ვასკულიტი

დაავადების აღწერა

ვასკულიტი არის სისხლძარღვების ანთება. იგი იწვევს სისხლძარღვების გასქელებას, შესუსტებას, შევიწროვებას და ფიბროზს. ეს ცვლილებები ხელს უშლიან სისხლის დინებას და იწვევენ ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანებას.

არსებობს ვასკულიტების ბევრო ფორმა, თუმცა მათი უმეტესობა იშვიათია. ვასკულიტმა შეიძლება დააზიანოს მხოლოდ ერთი ორგანო ან რამდენიმე ორგანო. ვასკულიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.

ვასკულიტი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, თუმცა იგი უფრო ხშირია ზოგიერთ ჯგუფებში. ვასკულიტის ზოგიერთ ფორმას მკურნალობა არ სჭირდება, სხვა ფორმებს კი მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება ანთების სამართავად და გამწვავების თავიდან ასაცილებლად.

ვასკულიტს აგრეთვე უწოდებენ ანგიიტს და არტერიტს.

გამომწვევი მიზეზი

ვასკულიტის ზუსტი მიზეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის. ზოგიერთი ფორმა გენეტიკური ფაქტორებთანაა დაკავშირებული. სხვების შემთხვევაში იმუნური სისტემა შეცდომით უტევს სისხლძარღვების უჯრედებს. იმუნური სისტემის რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს:

  • ინფექციებმა, მაგალითად B და C ჰეპატიტმა
  • სისხლის სიმსივნეებმა
  • იმუნური სისტემის დაავადებებმა, მაგალითად რევმატოიდულმა ართრიტმა, მგლურამ და სკლეროდერმიამ
  • ზოგიერთ წამალზე რეაქციამ



ვასკულიტის დროს სისხლძარღვებში შეიძლება განვითარდეს სისხლდენა და ანთება. ანთება იწვევს სისხლძარღვების კედლების გასქელებას. ეს ავიწროვებს სისხლძარღვებს და უმცირებს ჟანგბადის და სხვა ნივთიერებების მიწოდებას სხვადასხვა ორგანოებს და ქსოვილებს.

სიმპტომები

ვასკულიტების ნიშნები და სიმპტომები ცვალებადია და ხშირად დაკავშირებულია სისხლის მომოქცევის დარღვევებთან.

ზოგადი ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ვასკულიტების უმეტესობას ახასიათებს

ვასკულიტის ზოგადი ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტემპერატურის მომატება
  • თავის ტკივილი
  • დაღლილობა
  • წონაში კლება
  • სხეულის სხვადასხვა ნაწილების ტკივილი
  • ღამის ოფლიანობა
  • გამონაყარი
  • ნერვების პრობლემები, მაგალითად მგრძნობელობის დაკარგვა ან სისუსტე
  • კიდურში პულსის გაქრობა



ვასკულიტების ფორმებისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები.

სხვა ნიშნები და სიმპტომები სპეციფიურია ვასკულიტის თითოეული ფორმისთვის. სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს უეცრად ან დაავადების გვიან სტადიებზე.

  • ბეხჩეტის სინდრომი. ეს მდგომარეობა იწვევს არტერიებისა და ვენების ანთებას. იგი ძირითადად ვლინდება 20-40 წლის ასაკში. მისი ნიშნები და სიმპტომებია პირის და გენიტალიური წყლულები, თვალების ანთება და აკნეს მსგავსი გამონაყარი კანზე.
  • ბურგერის დაავადება. ეს მდგომარეობა იწვევს ხელებისა და ფეხების სისხლძარღვების ანთებას და თრომბების წარმოქმნას. ხშირად ვითარდება მტევნების, მკლავების, ფეხების და ტერფები ტკივილი და თითების წყლულები. ეს დაავადება დაკავშირებულია სიგარეტის მოწევასთან.
  • კრიოგლობულინემია. ამ მდგომარეობას იწვევს სისხლში პათოლოგიური ცილების არსებობა. იგი ხშირად დაკავშირებულია C ჰეპატიტის ინფექციასთან. ნიშნები და სიმპტომებია გამონაყარი, სახსრების ტკივილი, სისუსტე, მგრძნობელობის დაკარგვა და ჩხვლეტის შეგრძნება.
  • ეოზინოფილური გრანულომატოზი პოლიანგიიტთან ერთად (ჩურგ-შტრაუსის სინდრომი). ეს არის ძალიან იშვიათი დაავადება, რომელიც აზიანებს თირკმლებს, ფილტვებს და კიდურების ნერვებს. სიმპტომები ცვალებადია და მოიცავს ასთმას, ნერვების ტკივილს და სინუსის ცვლილებებს.
  • გიგანტურ-უჯრედოვანი არტერიტი. ამ მდგომარეობის დროს გვხვდება თავის არტერიების, განსაკუთრებით საფეთქლის არტერიების ანთება. იგი ჩვეულებრივ გვხვდება 50 წელს ზემოთ ადამიანებში. გიგანტურ-უჯრედოვანი არტერიტი იწვევს თავის ტკივილს, სკალპის მგრძნობელობას, ყბის ტკივილს, დაბინდულ ან გაორებულ მხედველობას და სიბრმავეს. მას აგრეთვე ეწოდება საფეთქლი არტერიტი.
  • გიგანტურ-უჯრედოვანი არტერიტი დაკავშირებულია რევმატიულ პოლიმიალგიასთან, რომელიც იწვევს კისრი, მხრების, ბარძაყის და თეძოების კუნთების ტკივილს და სიხისტეს.
  • ვეგენერის გრანულომატოზი. ეს დაავადება იწვევს ცხვირის, სინუსების, ყელის, ფილტვების და თირკმლების სისხლძარღვების ანთებას. ნიშნები და სიმპტომებია სურდო, სინუსის ინფექციები და ცხვირიდან სისხლდენეი. დაზიანებულ ქსოვილებში ვითარდება გამობერილობები, რომლებსაც გრანულომები ეწოდება. ფილტვების დაზიანების დროს შეიძლება გქონდეთ სისხლიანი ნახველი. თირკმლები ხშირად ზიანდება, თუმცა დაზიანება ჩვეულებრივ შეუმჩნეველია დაავადების გვიან სტადიებამდე.
  • ჰენოხ-შონლეინის პურპურა. ეს მდგომარეობა ხასიათდება კანის, სახსრების, ნაწლავების და თირკმლების კაპილარების ანებით. ნიშნები და სიმპტომებია მუცლის ტკივილი, სისხლიანი შარდი, კუნთების ტკივილი და გამონაყარი დუნდულებზე და ქვემო კიდურებზე. ჰენოხ-შონლეინის პურპურა უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებში.
  • ჰიპერსენსიტიური ვასკულიტი. ამ დაავადების პირველი ნიშანია ქვემო კიდურების კანზე წითელი წერტილების გაჩენა. იგი შეიძლება გამოიწვიოს ინფექციამ ან მედიკამენტზე რეაქციამ.
  • კავასაკის დაავადება. ეს დაავადება უფრო ხშირად ვითარდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ნიშნები და სიმპტომებია ტემპერატურის მომატება, გამონაყარი და თვალის ანთება.
  • მიკროსკოპული პოლიანგიიტი. ვასკულიტის ეს ფორმა აზიანებს პატარა სისხლძარღვებს, ჩვეულებრივ თირკმლებში და ფილტვებში. აგრეთვე შეიძლება გქონდეთ მუცლის ტკივილი და გამონაყარი. ფილტვების დაზიანების შემთხვევაში აღინიშნება სისხლიანი ხველა.
  • კვანძოვანი პოლიარტერიტი. ვასკულიტის ეს ფორმა აზიანებს თირკმლებს, საჭმლის მომნელებელ სისტემას, ნერვებს და კანს. იგი ხშირად დაკავშირებულია B ჰეპატიტის ინფექციასან. ნიშნები და სიმპტომებია გამონაყარი, კუნთების და სახსრების ტკივილი, მუცლის ტკივილი, სისხლის მაღალი წნევა და თირკმლის პრობლემები.
  • ტაკაიასუს არტერიტი. ვასკულიტის ეს ფორმა აზიანებს დიდ სისხლძარღვებს, მათ შორის აორტას. იგი ჩვეულებრივ ახალგაზრდა ქალებს უვითარდებათ. ნიშნები და სიმპტომებია მგრძნობელობი დაკარგვა ან სიცივის შეგრძნება კიდურებში, პულსის გაქრობა, სისხლის მაღალი წნევა, თავის ტკივილი და მხედველობის ცვლილებები.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ვასკულიტის ნიშნები ან სიმპტომები. ვასკულიტის ზოგიერთი ფორმა სწრაფად მწვავდება რის გამოც აუცილებელია მისი ადრეული დიაგნოზირება.