ვილმსის სიმსივნე
დაავადების აღწერა
ვილმსის სიმსივნე არის თირკმლის ბავშვთა ასაკის იშვიათი სიმსივნე. იგი აგრეთვე ცნობილია, როგორც ნეფრობლასტომა. ვილმსის სიმსივნე ყველაზე ხშირად უვითარდებათ 3-4 წლის ბავშვებში. იგი ნაკლებად გვხვდება 5 წლის ასაკის შემდეგ.
ვილმსის სიმსივნე ხშირად ვითარდება ცალ თირკმელში, თუმცა ხანდახან იგი შეიძლება ორივე თირკმელში განვითარდეს.
დიაგნოზირებისა და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების გამო ამ დაავადების მქონე ბავშვებს უკეთესი პროგნოზი აქვთ. ვილმსის სიმსივნის მქონე ბავშვებს განკურნების ძალიან დიდი შანსი აქვთ.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია რა იწვევს ვილმსის სიმსივნის განვითარებას.
ექიმებმა იციან, რომ სიმსივნე ვითარდება, როდესაც უჯრედების დნმ-ში წარმოიქმნება მუტაციები. ეს მუტაციები საშუალებას აძლევენ უჯრედებს გაიზარდონ და გამრავლდნენ. დაგროვილი უჯრედები წარმოქმნიას სიმსივნეს. ვილმსის სიმსივნის დროს ეს პროცესი თირკმლის უჯრედებში ხდება.
იშვიათად, ვილმსის სიმსივნის გამომწვევი დნმ მუტაცია შეიძლება მშობლებიდან შვილს გადაეცეს. შემთხვევათა უმეტესობაში მსგავსი კავშირის დადგენა ვერ ხერხდება.
სიმპტომები
ვილმსის სიმსივნე ყოველთვის არ იწვევს ნიშნებს და სიმპტომებს. შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:
- მუცლის შებერილობა
- მუცლის გამობერილობა, რომელიც ხელით შეიგრძნობა
- მუცლის ტკივილი
- ტემპერატურის მომატება
- სისხლიანი შარდი
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ბავშვის პედიატრს თუ ბავშვს აქვს ვილმსის სიმსივნის ნიშნები და სიმპტომები. ეს ნიშნები და სიმპტომები არ არის დაავადებისთვის სპეციფიური და დიდი ალბათობით სხვა მდგომარეობითაა გამოწვეული.