წამალდამოკიდებულება
დაავადების აღწერა
როდესაც თქვენ ხართ დამოკიდებული, თქვენ ვეღარ აკონტროლებთ ნარკოტიკის მოხმარებას და აგრძელებთ მის მიღებას, მიუხედავად მის მიერ გამოწვეული ზიანისა. წამალდამოკიდებულებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი სურვილი ნარკოტიკისა. თქვენ შესაძლოა გინდოდეთ ნარტკოტიკის თავის დანებება, თუმცა ადამიანების უმრავლესობა დამოუკიდებლად ამას ვერ ახერხებს.
წამალდამოკიდებულებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული, გრძელვადიანი შედეგები, მათ შორის ფიზიკური, მენტალური ჯანმრთელობის, ურთიერთობის, სამსახურეობრივი და კანონთან დაკავშირებული პრობლემები.
თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ დახმარება ექიმისგან, ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, მხადრამჭერთა ჯგუფისგან. მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს ორგანიზებულ პროგრამულ თერაპიას, რათა დაიძლიოს წამალდამოკიდებულება.
გამომწვევი მიზეზი
წამალდამოკიდებულების განვითარებაში მენტალური ჯანმრთლობის პრობლემების გარდა ბევრი ფაქტორი მონაწილეობს:
- გარემო. გარემო ფაქტორები, მათ შორის ოჯახის წევრების დამოკიდებულება და შეხედულებები, მეგობრების წრე, რომელიც უბიძგებს ადამიანს ნარკოტიკის მოხმარებისკენ.
- გენეტიკა. ნარკოტიკის გასინჯვის შემდგომ დამოკიდებულების განვითარებას შესაძლოა ნაწილობრივ ხელი შეუწყოს მემკვიდრულმა გავლენამ, რომელიც აჩქარებს ან აყოვნებს მდგომარეობის პროგრესირებას
- ცვლილებები თავის ტვინში
- ფიზიკური დამოკიდებულება ჩნდება მაშინ, როდესაც წამლის განმეორებითი მიღება თავის ტვინს სიამოვნების აღქმას უცვლის. ნარკოტიკი იწვევს ზოგიერთი ნერვული უჯრედის(ნეირონის) ფიზიკურ ცვლილებებს თავის ტვინში. ნეირონები ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის ქიმიურ ნივთიერებებს, ნეიროტრანსმიტერებს იყენებენ. ასეთი ცვლილებები ნარკოტიკის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ შესაძლოა ხანგრძლივად დარჩეს.
სიმპტომები
წამალდამოკიდებულება ძირითადად, ჩნდება სოციალურ სიტუაციებში ნარკოტიკის გასინჯვის შედეგად. ზოგიერთი ადამიანისთვის, ნარკოტიკის მოხმარება უფრო ხშირდება. დამოკიდებულების რისკი და სისწრაფე დამოკიდებულია ნარკოტიკზე. ზოგიერთ ნარკოტიკს უფრო დიდი რისკი და სისწრაფე აქვს დამოკიდებულების განვითარებისა.
დროთა განმავობაში, თრობისათვის ნარკოტიკის უფრო და უფრო მეტი დოზის მიღებაა საჭირო. ცოტა ხნის შემდეგ ადამიანი თავს კარგად მხოლოდ ნარკოტიკული თრობის ქვეშ გრძნობს. ნარკოტიკის მოხმარების ზრდასთან ერთად, წამლისთვის თავის დანებება სულ უფრო რთულდება. ნარკოტიკისგან გათავისუფლების მცდელობა იწვევს ინტენსიურ სურვილს და მოთხოვნას წამლის მიმართ და პაციენტი თავს ავად გრძნობს(თავშეკავების სიმპტომები).
წამალდამოკიდებულების სიმპტომები და ქცევები:
- შეგრძნება, რომ თქვენ ნარკოტიკი რეგულარულად უნდა მიიღოთ. ეს გრძნობა შესაზლოა იყოს ყოველდღიური ან დღეში რამოდენიმეჯერ
- ნარკოტიკის მიღების ძლიერი მოთხოვნა
- დროთა განმავლობაში, იმავე ეფექტის მისაღწევად უფრო მაღალი დოზის მიღება
- წამლის მარაგის შენარჩუნების უზრუნველყოფა
- მიუხედავად სიღარიბისა, ფულის ნარკოტიკზე დახარჯვა
- სამსახურეობრივი და ცხოვრებისეული ბალდებულებებისგან თავის არიდება. სოციალური აქტივობებისგან თვის შეკავება წამალდამოკიდებულების გამო.
- წამლის მიღებისთვის ისეთი რამის გაკეთება, რასაც ნორმალურ შემთხვევაში არ დაუშვებდით, მაგალითად მოპარვა.
- მანქანის ტარება ან რისკიანი აქტივობები თრობის ქვეშ ყოფნის დროს
- დროის და ენერგიის კონცენტრირება წამლის შოვნაზე და მოხმარებაზე
- უშედეგო მცდელობები ნარკოტიკისთვის თავის დანებებისა
- თავშეკავების სიმპტომების განცდა ნარკოტიკისთვის თავის დანებების მცდელობების დროს
ოჯახის წევრებში ნარკოდამოკიდებულების ამოცნობა
ზოგჯერ, რთულია ნორმალური თინეიჯერისთვის ჩვეული ხასიათისგან გაარჩიო წამალდამოკიდებულების გამოვლინებები. შესაძლო ნიშნები, რომ თინეიჯერი ან ოჯახის სხვა წევრი მოიხმარეს ნარკოტიკს, შეიძლება იყოს:
- პრობლემები სკოლაში ან სამსახურში – ხშირი გაცდენა, ინტერესის კარგვა სამსახურისადმი ან სკოლისადმი ან პროდუქტილობის დაქვეითება
- ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები – მოტივაციის და ენერგიის ნაკლებობა
- გარეგნობაზე ნაკლები ფიქრი – ინტერესის დაკარგვა ტანსაცმელზე, დავაცხნაზე და ზოგადად საკუთარ შესახედაობაზე
- ქცევის ცვლილებები – გადაჭარბებული მცდელობები არ მისცეს უფლება ოჯახის წევრებს მის ოთახში შესვლისა; დამალვა იმისა, თუ სად მიდის მეგობრებთან ერთად; ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობის ან ქცევის დრამატული ცვლილებები.
- თანხის ხარჯვა – ფულის მოულოდნელი მოთხოვნა ახსნა-განმარტების გარეშე; აღმოჩენა იმისა, რომ თანხა ან რაიმე სხვა ნივთი დაიკარგა სახლიდან, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ნარკოდამოკიდებული ოჯახის წევრი მათ ყიდის ნარკოტიკის მოხმარებისთვის
ნარკოტიკის გამოყენების ან ინტოქსიკაციის ნიშნები
ნარკოტიკის მოხმარების ან ინტოქსიკაციის ნიშნები შეიძლება იყოს განსხვავებული, ნარკოტიკის ტიპის მიხედვით.
მარიხუანა, ჰაშიში და კანაბისის შემცველი სხვა სუბსტანციები
ხალხი კანაბისს მოიხმარს მოწევის, კვების და ნარკოტიკის ორთქლის შესუნთქვის სახით. კანაბისის მოხმარება ხშირად სხვა ნივთიერებებთან ერთად ხდება, როგორიცაა ალკოჰოლი და არალეგალური ნარკოტიკები. კანაბისის შემცველი ნივთიერებები, ძირითადად, პირველი ნარკოტიკია, რომელსაც ადამიანები სინჯავენ.
ახლად მიღებული ამ ტიპის ნარკოტიკის სიმპტომები:
- ეიფორიის ან თრობის შეგრძნება
- ვიზუალური, სმენითი და გემოვნების გაძლიერებული აღქმა
- გულისცემის აჩქარება და სისხლის გაზრდილი წნევა
- თვალების სიწითლე
- სიმშრალე პირის ღრუს არეში
- დაქვეითებული წონასწორობა
- კონცენტრაციის და დამახსოვრების ფუნქციის დაქვეითება
- გაძლიერებული მადა
- შენელებული რეაქცია
- პარანოიდული ფიქრები
ხანგრძლივი მოხმარება(ქრონიკული) დაკავშირებულია:
- გონებამახვილობის დაქვეითებასთან
- სკოლაში და სამსახურში პროდუქტიულობის დაქვეითებასთან
- ინტერესების და მეგობრების რაოდენობის შემცირება
სინთეტური კანაბინოიდები და კათინონები
სინთეტური ნარკოტიკების ორი ჯგუფი – სინთეტური კანაბინოიდები და კათინონები უმეტეს შემთხვევაში არალეგალურია. ამ ნარკოტიკების ეფექტი შესაძლოა აღმოჩნდეს საშიში და წინასწარ განუსაზღვრელი, რადგან ნარკოტიკის ხარისხის კონტროლი და მისი ინგრედიენტების შესწავლა რთულია.
სინთეტური კანაბინოიდებს, რომლებსაც “K-2”-ს ან “სფაისებს” უწოდებენ, აშხაპუნებენ გამოშრობილ მცენარეებზე და შემდგომ ეწევიან, თუმცა მათი მომზადება მცენარეული ჩაის სახითაც შეიძლება. მიუხედავად ნარკოტიკების შემქმნელების მტკიცებისა, ეს ნარკოტიკები უფრო ქიმიური ნივთიერებებია, ვიდრე “ბუნებრივი” ან უვნებელი პროდუქტებიუ. ამ ნარკოტიკებს შეუძლიათ მარიხუანის მსგავსი თრობა გამოიწვიონ, შედეგად ისინი მარიჯუანის პოპულარული, მაგრამ საშიში ჩამნაცვლებლები არიან
ახლად მიღებული ამ ტიპის ნარკოტიკის სიმპტომები:
- ეიფორიის ან თრობის შეგრძნება
- კარგი განწყობა
- მოშვება, მოდუნება
- ვისუალური, სმენითი და გემოვნების შეცვლილი აღქმა
- ძლიერი შფოთვა და აფორიაქება
- პარანოია
- ჰალუცინაციები
- აჩქარებული გულისცემა და სისხლის მომატებული წნევა
- ღებინება
- დაბნეულობა
სინთეტური კათინონები არიან ფსიქოაქტური ნივთიერებები, რომლებიც გვანან ამფეტამინებს, როგორიცაა ექსტაზი (MDMA) და კოკაინი. სინთეტური კათნონების მიღება შეიძლება საკვების, ორთქლის ჩასუნთქვის ან ინექციის სახით. ამ ტიპის ნარკოტიკები ძლიერ დამოკიდებულებას იწვევენ. მათ შეუძლიათ პაციენტის ძლიერი ინტოქსიკაცია, რაც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას და ზოგჯერ სიკვდილსაც.
ახლად მიღებული ამ ტიპის ნარკოტიკების სიმპტომები:
- ეიფორია
- გაძლიერებული მოთხოვნა ხალხთან ურთიერთობისა
- მომატებული ენერგია და აფორიაქება
- სექსუალური მოთხოვნილებების გაძლიერება
- გულისცემის აჩქარება და სისხლის გაზრდილი წნევა
- მკერდის ტკივილი
- პარანოია
- პანიკური შეტევები
- ჰალუცინაციები
- დელირიუმი
- ფსიქოტური და ძალადობრივი ქცევა
ბარბიტურატები და ბენზოდიაზეპინები
ბარბიტურატები და ბენზოდიაზეპინები რეცეპტით გამოწერილი ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებია. მათ ხშირად გამოიყენებენ რელაქსაციისთვის და სტრესთან დაკავშირებული მოვლენების და გრძნობების დასავიწყებლად.
ფენობარბიტალი, ამობარბიტალი (ამიტალი) და სეკობარბიტალი ბარბიტუტების ტიპებია. ბენზოდიაზეპინები მოიცავენ დამამშვიდებლებს, როგორიცაა დიაზეპამი, ალპრაზოლამი(ქსანაქსი, ნირავამი), ლორაზეპამი(ატივანი), კლონაზეპამი(კლონოპინი) და ქკირდუაზეოიქსუდი (ლიბრიუმი).
ახლად მიღებული ამ ტიპის ნარკოტიკების სიმპტომები:
- თვლება
- ბუნდოვანი მეტყველება
- წონასწორობის ნაკლებობა
- ეიფორია ან გადაჭარბებული შეგრძნება კარგად ყოფნისა
- კონცეკტრაციის და აზროვნების პრობლემები
- მეხსიერების პრობლემები
- თვალის უნებლიე მოძრაობები(ნისტაგმუსი)
- შეკავების(ინჰიბიცია) ნაკლებობა
- გაიშვიათებული სუნთქვა და სისხლის შემცირებული წნევა
- თავბრუსხვევა
- დეპრესია
მეთამფეტამინი, კოკაინი და სხვა სტიმულანტები
სტიმულანტები მოიცავენ ამფეტამინებს, მეთამფეტამის, კოკაინს და მეთილფენიდატს(რიტალინი). მათ იყენებენ ენერგიის მოჭარბებისთვის, თრობისთვის, სამსახურში ან სკოლაში პროდუქტიულბოსთვის, წონაში დასაკლებად ან მადის საკონტრილოდ.
სიმპტომები:
- სიმხიარულის და გადაჭარბებული თავდაჯერების შეგრძნება
- სიმკვირცხლე
- მომატებული ენერგია და მოუსვენრობა
- ქცევითი ცვლილებები ან აგრესია
- სწრაფი და აბნეული მეტყველება
- გაფართოებული გუგები
- მოჩვენება და ჰალუცინაციები
- გაღიზიანებადობა ან ხასიათის ცვლილებები
- გულისცემის სიჩქარის ან სისხლის წნევის შეცვლა
- გულისრევის შეგრძნება ან ღებინება წონის კლებასთან ერთად
- გადაწყვეტილების მიღების დარღვევა
- ცხვირის დახშობა ან ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება(ნარკოტიკის შეყნოსვის დროს)
- ინსომნია
- პარანოია
- დეპრესია ნარკოტიკის მოხმარების შეწყვეტასთან ერთად
კლუბური ნარკოტიკები
კლუბურ ნარკოტიკებს ძირითადად კლუბებში, კონცერტებზე და წვეულებებზე იყენებენ. ასეთი ნარკოტიკების მაგალითებია: ექსტაზი(MDMA), გამა-ჰიდროქსიბუტირის მჟავა, ფლუნიტრაზეპამი(როჰიპნოლი) და კეტამინი. ეს ნარკოტიკები არ მიეკუთვნებიან ერთ, საერთო კატეგორიას, თუმცა მათ აერთიანებთ მსგავსი ეფექტები და საშიშროებები, მათ შორის ხანგრძლივი საზიანო ეფექტები.
რადგანაც გამა-ჰიდროქსიბუტირის მჟავა და როჰიპნოლი იწვევენ სედაციას, დაბნეულობას, მეხსიერების კარგვას, ამ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად სექსუალური თავდასხმის შანსები იზრდება.
სიმპტომები:
- ჰალუცინაციები
- პარანოია
- გაფართოებული გუგები
- ციება და ოფლიანობა
- უნებლიე კანკალი
- ქცევითი ცვლილებები
- კუნთის კრუნჩხვები და კბილების კაწკაწი
- შემცირებული შეკავება(ინჰიბიცია)
- შეცვლილი ან გაძლიერებული ვიზუალური, ხმოვანი ან გემოვნების ახსნა
- წონასწორობის დაქვეითება
- გადაწყვეტილების მიღების დარღვევა
- მეხსიერების პრობლემები ან მეხსიერების დაკარგვა
- სიფხიზლის დაქვეითება
- გაძლიერებული ან შემცირეუბლი გულისცემა ან სისხლის წნევა
ჰალუცინოგენები
ჰალუცინოგენებს შეუძლიათ სხვადასხვა სიმპტომების გამოწვევა, რაც დამოკიდებულია ნარკოტიკზე. ყველაზე ხშირი ჰალუცინოგენებია ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი (LSD) და ფენციკლიდინი.
ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს:
- ჰალუცინაციები
- რეალობის აღქმის დაქვეითება, როგორიცაა გრძნობების არევა, მაგალითად ხმების ფერებად აღქმა
- იმპულსური ქცევა
- ემოციების სწრაფი ცვლილებები
- პერმანენტული მენტალური ცვლილებები აღქმისა
- სწრაფი გულისცემა ან სისხლის მაღალი წნევა
კანკალი
ჰალუცინაციების ეფექტების შებრუნება, ხელახლა აღქმა – თუნდაც წლების შემდეგ
ფენციკლიდინის ეფექტები:
- საკუთარი სხეულისგან ან გარშემო საგნებისგან განცალკევების შეგრძნება
- ჰალუცინაციები
- წონასწორობის და მოძრაობის პრობლემები
- აგრესიული, შესაძლოა ძალადობრივი ქცევა
- თვალის უნებლიე მოძრაობები
- ტკივილის შეგრძნების დაკარგვა
- სისხლის წნევის ზრდა და სწრაფი გულისცემა
- მეხსიერების და აზროვნების პრობლემები
- მეტყველების პრობლემები
- გადაწყვეტილების მიღების დარღვევა
- ხმაურის აუტანლობა
- ეპილეფსიური ტიპის შეტევებია ან კომა
ინჰალანტები
ინჰალანტების სიმპტომები განსხვავებულია, რაც დამოკიდებულია ნივთიერებაზე. ხშირად გამოყენებული ინჰალანტები: წებო, საღებავის გამათხიერებლები, კორექტორები, მარკერის სითხე, ბენზინი, გამწმენდი სითხე და საყოფაცხოვრებო პროდუქტები. ამ ნივთიერებების ტოქსიური პოტენციალის გამო, შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის დაზიანება.
გამოყენების ნიშნები და სიმპტომებია:
- ინჰალაციური ნივთიერების ფლობა აუხსნელი მიზეზით
- ხანმოკლე ეიფორია და ინტოქსიკაცია
- დაქვეითებული შეკავება (ინჰიბიცია)
- თავბრუსხვევა
- გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
- თვალის უნებლიე მოძრაობები
- ინტოქსიკაციის ნიშნები: შენელებული მეტყველება, მოძრაობა, კოორდინაციის დარღვევა
- არარეგულარული გულისცემა
- კანკალი
- ინჰალაციური ნივთიერების სუნი
- გამონაყარი ცხვირისა და პირის გარშემო
ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები
ოპიოიდები ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლებია, რომლებიც ოპიუმიდან ხელოვნურად იწარმოება. ამ კლასის წამლებია ჰეროინი, მორფინი, კოდეინი, მეტადონი, ოქსიკოდონი და სხვ. ოპიოიდების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ზოგიერთ პაციენტში საჭირო ხდება ექიმის მიერ პრეპარატის დროებითი ან ხანგრძლივი ჩანაცვლება.
ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების ნიშნები და სიმპტომებია:
- ეიფორია და თრობა
- ტკივილის შეგრძნების დაქვეითება
- სისუსტე, სედაცია
- შენელებული მეტყველება
- ყურადღებისა და მეხსიერების პრობლემები
- გუგების შევიწროება
- გარემოსა და გარშემომყოფების აღქმის პრობლემა
- კოორდინაციის პრობლემები
- დეპრესია
- დაბნეულობა
- ოფლიანი, წებოვანი კანი
- ყაბზობა
- ცხვირის დახშობა ან ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება(ნარკოტიკის შეყნოსვის დროს)
- ნემსის კვალი (ინექციური ნარკოტიკების შემთხვევაში)
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ნარკოტიკის გამოყენება ვეღარ კონტროლდება, მიმართეთ ექიმს. გრძელვადიანი განკურნების ალბათობა იზრდება, თუ მკურნალობა ადრეულ სტადიაზე დაიწყო. ესაუბრეთ ოჯახის ექიმს ან ფსიქოლოგს/ფსიქიატრს, რომელსაც აქვს გამოცდილება ნარკოდამოკიდებულების პრობლემის მკურნალობაში თქვენი მდგომარეობის შესახებ.
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ:
- ვერ წყვეტთ მედიკამენტის გამოყენებას
- ნარკოტიკის გამოყენება იწვევს რისკიან ქცევას, როგორიცაა ნემსების გაზიარება და დაუცველი სქესობრივი კავშირი
- ფიქრობთ, რომ შეგექმნებათ აბსტინენციის პრობლემა, თუ შეწყვეტთ მედიკამენტის მიღებას
- თუ არ ხართ მზად ექიმთან მისასვლელად, გამოიყენეთ ცხელი ხაზები, რათა მიიღოთ ინფორმაცია მკურნალობის შესაძლო მეთოდებზე. ცხელი ხაზის ნომრების ნახვა ცნობარებში ან ინტერნეტში შეგიძლიათ.
- მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენს ირგვლივ მყოფმა მიიღო ნარკოტიკი და ფიქრობთ, რომ:
- მოხდა ზედოზირება
- შეინიშნება ცვლილებები მის ცნობიერებაში
- უჭირს სუნთქვა
- აქვს შეტევები, გულყრები
- აქვს ინფარქტის ნიშნები, როგორიცაა ტკივილი ან დაჭიმულობა გულმკერდის არეში
- აქვს სხვა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური რეაქცია ნარკოტიკის მიღების შემდეგ
- ინტერვენციის დაგეგმვ
ა
წამალდამოკიდებულ პაციენტებში ხშირია პრობლემის უარყოფა და მკურნალობაზე უარის თქმა. ინტერვენცია საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ პაციენტს, სანამ სიმპტომები კიდევ უფრო გაუარესდება და შევუქმნათ მოტივაცია, რათა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრების წესს.
საჭიროა, რომ ჩარევა მოხდეს ფრთხილად და გეგმაზომიერად ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან ექიმთან კონსულტაციის პარალელურად. შესაძლოა საქმეში ჩაერთონ პროფესიონალები, მაგალითად ლიცენზირებული მრჩეველები ალკოჰოლის და ნარკოტიკების საკითხებში. დახმარებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერს:ოჯახის წევრს, მეგობარს, თანამშრომელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც განიცდის ნარკოდამოკიდებულის მდგოამრეობას
ჩარევის დროს, ახლობელი ადამიანები იკრიბებიან ერთად, რათა ჰქონდეთ პირდაპირი, ღია საუბარი ნარკოდამოკიდებულთან იმის შესახებ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დამოკიდებულებას. შემდგომ ისინი წამალდამოკიდებულს სთხოვენ, რომ დათანხმდეს მკურნალობას.