ვაზოვაგალური სინკოპე
დაავადების აღწერა
ვაზოვაგალური სინკოპე არის გულის წასვლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი. ვაზოვაგალური სინკოპეს მაგალითებია სისხლის დანახვაზე ან ემოციური სტრესის დროს გულის წასვლა.
ვაზოვაგალური სინკოპეს დროს გულისცემა ნელდება და სისხლის წნევა ვარდება. ეს ამცირებს ტვინისთვის სისხლის მიწოდებას რაც იწვევს ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვას.
ვაზოვაგალური სინკოპე უვნებელია და არ საჭიროებს მკურნალობას, თუმცა თქვენ შეიძლება დაზიანება მიიღოთ გულის წასვლის ეპიზოდის დროს. თქვენმა ექიმმა აგრეთვე შეიძლება დამატებითი გამოკვლევები დაგინიშნოთ გულის წასვლის სხვა უფრო სერიოზული მიზეზების, მაგალითად გულის დაავადებების გამოსარიცხად.
გამომწვევი მიზეზი
ვაზოვაკალური სინკოპე ვითარდება, როდესაც რაიმე გამომწვევის, მაგალითად სისხლის დანახვის საპასუხოდ ტვინის გულისცემის და სისხლის წნევის მაკონტროლებელი ნაწილის ფუნქცია ირღვევა. ამის შედეგად თქვენი გულისცემა ნელდება, თქვენი ფეხის სისხლძარღვები კი ფართოვდება. სისხლი იწყებს ფეხებში დაგროვებას რაც იწვევს წნევის შემცირებას. სისხლის დაბალი წნევა და გულისცემის შემცირება იწვევს გულის გასვლას.
ვაზოვაგალური სინკოპეს ხშირი გამომწვევებია:
- დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა
- მაღალი ტემპერატურა
- სისხლის დანახვა
- სისხლის აღება
- სხეულის დაზიანების შიში
- გაჭინთვა, მაგალითად დეფეკაციის დროს
სიმპტომები
ვაზოვაგალური სინკოპეს გამო გულის წასვლის წინ შეიძლება გქონდეთ შემდგი ნიშნები და სიმპტომები:
- კანის სიფერმკრთალე
- გულის წასვლის შეგრძნება
- პერიფერიული მხედველობის დაკარგვა
- გულისრევა
- სიმხურვალის შეგრძნება
- ცივი, წებოვანი ოფლი
- მთქნარება
- მხედველობის დაბინდვა
ვაზოვაგალური სინკოპეს ეპიზოდის დროს თვითმხილველებმა შეიძლება შეამჩნიონ:
- უხეში, უჩვეულო მოძრაობები
- ნელი, სუსტი პულსი
- გაფართოებული გუგები
ვაზოვაკალური სინკოპეს დროს ადამიანი გონზე მოსვლას ჩვეულებრივ ერთ წუთში იწყებს, თუმცა თუ გულის წასვლიდან 15-30 წუთში ფეხზე ადგებით, თქვენ გულის წასვლის განმეორებითი რისკის ქვეშ იქნებით.
როდის მივმართოთ ექიმს
გულის წასვლა შეიძლება უფრო სერიოზულ მდგომარეობაზე, მაგალითად გულის ან ტვინის დაავადებაზე მიუთითებდეს, რის გამოც სასურველია ექიმთან მისვლა გულის წასვლის ეპიზოდის შემდეგ, განსაკუთრებით თუ მანამდე არასდროს გქონიათ იგი.