ვირუსული ჰემორაგიული ცხელებები

დაავადების აღწერა

ვირუსული ჰემორაგიული ცხელებები არიან ინფექციური დაავადებები, რომლებიც ზემოქმედებენ სისხლის შედედების უნარზე. ეს დაავადებები აგრეთვე აზიანებენ სისხლძარღვების კედლებს და იწვევენ შინაგან სისხლდენას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე სიცოცხლისთვის საშიში.

ვირუსული ჰემორაგიული ცხელებებია:

  • დენგე
  • ებოლა
  • ლასა
  • მარბურგი
  • ყვითელი ცხელება



ეს დაავადებები გავრცელებულია ტროპიკულ ადგილებში.

ვირუსული ჰემორაგიული ცხელებები ვრცელდება დაავადებულ ადამიანებთან, ცხოველებთან და მწერებთან კონტაქტით. დღესდღეისობით შეუძლებელია ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების განკურნება, ვაქცინა კი მხოლოდ რამდენიმე ფორმისთვის არსებობს. საუკეთესო თავდაცვა არის პრევენცია.

გამომწვევი მიზეზი

ვირუსული ჰემორაგიული ცხელების გამოწვევი ვირუსები ცხოვრობენ ცხოველებში და მწერებში, ყველაზე ხშირად კოღოებში, ტკიპებში, მღრღნელებში და ღამურებში.

თითოეული ეს მასპინძელი ორგანიზმი გვხვდება გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილებში, რის გამოც თითოეული დაავადება ვითარდება მხოლოდ იქ, სადაც ცხოვრობს მასპინძელი ორგანიზმი. ზოგიერთი ვირუსული ჰემორაგიული ცხელება ვრცელდება ერთი ადამიანიდან მეორეზე.

როგორ ვრცელდება?

გავრცელების მექანიზმი განსხვავებულია თითოეული ვირუსუსთვის. ზოგიერთი ვრცელდება კოღოს ან ტკიპის ნაკბენით. სხვები ვრცელდება დაინფიცრებულ სისხლთან ან სპერმასთან კონტაქტით. რამდენიმე ვირუსი ვირთხის განავლით ან შარდით ვრცელდება.

თუ თქვენ იმოგზაურეთ ჰემორაგიული ცხელების გავრცელების კერაში, სიმპტომები შეიძლება სახლში დაბრუნებამდე არ გაგიჩნდეთ. სიმპტომების გაჩენას ზოგჯერ 21 დღე სჭირდებ.ა

სიმპტომები

ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების ნიშნები და სიმპტომები განსხვავებულია თითოეული ფორმისთვის. ჩვეულებრივ საწყისი სიმპტომებია:

  • მაღალი ტემპერატურა
  • დაღლილობა
  • თავბრუსხვევა
  • კუნთების, ძვლების ან სახსრების ტკივილი
  • სისუსტე
  • სიმპტომები შეიძლება გამწვავდეს



ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების ზოგიერთი ფორმა იწვევს სისხლდენას, თუმცა ადამიანები იშვიათად კვდებიან სისხლდენის გამო. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს:

  • კანის ქვეშ
  • შინაგან ორგანოებში
  • პირიდან, თვალებიდან ან ყურებიდან



მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები და სიმპტომებია:

  • შოკი
  • ნერვული სისტემის დარღვევები
  • კომა
  • დელირიუმი
  • თირკმლის უკმარისობა
  • ღვიძლის უკმარისობა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს ტროპიკულ ზონაში მოგზაურობამდე რათა მიიღოთ ინფორმაცია ვაქცინებისა და თავდაცვის შესახებ.

თუ ნიშნები და სიმპტომები სახლში დაბრუნების შემდეგ გაგიჩნდებათ, მიმართეთ ინფექციონისტს.