წინაგულების ძგიდის დეფექტი
დაავადების აღწერა
წინაგულების ძგიდის დეფექტი , რომელიც არის დიდი ზომის და ხანგრძლივი აზიანებს თქვენს გულსა და ფილტვებს. პატარა დეფექტმა შესაძლოა საერთოდ არ გამოიწვიოს პრობლემა და იყოს შემთხვევით აღმოჩენილი. მოზრდილ ადამიანს, რომლისთვისაც არ დაუდგენიათ არსებული წინაგულოვანი ძგიდის დეფექტი ათწლეულების განმავლობაში, შესაძლოა შეუმოკლდეს სიცოცხლის ხანგრძლივობა გულის უკმარისობის ან სისხლის მაღალი წნევის გამო, რომელიც აზიანებს არტერიებს ფილტვებში (პულმონური ჰიპერტენზია). წინაგულოვანი ძგიდის დეფექტით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
გამომწვევი მიზეზი
- სეკუნდუმი. ეს ფორმა ყველაზე ხშირია. იგი ძირითადად გვხვდება წინაგულებს შორის არსებული კედლის შუა ნაწილში.
- პრიმუმი. დეფექტი გვხვდება წინაგულთა შორის არსებული ძგიდის ქვედა ნაწილში. ამ დაავადებას შესაძლოა თან ახლდეს გულის სხვა თანდაყოლილი პათოლოგიები
- სინუს ვენოსუსი. იშვიათი დეფექტი რომელიც ძგიდის ზედა ნაწილში გვხვდება.
- კორონარული სინუსი. ამ იშვიათი დეფექტის დროს, გულის ვენური სისტემის ნაწილს-კორონარულ სინუსსა და მარცხენა პარკუჭს შორის არსებული კედლის მცირე ნაწილი არ არსებობს.
სიმპტომები
წინაგულოვანი ძგიდის დეფექტით დაბადებულ ბევრ ახალშობილს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი. მოზრდილებში სიმპტომები ძირითადად იწყება 30 წლის ასაკში, თუმცა ნიშნები შესაძლოა არ გამოვლინდეს გაცილებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში
წინაგულების ძგიდის დეფექტის სიმპტომები:
- სუნთვის უკმარისობა, განსაკუთრებით დატვირთვის დროს
- დაღლილობა
- შესიება ფეხების, ტერფების ან მუცლის არეში
- გულის ფრიალი ან პულსის ამოვარდნა
- ფილტვის ხშირი ინფექციები
- ინსულტი. როცა სისხლის მიწოდება ნაკლებია ან წყდება ტვინის რომელიმე ნაწილში, ჟანგბადის კონცენტრაცია იკლებს და ამ ნაწილის უჯრედები კვდებიან.
- გულის შუილი, შრიალის ხმა, რომლის მოსმენაც შესაძლებელია სტეტოსკოპის საშუალებით
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართთ ექიმს, თუ თქვენს შვილს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:
- სუნთვის უკმარისობა
- ადვილად დაღლილობა, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის შემდგომ
- შესიება ფეხების, ტერფების ან მუცლის არეში
- გულის ფრიალი ან პულსის ამოვარდნა
- ხსენებული სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს გულის უკმარისობაზე ან გულის თანდაყოლილი დაავადების სხვა გართულებებზე.