ვულვოდინია

დაავადების აღწერა

ვულვოდინია არის საშოს ხვრელის გარშემო არის (ვულვა) ტკივილი, რომლის მიზეზიც ვერ დგინდება. ვულვოდინიის დროს ტკივილის, წვის შეგრძნების და გაღიზიანების გამო შეიძლება დიდხანს ჯდომაზე და სექსზე ფიქრიც არ გინდოდეთ. მდგომარეობა შეიძლება თვეების და წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ვულვოდინია. მკურნალობის შედეგად შესაძლებელია ტკივილის და დისკომფორტის შემსუბუქება.

გამომწვევი მიზეზი

ექიმებმა არ იციან რა იწვევს ვულვოდინიას, თუმცა მის განვითარებაში შეიძლება მონაწილეობდეს:

  • ვულვის არეში არსებული ნერვების დაზიანება ან გაღიზიანება
  • წარსულში გადატანილი ვაგინალური ინფექციები
  • ალერგიები და მგრძნობიარე კანი
  • ჰორმონული ცვლილებბეი



ვულვოდინიის მქონე ბევრ ქალს ანამნეზში აქვთ ვაგინიტები და ვაგინის სოკოვანი ინფექციები. ვულვოდინიის მქონე ზოგიერთი ქალი სქესობრივი ძალადობის მსხვერპლია. ვულვოდინიის შემთხვევების უმეტესობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ვულვოდინია არ არის გადამდები დაავადება და არ ზრდის სიმსივნის რისკს.

სიმპტომები

ვულვოდინიის მთავარი სიმპტომია ტკივილი გენიტალირ არეში. სხვა სიმპტომებია:

  • წვის შეგრძნება
  • ტკივილი
  • ჩხვლეტის შეგრძნება
  • გაუხეშება
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
  • მფეთქავი ტკივილი
  • ქავილი



ტკივილი შეიძლება იყოს ხანგამოშვებითი და ქრონიკული. იგი შეიძლება ისევე უეცრად გაქრეს, როგორც დაიწყო. ტკივილს შეიგრძება გრძნობდეს მთლიანად ვულვაში (გენერალიზებული) ან კონკრეტულ ადგილას, მაგალითად საშოს ხვრელთან.

ვესტიბულოდინია არის მსგავსი დაავადება, რომლის დროსაც ტკივილი ვლინდება საშოს ხვრელის გარშემო ზეწოლისას.

ვულვის ქსოვილი შეიძლება იყოს მსუბუქად შეშუპებული. უფრო ხშირად ვულვა ნორმალურად გამოიყურება.

როდის მივმართოთ ექიმს

ბევრი ქალი არ ეუბნება ექიმს ვულვოდინიის შესახებ.

თუ გაქვთ ტკივილი გენიტალიურ არეში, მიმართეთ ექიმს. მნიშვნელოვანია მართვადი მდგომარეობების, მაგალითად ინფექციების, კანის დაავადებების და დიაბეტის გამორიცხვა. ექიმი დაგეხმარებათ მიზეზის დადგენაში და დაგინიშნავთ სწორ მკურნალობას.