წინა ჯვარედინა იოგის დაზიანება

დაავადების აღწერა

წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება ნიშნავს ამ იოგის გაწყვეტას. იოგი მუხლის სახსრის შიგნით მდებარეობს. დაზიანება ყველაზე ხშირად სპორტის იმ სახეობებში გვხვდება, რომლებიც მოძრაობის სწრაფ შეწყვეტას ან მიმართულების სწრაფად შეცვლას მოითხოვს (კალათბურთი, ფეხბურთი, ჩოგბურთი, ფრენბურთი).

იოგის დაზიანების შემდეგ, მუხლი შეიძლება შეშუპდეს და გახდეს ძალიან მტივნეული. პაციენტების უმრავლესობას ესმის სწრაფი გატკაცუნების ხმა მუხლში როცა იოგი წყდება.

იოგის დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, მკურნალობა შესაძლოა ქირურგიული ჩარევით განხორციელდეს. ამ დროს აღადგენენ გაწყვეტილ იოგს და პაციენტი გაივლის რეაბილიტაციას იოგის გამაგრებისა და სტაბილურობის შესაძენად. თუ თქვენ მისდევთ სპორტის სახეობას, რომელიც იოგის გაწყვეტის რისკთანაა დაკავშირებული, სწორი ვარჯიშის პროგრამა შეგიმცირებთ ამ რისკს.

გამომწვევი მიზეზი

იოგები ძლიერი ქსოვილებია, რომლებიც ძვლებს ერთმანეთთან აკავშირებენ. წინა ჯვარედინი იოგი ერთ–ერთია მუხლის სახსრის შიდა იოგებთაგან და აერთებს ბარძაყის ძვალს წვივის დიდ ძვალთან, რითაც ასტაბილურებს მუხლის სახსარს.

იოგი ხშირად სპორტული აქტივობების დროს ზიანდება. დაზიანების დიდი რისკი ასევე სწრაფად შეჩერების და მიმართულების შეცვლის დროს გვხვდება, როცა მუხლის სახსარს ატრიალებთ და შლით.

ნახტომის შემდეგ დაშვებისას შესაძლოა დაზიანდეს იოგი, მაგალითად სათხილამურო სპორტში. ფეხბურთის დროს დაჯახება ან საავტომობილო ავარია შესაძლოა იყოს იოგის გაწყვეტის გამომწვევი მიზეზი, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს დაზიანება კონტაქტური ხასიათის არ არის.

სიმპტომები

იოგის დაზიანების დროს, შესაძლოა აღგენიშნებოდეთ ეს სიმპტომები:

  • ხმამაღალი გატკაცუნების ხმა
  • ძლიერი ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა
  • მუხლის შეშუპება, რომელიც საათობრივად უარესდება
  • არასტაბილურობის, წაქცევის შეგრძნება სიმძიმის აწევისას

როდის მივმართოთ ექიმს

პაციენტების უმრავლესობა მიმართავს ექიმს იოგის დაზიანების დროს.