ვიტილიგო

დაავადების აღწერა

ვიტილიგო არის დაავადება, რომელიც იწვევს კანის დეპიგმენტაციას. დეპიგმენტაციის ხარისხი და სიჩქარე ცვალებადია. დაზიანება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში, მათ შორის თმაზე, პირის შიგნითა ნაწილზე და თვალებზე.

ნორმაში, თვალის, კანის და თვალების ფერს განაპირობებს მელანინი. ვიტილიგო ვითარდება, როდესაც მელანინის წარმოქმნელი უჯრედები კვდებიან ან წყვეტენ მუშაობას.

ვიტილიგო უფრო შესამჩნევია მუქი კანის მქონე ადამიანებში. დაავადება არ არის სიცოცხლისთვის საშიში და გადამდები. ვიტილიგოს განუკურნებადია, თუმცა შესაძლებელია დაზიანებული კანის შესახედაობის შედარებით გაუმჯობესება.

გამომწვევი მიზეზი

ვიტილიგო ვითარდება, როდესაც მელანინის წარმომქმნელი უჯრედები (მელანოციტები) კვდებიან ან აღარ წარმოქმნიან მელანინს. მელანინი არის პიგმენტი, რომელიც აძლევს კანს, თმას და თვალებს ფერს. კანის დაზიანებული ადგილები უფერულდება. ექიმებმა არ იციან რა იწვევს უჯრედების კვდომას. შესაძლო მიზეზებია:

  • იმუნური სისტემის დარღვევა, რომლის დროსაც იგი უტევს და ანადგურებს მელანოციტებს
  • მემკვიდრეობითობა
  • მზის დამწვრობა, სტრესი ან ზოგიერთი ქიმიკატის მოქმედება

სიმპტომები

ვიტილიგოს ძირითადი ნიშანია კანის დეპიგმენტაცია, რომლის შედეგადაც ვითარდება ღია ან თეთრი ლაქები. ჩვეულებრივ ლაქები პირველად ვლინდება ხელებზე, ფეხებზე, მხრებზე, სახეზე და ტუჩებზე.

ვიტილიგოს ნიშნებია:

  • კანის დეპიგმენტაცია
  • თმის, წამწამების, წარბების და წვერის ნაადრევი გაჭაღარავება ან გათეთრება (35 წლამდე)
  • პირის და ცხვირის შიგნით არსებული ლორწოვანი გარსის გაუფერულება
  • ბადურის ფერის ცვლილება
  • ფერშეცვლილი ლაქები იღლიების, ჭიპის, გენიტალიების და ანუსის გარშემო
  • ვიტილიგო შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, თუმცა იგი ყველაზე ხშირად 20 წლამდე ჩნდება.



ვიტილიგოს სხვადასხვა ფორმის დროს ლაქები შეიძლება განვითარდეს:

  • მთელ სხეულზე. ამ ფორმას ეწოდება გენერალიზებული ვიტილიგო. ამ დროს ლაქები როგორც წესი სიმეტრიულად ჩნდება.
  • სხეულის ცალ მხარეს. ამ ფორმას ეწოდება სეგმენტური ვიტილიგო. იგი ჩვეულებრივ ადრეულ ასაკში ჩნდება, რამდენიმე წელში კი ქრება.
  • სხეულის ერთ ან რამდენიმე ადგილზე. ამას ეწოდება ლოკალიზებული ვიტილიგო.



რთულია დაავადების პროგრესირების წინასწარ განსაზღვრა. ხანდახან ლაქების გაჩენას მკურნალობის გარეშე წყდება. უმეტეს შემთხვევაში დეპიგმენტაცია ვრცელდება და საბოლოოდ ვლინდება მთელ სხეულზე. იშვიათად, კანს უბრუნდება თავისი ფერი.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ ამჩნევთ ფერის დაკარგვას თმაზე, კანზე ან თვალებს. ვიტილიგო არ იკურნება, თუმცა მკურნალობას შეუძლია შეანელოს ან შეაჩეროს დეპიგმენტაციის პროცესი და დაუბრუნოს ფერი კანს.