ვეგენერის გრანულომატოზი

დაავადების აღწერა

ვეგენერის გრანულომატოზი არის იშვიათი პათოლოგია, რომელიც იწვევს სისხლძარღვების ანთებას. ანთება მრავალ ორგანოს უზღუდავს სისხლის მიწოდებას.

ვეგენერის გრანულომატოზი ხშირად აზიანებს თირკმლებს, ფილტვებს და ზემო სასუნთქ გზებს. ამ ორგანოებისთვის სისხლის მიწოდების შემცირება იწვეს მათ დაზიანებას. ვეგენერის გრანულომატოზმა შეიძლება სხვა ორგანოებიც დააზიანოს, თუმცა დაზიანება ამ დროს უფრო მსუბუქია.

ვეგენერის გრანულომატოზი სისხლძარღვებში წარმოქმნის ანთებით ქსოვილს, რომელსაც გრანულომა ეწოდება. გრანულომები აზიანებენ ჯანსაღ ქსოვილებს. ვეგენერის გრანულომატოზის გამომწვევი უცნობია.

ვეგენერის გრანულომატოზი ადრეული დიაგნოზირება და მკურნალობა ზრდის განკურნების შანსებს. მკურნალობის გარეშე ვეგენერის გრანულომატოზი ხშირად იწვევს თირკმლის უკმარისობის გამო სიკვდილს.

გამომწვევი მიზეზი

ვეგენერის გრანულომატოზის მიზეზი უცნობია. იგი როგორც ჩანს ვითარდება ანთების საპასუხოდ იმუნური სისტემის პათოლოგიური რეაქციის გამო. ამ მოვლენების კომბინაცია იწვევს სისხლძარღვების ანთებას და შევიწროვებას და ანთებითი ქსოვილის განვითარებას (გრანულომა). ანთება შეიძლება გამოიწვიოს ინფექციამ, თუმცა უცნობია კონკრეტულად რომელი ინფექცია მონაწილეობს ამ პროცესში.

სიმპტომები

ვეგენერის გრანულომატოზის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს უეცრად ან მრავალი თვის განმავლობაში.

ვეგენერის გრანულომატოზი პირველი სიმპტომები სასუნთ გზებში, მათ შორის სინუსებში, ყელში და ფილტვებში ვლინდება. მდგომარეობა ხშირად უეცრად მწვავდება და ზიანდება სისხლძარღვები და შინაგანი ორგანოები, მათ შორის თირკმლები. ვეგენერის გრანულომატოზის ნიშნები და სიმპტომებია:

  • სურდო და ჩირქით სავსე გამონადენი
  • ცხვირიდან სისხლდენები
  • სინუსის ტკივილი და ანთება (სინუსიტი)
  • ყურის ინფექციები
  • ხველა
  • მკერდის ტკივილი
  • სისხლიანი ხველა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ზოგადი სისუსტე
  • წონაში უმიზეზი კლება
  • სახსრების ტკივილი და ანთება
  • სისხლიანი შარდი
  • კანის დაზიანებები
  • თვალების სიწითლე, წვა ან ტკივილი
  • ტემპერატურის მომატება



ზოგიერთ ადამიანში დაავადება მხოლოდ ფილტვებში ვითარდება. თირკმლის დაზიანება დაავაების ადრეულ სტადიაზე შეიძლება მხოლოდ სისხლის და შარდის ანალიზით გამოვლინდეს. დროთა განმავლობაში თირკმლის უკმარისობა და ანემია ვითარდება.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ სურდო, რომელიც არ უმჯობესდება გაციების მედიკამენტებით, განსაკუთრებით თუ მას თან ერთვის ცხვირიდან სისხლდენა, სისხლიანი ხველა და ვეგენერის გრანულომატოზის სხვა ნიშნები და სიმპტომები. დაავადება შეიძლება სწრაფად გამწვავდეს, რის გამოც მნიშვნელოვანია დროული მკურნალობა.