინიმუმ ერთი დღის განმავლობაში გრძელდება.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღნიშნავთ თავის ტკივილს ვარჯიშის დროს, ან მაის შემდეგ. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ თავის ტკივილი იწყება უცაბედად ან ასეთი ფორმის თავის ტკივილი პირველად გაქვთ.