ვირუსული გასტროენტერიტი (კუჭის გრიპი)
დაავადების აღწერა
ვირუსული გასტროენტერიტი არის ნაწლავების ინფექცია, რომელსაც ახასიათებს წყლიანი ხასიათის ფაღარათი, მუცლის კრუნჩხვები, გულისრევა, პირღებინება და ხანდახან ტემპერატურის მომატება.
ვირუსული გასტროენტერიტი ხშირად ვითარდება დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის და დაბინძურებული საკვების ან სასმელის მიღების შედეგად. თუ თქვენ ჯანმრთელი ხართ, დიდი ალბათობით გართულებების გარეშე გამოჯანმრთელდებით. ვირუსულ გასტროენტერიტს შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ჰქონდეს ჩვილებში, ხანდაზმულებში და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.
ვირუსული გასტროენტერიტის მკურნალობის ეფექტური მეთოდი არ არსებობს, რის გამოც მნიშვნელოვანია მისი პრევენცია. საუკეთესო თავდაცვაა შესაძლო დაბინძურებული საკვების და სასმელის თავიდან არიდება და ხელის ხშირი დაბანა.
გამომწვევი მიზეზი
ვირუსული გასტროენტერიტის გამომწვევი ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის ან დაბინძურებული საკვების ან სასმელის მიღების შედეად.
ბევრი ვირუსი იწვევს გასტროენტერიტს. მათ შორისაა:
- ნოროვირუსები. ნოროვირუსული ინფექციები გვხვდება როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. ისინი ადვილად ვრცელდებიან ჩაკეტილ სივრცეებში. გავრცელების ძირითადი გზა დაბინძურებული საკვების და სასმელის მიღებაა, თუმცა ვირუსს აგრეთვე შეუძლია ერთი ადამიანიდან მეორეზე პირდაპირ გავრცელდეს.
- როტავირუსი. როტავირუსი არის ბავშვთა ვირუსული გასტროენტერიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი. ბავშვები ძირითადად ინფიცირდებიან ვირუსით დაბინძურებულ საგანთან კონტაქტის შემდეგ თითის პირში ჩადებით. ინფექცია ყველაზე მწვავედ მიმდინარეობს ჩვილებში და პატარა ბავშვებში. ზრდასრულებს შეიძლება არ ჰქონდეთ სიმპტომები მაგრამ მაინც გაავრცელონ ვირუსი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს ვირუსული გასტროენტერიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა.
დაავადება აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი მოლუსკის, განსაკუთრებით უმი ან თერმულად დაუმუშავებელი ლოკოკინის ჭამამ. დაავადება უფრო ხშირად ვრცელდება დაბინძურებული წყლის საშუალებით და ფეკალურ-ორალური გზით.
სიმპტომები
გასტროენტერიტს ხანდახან კუჭის გრიპს ეძახიან, თუმცა მას არაფერი არ აქვს საერთო გრიპთან. ჭეშმარიტი გრიპი აზიანებს მხოლოდ სასუნთქ სისტემას – ცხვირს, ყელს და ფილტვებს. გასტროენტერიტი აზიანებს ნაწლავებს და იწვევს შემდეგ ნიშნებს და სიმპტომებს:
- წყლიანი, უსისხლო ფაღარათი – სისხლიანი ფაღარათი უფრო სერიოზულ ინფექციაზე მიუთითებს
- მუცლის კრუნჩხვები და ტკივილი
- გულისრევა, პირღებინება ან ორივე
- იშვიათი კუნთების ან თავის ტკივილი
- დაბალი სიცხე
ვირუსული გასტროენტერიტის სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე მწვავე. ისინი ჩვეულებრივ ინფიცირებიდან 1-3 დღეს ჩნდება და გრძელდება 1-2 დღე, თუმცა იშვიათ შემთხვევებში 10 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს.
ვირუსული ფაღარათის სიმპტომები ჰგავს ბაქტერიებით (Clostridium dificile, სალმონელა, ნაწლავის ჩხირი) და პარაზიტებით (გიარდია) გამოწვეული ფაღარათის სიმპტომებს.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ:
- წყალს ვერ სვამთ 24 საათის განმავლობაში
- 2 დღეზე მეტია აღებინებთ
- აღებინებთ სისხლს
- გაქვთ გაუწყლოება. გაუწყლოების ნიშნებია გაძლიერებული წყუტვილი, პირის სიმშრალე, მუქი ყვითელი შარდი, შარდის შემცირება და სისუსტე, თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება.
- განავალში შეამჩნევთ სისხლს
- გაქვთ 40C-ზე მაღალი სიცხე
ჩვილები და ბავშვები
მიმართეთ ექიმს თუ:
- ბავშვს აქვს 39C და მეტი სიცხე
- ბავშვი არის მიძინებული ან გაღიზიანებული
- ბავშვს აქვს დისკომფორტი ან ტკივილი
- ბავშვს აქვს სისხლიანი ფაღარათი
- ბავშვს აქვს გაუწყლოების ნიშნები.
თუ გყავთ ჩვილი, გაითვალისწინეთ, რომ ყოველდღიური წამოქაფება ნორმაა, პირღებინება კი არა. ბავშვები ღებინება ბევრი მიზეზით ვითარდება, მათი უმეტესობა კი სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.
დაუყოვნებლივ დაურეკეთ ბავშვის ექიმს თუ:
- ბავშვი აღებინებს რამდენიმე საათის განმავლობაში
- არ გამოგიცვლიათ საფენი 6 საათის განმავლობაში
- აქვს სისხლიანი განავალი ან მწვავე ფაღარათი
- აქვს ჩავარდნილი ყიფლიბანდი თავზე
- აქვს პირის სიმშრალე ან უცრემლოდ ტირის
- არის უჩვეულოდ მიძინებული